მრავალხმიანობის კერები

პირინეი



პორტუგალია

პორტუგალიის ვოკალური მრავალხმიანობა გვხვდება ერთმანეთისაგან იზოლირებულად ოტ რეგიონში – სამხრეთსა და ჩრდილოეთში. მრავალხმიანი ტრადიციები, ძირითადად დაკავშირებულია ევროპულ-ჰარმონიულ სისტემასთან. ორი, სამი და ოთხმიანობა პორტუგალიაში დაფუძნებულია ტრადიციულ ჰარმონიაზე და ტერციების პარალელიზმზე.

პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში იციან მელოდიების შემკობა მელიზმებით, რაც სრულიად უცხოა ჩრდილოეთის რეგიონალური სტილისათვის. ჩრდილო-პორტუგალიაში მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ ქალები, სამხრეთში კი (ალენტეჟუს რეგიონში) მრავალხმიანობა უმეტესად მამაკაცთა რეპერტუარში გვხვდება.

ესპანეთი

მისაწვდომი ინფორმაციის შესაბამისად, მრავალხმიანი ვოკალის ტრადიცია ჯერ კიდევ არსებობს ესპანეთის რამდენიმე ოლქში, ესენია: ვალენსია, ბალეარები, კატალონია, არაგონი, მურსია, ნავარა და განსაკუთრებით ბასკებს შორის. ამ ოლქების მუსიკალური ენა მეტწილად ევროპული ჰარმონიული სტილის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ალბაცეტეს (აღმოსავლეთ ესპანეთი, ვალენსიასთან) მრავალხმიანობის ტრადიცია გვიჩვენებს სრულიად განსხვავებულ თავისებურებებს. აქ არა ჩანს ევროპული სამხმოვანებები ან ერციები. ეს არის ბურდონზე მოცემული მელიზმატიკით მდიდრულად მორთული მელოდიური დაღმავალი ხაზი, რომელიც ვითარდება თავისუფალ რიტმში, ხოლო მელოდიის კილოურ წყობაში ჩანს ქრომატიული ელემენტები.

ბასკები

ესპანეთის (და შესაძლოა მთელი დასავლეთ ევროპის და საერთოდ ევროპის) უძველესი მაცხოვრებლები არიან. ისინი საუბრობენ საკუთარ, უნიკალურ, არაინდოევროპულ ენაზე და მდიდარი ისტორიული წარულისა და მუსიკალური ტრადიციების დემონსტრირებას ახდენენ. მაგალითად: 1921 წელს საფრანგეთის ქალაქ იზტურიცში (საფრანგეთის ბასკეთის ტერიტორიაზე) იპოვეს უძველესი, 20.000 წლის წინანდელი სამი ნასვრეტის მქონე ფლეიტა, დამზადებული ჩიტის ძვლისაგან, რომელიც ზუსტად ანალოგიურია ბასკების სამნასვრეტიან თანამედროვე ფლეიტასთან (რომესაც ეწოდება “თხისტუ”).

ბასკების ორხმიანობაზე, ისევე როგორც ესპანეთის სხვა რეგიონალურ სტილთა მრავალხმიანობაზე, დიდი გავლენა იქონია ევროპულმა ჰარმონიულა სისტემამ. Gგავრცელებულია სიმღერა პარალელური ტერციებითა და სექსტებით.მუსიკა მკაცრადაა ორგანიზებული რიტმიულად, დომინირებს მაჟორული კილოები.

Share it on