სიახლეები

რიგით 33-ე “ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი” (ESEM) – თბილისი 5/9 სექტემბერი 2017



რიგით 33-ე “ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარი” (ESEM) 
ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში
5-9 სექტემბერი, 2017, თბილისი, საქართველო

მოწვევა

ეთნომუსიკოლოგიის 33-ე ევროპულ სემინარს 2017 წლის 5-9 სექტემბერს თბილისის. ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი უმასპინძლებს.
21-ე საუკუნეში ეთნომუსიკოლოგიის წინაშე ბევრი გამოწვევაა. ერთ-ერთი მათგანია, თუ როგორ გამოვხატოთ ტრადიციული მუსიკის ფუნქციების ფართო სპექტრი თანამედროვე საზოგადოებაში. ამ გამოწვევასთან შესახვედრად ეთნომუსიკოლოგია გაცილებით მრავალთემატური და მრავალმხრივი გახდა. ის არ ივიწყებს ძველ როლს, მაგრამ, ამავე დროს, თანამედროვე მსოფლიო ტენდეციების მიმართ ახალ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს ეძებს. ჩვენ დღეს ალბათ უნდა ვისაუბროთ “ეთნომუსიკოლოგიებზე” და არა ერთ “ეთნომუსიკოლოგიაზე”, ვინაიდან მთელი რიგი დისციპლინური ინტერესები საკმაოდ ფართოა – მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ რეგიონში მცხოვრები უძველესი ხალხების მიუწვდომელი მუსიკალური ტრადიციებიდან, მრავალჯერ გარდაქმნილ და კომერციალიზებულ თანამედროვე ფორმებამდე.
ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ეეს-ის 2017 წლის თემები გავაერთიანოთ საერთო სათაურის ქვეშ:

ეთნომუსიკოლოგია 21-ე საუკუნეში

სემინარის თემები:
1. ეთნომუსიკოლოგიები 21-ე საუკუნეში: ახალი კვლევა და მეთოდები
ეთნომუსიკოლოგია, როგორც შედარებით ახალი დისციპლინა, მუდმივ ცვლილებას განიცდის, მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში მსოფლიოს პოლიტიკური რუკის მნიშვნელოვანი სახეცვლის შედეგად ეს ცვლილებები უფრო ძირეული გახდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ “ეთნომუსიკოლოგიებზე”, მივანიშნებთ რა როგორც აკადემიურ, ისე არაკადემიური სფეროს მრავალმხრივ თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრაქტიკაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ტრადიციას მოიცავს. თუმცა, კონცეფციებისა და იდეების გლობალური ნაკადის მრავალფეროვნების აქცენტირების მიუხედავად, კვლავაც ცხადია ის ისტორიული ტრაექტორია, რომლის მიხედვით “პირველი მსოფლიოს” მიდგომასთან ასოცირებული დისკურსები და პრაქტიკები ჭარბობს. თავად ეთნომუსიკოლოგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასავლური მუსიკალური ხელოვნების კანონის მიმართ დომინანტი მიდგომების დეკოლონიზაციაში და ნაწილობრივ, სწორედ ამ მიზეზის გამო მოიპოვა მან გლობალური მნიშვნელობა. ჩვენი დისციპლინის დეკოლონიზაციის მოთხოვნისადმი არსებული დიდი სულისკვეთების გათვალისწინებით, ეს თემა ნამდვილად საჭიროებს 21-ე საუკუნის გაცილებით მრავალფეროვან და კომპლექსურ ეთნომუსიკოლოგიებზე მსჯელობას.

2. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეორე მსოფლიოში: ეთნომუსიკოლოგია ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში
მე-20 საუკუნეში ევროპას მრავალი წლის მაძილზე “რკინის ფარდა” ყოფდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ევროპულ, ისე მსოფლიო (ეთნო)მუსიკოლოგიაზე. ე.წ. “ცივი ომის მიდგომა”, რომელიც მოიცავდა რა ამ დისციპლინაში წარმოდგენილ ორ პოლარიზებულ იდეოლოგიასა და მიდგომას შორის, უხეშად ჰქონდა მონიშნული “აღმოსავლეთი” და “დასავლეთი” სკოლები და დიდი გავლენას მოახდენა დაპირისპირებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსებზე. ბერლინის კედლის დაცემიდან 28 წლის შემდეგ, შესაძლოა ვიკითხოთ თუ როგორაა ხელახლა მოთხრობილი ბიპოლარული მსოფლიოს, ტოტალიტარიანიზმის, კოლონიური და იმპერიული მემკვიდრეობის საკითხები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ეთნომუსიკოლოგიურ სამეცნიერო დისკურსებში. სამეცნიერო დისკუსიებსა და საჯარო დისკურსებში ზედმეტად ხაზგასმული, “აღმოსავლეთსა” და “დასავლეთს” შორის კონცეპტუალური დაყოფის შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია ფოკუსირება მოვახდინოთ დასავლური და აღმოსავლური ეთნომუსიკოლოგიის სამეცნიერო ტრადიციების საერთო კონსტიტუციაზე. ჩვენ ვიწვევთ თემებს, რომლებიც განიხილავენ “ევროპული აღმოსავლეთისა და დასავლეთის” კულტურული გამომსახველობის საკითხებს, აქცენტით თანამშრომლობასა და გაცვლაზე, ახალი ტენდენციებისა და მიღწევების ერთობლივ წვდომაზე და 1989 წლამდე და მის შემდგომ არსებულ ძირითად თემებსა და მიდგომებზე. ასევე მივესალმებით სტატიებს, რომლებიც შეცვლილი ან ძველი მიდგომებით განიხილავენ ძველი/ახალი საზღვრებისა და დაყოფის საკითხებსა და დღევანდელი “ევროპული აღმოსავლეთის ან/და დასავლეთი”-ს შესახებ არსებულ დისკურსებს.

3. საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკა: ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის მრავალი სახე
21-ე საუკუნეში მსოფლიოს დიდი ნაწილი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური სტატუსი თანაბარისაგან შორსაა, ამ ახალმა რეალობამ რასაკვირველია შეცვალა, როგორც ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის, ასევე მათი შემსრულებლებისა და მკვლევარების ფუნქცია დღევანდელ საზოგადოებებში, რომლებიც უფრო და უფრო ემორჩილებიან სარგებლიანობის კანონს. თავად ტრადიციული კულტურა, მუსიკა და ცეკვა მიმზიდველ “პროდუქტებად” იქცა, რომლებზეც აქტიურად საუბრობენ მუსიკის ინდუსტრიის პროპაგანდისტები, კინორეჟისორები, იურისტები და შემსრულებლები და რომელიც ფართოდ გამოიყენება ტურიზმის ინდუსტრიაში ეროვნული პროდუქტებისა და ბრენდების რეკლამირებისათვის. ამ თემის ფარგლებში ჩვენი სურვილია განვიხილოთ კომერციალიზაციის სარგებელი და საფრთხეები, მისი გავლენა ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვაზე და ეთნომუსიკოლოგის პოტენციური როლი “მიწოდებისა და მოთხოვნის” პროცესების ფორმირებაში.

შეთავაზებები/წინადადებები
საპროგრამო კომიტეტი მონაწილეებს მოუწოდებს ინდივიდუალური, საპანელო და პოსტერ მოხსენებების წარდგენას
• ინდივიდუალური მოხსენება – 20 წთ+10 წთ განხილვისთვის
• პანელი – 90 წუთი, განხილვის ჩათვლით
• პოსტერ პრეზენტაცია, წარმოდგენილი სპეციალურ სესიაზე, სადაც პანელის თითოეულ მონაწილეს მოხსენებისთვის 10 წუთი ექნება. მოთხოვნილი ფორმატის შესაბამისი მოხსენებები უნდა გაიგზავნოს წინასწარ.
300-სიტყვიანი აბსტრაქტი, მომხსენებლის სრული სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (იმეილზე მიბმული world-ის ფაილის, და არა pdf სახით) უნდა გაეგზავნოს პროფ. რუსუდან წურწუმიას, საფოსტო მისამართზე polyphony@conservatoire.edu.ge
მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 15 მარტი
პროექტის გეგმის განაცხადის ვადა: 2017 წლის 1 მაისი

საპროგრამო კომიტეტი:
დოქტორი რუსუდან წურწუმია (საქართველო) (polyphony@conservatoire.edu.ge)
დოქტორი იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო) (josephjordania@yahoo.com.au)
დოქტორი ევა დაჰლიგ ტურეკი (პოლონეთი) (Ewa.Dahlig-Turek@ispan.pl)
დოქტორი ანა ჰოფმანი (სლოვენია)  (hofman.ana@gmail.com)

Share it on