სამეცნიერო ფორუმები

პორტუგალია. 2007

Traditional_Musical_Group_(136308082)


2007 წლის 4-6 ოქტომბერს უნივერსიდადე ნოვა დე ლისბოას უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგიის ინსტიტუტის (INET) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტმა, პორტელის მერიასა და ალენტეხოს კულტურის რეგიონალურ დირექტორატთან ერთად პორტელ ალეტეხოში ჩაატარა საერთაშორისო კოლოქვიუმი “მრავალხმიანი სიმღერა ევროპაში: ისტორიული ტრაექტორიები და მიმდინარე პერსპქტივები”. კოლოქვიუმის კოორდინატორი იყო სალვა ელ-შავან კასტელო ბრანკო. მოეწყო ალენტეხოს ტრადიციული მრავალხმიანობის რამდენიმე კონცერტი, კონფერენციის მასალები იბეჭდება. ქვემოთ იხილეთ მონაწილეებისა და მოხსენებების სია:

1.იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო). “ვოკალური მრავალხმიანობა ევროპაში: კლასიფიკაციის მცდელობა ისტორიული პერსპექტივიდან”.

2.ქეროლაინ ბითელი (დიდი ბრიტანეთი). “მრავალხმიანი სიმღერა კორსიკაში: უწყვეტობა და განხლება”.

3.მარია დო როსარიო პესტანა (პორტუგალია). “ Cramois, Cantas e Cantareus:  აღორძინება და მრავალხმიანი პრაქტიკები დორუ ლიტორალში”.

4.სუსანა სარდო (პორტუგალია). “Homens au Largi: Cantadas e Modas em Terras de Santa Maria. Processos Performativos de Canto a Vozes no Feminino”.

5.არდიან აჰმედაია (ავსტრია). “განსაკუთრებული ურთიერთობა ტექსტსა და მუსიკას შორის სამხრეთ ალბანეთის საშემსრულებლო პრაქტიკაში”.

6.ალა სოკოლოვა (ადიღეა, ჩრდილოეთ კავკასია, რუსეთი). “ადიღეური (ჩერქეზული) ტრადიციული მრავალხმიანობა და მისი ტრანდფორმაცია პოსტ-საბჭოთა კავკასიაში”.

7.მარია ჟოზე ბარრიგა (პორტუგალია). “საშემსრულებლო და ფოლკლორული პრაქტიკები ბაიშუ ალენტეჟუში”.

8.პაულო ლიმა (პორტუგალია). “შენიშვნები ალენტეჟუს ისტორიული რეგიონის სიმღერების კრებულზე”.

9.სალვა ელ შავან კასტელო-ბრანკო (პორტუგალია). “ალენტეჟუს გუნდები და საგვარეული სიმღერა”.

Share it on