ტრადიციული მრავალხმიანობის მეთორმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი
25-28 სექტემბერი, 2024, თბილისი, საქართველო გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი |
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.
სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინური ბუნებითაა განპირობებული.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი მოხსენებები შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
სრული ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ და წინა სიპოზიუმების მოხსენებების კრებულების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge
სიმპოზიუმის თემები:
მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თეზისები ტრადიციული მრავალხმიანობის ყველა ასპექტზე. თემები დაჯგუფდება მათში განხილული პრობლემების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამის სამეცნიერო სესიაზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას იძლევა.
ტრადიციულ თემებთან ერთად მე-12 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ერთი ახალი თემა:
სხეულებრივი (კინესთეტიკური) ასპექტი ტრადიციული მუსიკის შესრულებაში.
თემის ფარგლებში მოიაზრება ყველა ის კვლევა, რომელიც ტრადიციული მუსიკისშემსრულებლობის პროცესში სხეულებრივი ასპექტის ამა თუ იმ ფორმით ჩართვას განიხილავს – დაწყებული ცეკვით, დამთავრებული ბგერათწარმოქმნის ფიზიკურიპროცესითა თუ სხვადასხვაგვარი საშემსრულებლო ჟესტიკულაციით.
სიმპოზიუმის ტრადიციული თემები:
- მრავალხმიანობისზოგადითეორია და მუსიკალურ–ესთეტიკური ასპექტები
აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.
- ტრადიციულიმრავალხმიანობისრეგიონული სტილები და მუსიკალური ენა
ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების, მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.
- ტრადიციულიმრავალხმიანობისშედარებითი კვლევა
ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ჩვენ ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.
- ტრადიციულიმრავალხმიანობისსოციოლოგიური ასპექტები: შემსრულებლები და მსმენელები; სქესი, ასაკი, იდენტობა
ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.
- მრავალხმიანობასაეროდა სასულიერო მუსიკაში
აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ასევე, მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.
- ტრადიციულიინსტრუმენტულიმრავალხმიანობა
მიუხედავდ იმისა, რომ სიმპოზიუმის ძირითადი თემა არის ვოკალური მრავალხმიანობა, აქ შეიძლება განხილული იყოს ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.
- მსოფლიომუსიკადა ტრადიციული მრავალხმიანობა
„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები სწავლობენ ადგილზე ტრადიციულ სიმღერას; ტრადიციულ მომღერლებს იწვევენ სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით. რას ვკარგავთ ან ვიძენთ ამ პროცესში?
მრგვალი მაგიდა:
არქივაციის ტრადიციული კონცეფცია და თანამედროვე გამოწვევები:
არქივი, როგორც კაცობრიობის მეხსიერების მთავარი საცავი, დინამიური ორგანიზმია, რომლის ციკლში – შეგროვება/დაცვა/ხელახლა გაცოცხლება – ფაზები მუდმივად ანაცვლებენ ერთმანეთს. 21-ე საუკუნის საერთო ტენდენციაა ის, რომ ტრადიციული მუსიკალური კულტურის უდიდესი ნაწილი, წინა საუკუნეში დაარქივებული მემკვიდრეობის ხელახალი ქმნადობის (re-create), ხელახალი ქმნის (re-made) გზით განაგრძობს არსებობას.
არქივის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს თავად კულტურა, რომელსაც ის ინახავს, კულტურის მიმდინარე პოლიტიკა; ადამიანები, ვინც არქივს აარსებენ და მართავენ; იდეები და მიზნები, რომლებსაც ის ეფუძნება. ამიტომ ნებისმიერი ეროვნული თუ პირადი არქივი სიცოცხლისუნარიანობის საკუთარ სტრატეგიას ქმნის.
მრგვალი მაგიდაზე გვსურვს ვიმსჯელოდ შემდეგ თემებზე:
- რა როლი აქვს დღევანდელ ტრადიციულ მუსიკაში არქივს და საარქივო მასალებს?
- რამდენად განაპირობებს კულტურის საერთო პოლიტიკა ეროვნული არქივების ფუნქციონირების პოლიტიკასაც?
- რამდენად განსაზღვრავს საარქივო მასალის სიცოცხლისუნარიანობას მასზე ღია წვდომის ინოვაციური მიდგომები?
- როგორ მიმდინარეობს 21-ე საუკუნის ტრადიციული მუსიკის ახალი ნიმუშების დაარქივების პროცესი? ვინ და როგორ განსაზღვრავს, მათგან რა ექვემდებარება არქივიზაციას?
ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;
საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
მრგვალი მაგიდის, დაახლოებით, ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული 7 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.
წინადადებები
საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო,
ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:
- ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;
- საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
- მრგვალი მაგიდის, დაახლოებით, ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული 10 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.
თეზისები, მოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები
თეზისები და მოკლე ბიოგრაფია – ორივე ტექსტი არა უმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატში).
მოხსენებების სრული ტექსტი: არა უმეტეს 7 გვერდისა, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი 1,5.
ელექტრონული რეგისტრაცია
ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.
ვადები
ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 აპრილი
სიმპოზიუმში მონაწილეობის დადასტურება: 2024 წლის 15 მაისამდე
მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2024 წლის 25 ივლისი
სარეგისტრაციო თანხა
მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი
სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი
დაბინავებისა და კულტურული პროგრამის ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი.
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.
თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არის არა მარტო სამეცნიერო ფორუმი მსოფლიოს ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებზე, არამედ მასზე წარმოდგენილია ქართული და სხვა ქვეყნების ხალხური მუსიკა. ველით, რომ სიმპოზიუმზე, მსოფლიო მრავალხმიანობა წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების მიერ. ასევე, დაგეგმილია ტრადიციული მუსიკის ვორკშოფები.
საპროგრამო კომიტეტი
დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)
დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)
დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)
დოქტ. მაკა ხარძიანი (საქართველო)
დოქტ, თეო ლომსაძე (საქართველო)
დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)
დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიეტუვა)
დოქტ. ქეროლაინ ბითელი (დიდი ბრიტანეთი)
საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის
ანა ლოლაშვილი: polyphony@tsc.edu.ge
იოსებ ჟორდანია, ელ ფოსტა: josephjordania@yahoo.com.au