მეცნიერები

ოთარ კაპანაძე



დაბ. 19.07. 1981 ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 2002 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი (მუსიკის ისტორია); 2004 წელს – იმავე სასწავლის მაგისტრატურა (ეთნომუსიკოლოგია). 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ქართული საფერხულო სიმღერები: მუსიკალური ენის თავისებურებები.

2004 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებასთან არსებული ლაბორატორიის სპეციალისტი. 2008 წლიდან ევგენი მიქელაძის სახ. ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. 2012-2014 წლებში საქართველო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი. 2008-2012 წლებში “ფოლკრადიოს” მუსიკალური წამყვანი და ავტორი ეთნომუსიკოლოგიური შინაარსის გადაცემებისა: “ერთი სიმღერის ისტორია”, “ქართული მუსიკალური დიალექტები”, “ჟანრი”. 2015 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი.

20-მდე მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიციის მონაწილე.

ანსამბლ “ფესვებისა” და “კონსერვატორიის ანსამბლის” ყოფილი წევრი.  ანსამბლ “ახალუხლების” ხელმძღვანელი.

სამეცნიერო ინტერესის ძირითადი სფეროა ქართული საფერხულო სიმღერები.

კაპანაძის ძირითადი ნაშრომები:

აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ქართლ-კახური საფერხულო სიმღერების ურთიერთმიმართება. კრებულში: ქართული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი. რედ.: ი. ჟორდანია, რ. წურწუმია. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. 2005. გვ. 254-270.

ქართული საფერხულო სიმღერები: ჟანრი, დიალექტი, პოლიფონია, რიტუალი (რაჭული მასალის საფუძველზე). კრებულში: მუსიკისმცოდნეობის საკითხები (დოქტორანტების სამეცნიერო შრომების კრებული). რედ.: ქ. ბაქრაძე, რ. წურწუმია. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია. თბილისი, 2010. გვ. 31-50.

ფერხულის კვალი ალილოობის რიტუალში. კრებულში: მუსიკისმცოდნეობის საკითხები, სამეცნიერო შრომების კრებული “ოთარ ჩიჯავაძე 90” (რედაქტორთა ჯგუფი ნ. ზუმბაძე და სხვები). თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია. თბილისი, 2010. გვ. 22-32.

საფერხულო სიმღერები სამეგრელოში. ელექტროჟურნალში: “მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია”. 2011 #1 (7), გვ. 52-64.

დიდება. კრებულში: ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციის მოხსენებები (მოკლე შინაარსი) რედ.: ნ. ზუმბაძე. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, CIOFF. თბილისი, 2012. Gგვ. 41-44.

ჭართლის თემში ჩაწერილი სიმღერები. კრებულში: ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციის მასალები. რედ.: ნ. ზუმბაძე. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, CIOFF. თბილისი, 2014. Gვ. 28-32.

ელ. ფოსტა: otariani@yahoo.com

ტელ. 577 93 70 40

Share it on