კუნძული მადაგასკარი (ანუ პოლიტიკურად – მალაგასის რესპუბლიკა) გეოგრაფიულად ძალიან ახლოს არის აფრიკის კონტინენტთან, თუმცა მოსახლეობის ფიზიკური მონაცემებით, ენით და კულტურით მადაგასკარს აშკარად ეტყობა უფრო შორს მყოფი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ინდონეზიის, ოკეანიის) გავლენა. მადაგაკსარზე პირველი მოსახლეები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გამოჩნდნენ ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. დაახლოებით მეათე საუკუნეში აქ გამოჩნდნენ არაბები და სხვა მოსახლეები აფრიკის სხვა რეგიონებიდან, ყველაზე გვიან კი გამოჩნდნენ ევროპელები. მადაგასკარის ტომების მუსიკალური კულტურაც, შესაბამისად, ახლოსაა ზოგ შემთხვევაში სამხრეთ-აღმოსავლურ აზიურ და ოკეანიურ მრავალხმიანობასთან, ზოგ შემთხვევაში კი ახლოსაა კონტინენტური სუბ-საჰარის აფრიკის მრავალხმიან ტრადიციებთან.
მადაგასკარის ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები
ტრადიციული ცეკვა ანდროიდან. მადაგასკარი
ქუჩის მუსიკოსები. ანტანანარივუ, მადაგასკარი