მეცნიერები

მარიამ ოსიტაშვილი



დაბ. 08. 03. 1957. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. 1981 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების კათედრის მეცნიერთანამშრომელი, კულტურის ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. მუშაობს ქართული ჰიმნოგრაფიის საკითხებზე. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ქართული რვა ხმის სისტემა და მისი კილო-ინტონაციური საფუძველი”.

ოსიტაშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული რვა ხმის სისტემა და მისი კილო-ინტონაციური საფუძვლები. (1983). სამეცნიერო შრომების კრებულში:  შავერზაშვილი, ალექსანდრე, (პ/მ. რედ). ქართული ხალხური მუსიკის კილო, მელოდიკა და რიტმი: 93-114. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)
ქართული გალობის ერთი პრობლემის შესახებ. (1986). ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, # 3: 75-84 (ქართულ ენაზე)
“ჭრელების” შესწავლის ზოგიერთი საკითხი. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 93-111. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ზოგიერთი თავისებურების შესახებ. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 470-480. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
ქართული საერო და სასულიერო მრავალხმიანობის ურთიერთკავშირის შესახებ. (2005). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 430-444. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

Share it on