მეცნიერები

დიმიტრი არაყიშვილი



11. 02. 1873 (ვლადიკავკაზი) – 13. 08. 1953 (თბილისი) – ქართველი (საბჭოთა) კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი საქართველოში. მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული სამუსიკო-ეთნოგრაფიული კომისიის დავალებით მან 4 (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონში და მოაგროვა დიდძალი მუსიკალური მასალა (500-ზე მეტი ხალხური სიმღერა), რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა.
არაყიშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული ეროვნული ერთხმოვანი სიმღერები. თბილისის და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლებისათვის. (1905). წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა # 73. ტფილისი: მსწრაფლ-მბეჭდავი ა. ქუთათელაძისა (ქართულ ენაზე)
ქართული მუსიკა. (1925). თბილისი: მეცნიერება საქართველოში. ქუთაისი: ადგილობრივი მეურნეობის სტამბა (ქართულ ენაზე)
ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა. (1940). თბილისი: ტექნიკა და შრომა (ქართულ ენაზე)
რაჭული ხალხური სიმღერები. (1950). თბილისი: ხელოვნება (ქართულ ენაზე)
სვანური ხალხური სიმღერები. (1950). თბილისი: ხელოვნება (ქართულ ენაზე)
დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერათა კილოს წყობა. (1954). თბილისი: ხელოვნება (ქართულ ენაზე)

Краткий очерк развития Грузинской, карталино-кахетинской народной песни, с приложением нотных примеров и 27 песен в народной гармонизации; О грузинской духовной народной музыке, с приложением напевов на литургии св. Iоанна Златоустаго. (1905). Москва: Типография К. Л. Меньшова (რუსულ ენაზე)
Народная песня Западной Грузии (Имеретии). С приложением 83 песен в народной гармонизации. (1908). Оттиски из II т. «Трудов Музыкально-Этнографической Комиссии» (МЭК) И. О. Л. Е., А. и Э.. Москва (რუსულ ენაზე)
Грузинское Народное Музыкальное Творчество (Народная песня Восточной Грузиии Северного Кавказа) с приложением 225 песен в народной гармонизации и 39 инструментальных мелодий. (1916). Оттиски из V т. «Трудов Музыкально-Этнографической Комиссии» (МЭК) при Московском университете. Москва: Типография Г. Лисснера и Д. Собко (რუსულ ენაზე)
Грузинская музыка. (1925). Кутаис: Типография Местного Хозяйства (რუსულ ენაზე)
Песни горцев Восточной Грузии. жур. «Советская музыка», 1939, № 4. Москва (რუსულ ენაზე)
Краткий исторический обзор Грузинской музыки. (1940). Тбилиси: Государственное издательство Грузии. Музыкально-Литературный сектор (რუსულ ენაზე)
Обзор народной песни Восточной Грузии. (1948). Тбилиси: Государственное издательство Грузинской ССР (რუსულ ენაზე)

Share it on