Uncategorized

რა არის მრავალხმიანობა, ანუ როგორ უნდა განვსაზღვროთ ეს მოვლენა?

Paul Klee "Polyphony"


მრავალხმიანობას, როგორც წესი, განსაზღვრავენ, როგორც ისეთი ტიპის მუსიკას, სადაცერთდროულად ისმის ერთზე მეტი სიმაღლისბგერა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვეთანხმები მრავალხმიანობის აღნიშნულგანსაზღვრებას, მიმაჩნია, რომ იგი ძალიან ცალმხრივია და არ ითვალისწინებს ვოკალური მრავალხმიანობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორს. ჩემი ღრმა რწმენით, ვოკალური მრავალხმიანობის ფენომენში გარკვევისათვის აუცილებელია გამოვყოთ ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ამ მოვლენის არსს ასახავენ. ესენია სოციალური და მუსიკალური ფაქტორები. მრავალხმიანობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს კულტურაში როგორც ერთიანი მოვლენა (ანუ მოვლენა, რომელიც ორივე –სოციალურ და მუსიკალურ ფაქტორებს მოიცავს), მაგრამ მრავალხმიანობა ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი კულტურაში მხოლოდ სოციალური, ან მხოლოდ მუსიკალური ფაქტორის საშუალებით. სოციალური მრავალხმიანობა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის მიერ აქტიურ მუსიკალურ ურთიერთობას. მუსიკალური მრავალხმიანობა გულისხმობს ისეთი ტიპის მუსიკას, რომელშიც ერთდროულად ჟღერს ერთზე მეტი სიმაღლის ბგერა. აშკარაა, რომ მრავალხმიანობის განსაზღვრის ზემოთ ნახსენები ტრადიციული ფორმულირება ეყრდნობა მხოლოდ მუსიკალურ ფაქტორს და საერთოდ არ ითვალისწინებსსოციალურ ფაქტორს. სოციალური და მუსიკალური ფაქტორები ყოველთვის არ თანაარსებობენ კონკრეტულ კულტურებში. მაგალითად, უნისონური (ან ოქტავური) სიმღერის ფენომენი სოციალურად მრავალხმიანობაა (რადგანაც საქმე გვაქვს ჯგუფურ მუზიცირებასთან), მაგრამ მუსიკალურად ეს არის ერთხმიანობა (რადგან განხვავებული სიმაღლის ბგერების შერწყმასთან არა გვაქვს საქმე). 

მეორე მხრივ, ცენტრალური აზიის ზოგიერთიკულტურისათვის დამახასიათებელი სოლო ობერტონული სიმღერის ტრადიცია მუსიკალურად მრავალხმიანობაა, თუმცა სოციალურად ეს არ არის მრავალხმიანობა. სოციალური მრავალხმიანობა მსოფლიოში საოცრად ფართოდ არის გავრცელებული. ეგრეთ წოდებული ერთხმიანი კულტურების უმეტეს ნაწილში (მაგალითად, ჩინურში, ავსტრალიელი აბორიგენებისა და ამერიკელი ინდიელებს დიდ ნაწილში) ვხვდებით ჯგუფური სიმღერის მყარ ტრადიციას. შეიძლება ისიც ითქვას,რომ, ალბათ, არ არსებობს ისეთი კულტურა,რომელშიც საერთოდ არ არსებობს ჯგუფური სიმღერის ტრადიცია ამა თუ იმ ფორმით. კაცობრიობის მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზეძლიერი მუსიკალური უნივერსალია –ანტიფონური დიალოგი ორ მონაწილეს შორის(ეს შეიძლება იყოს ორი სოლისტი, ორი ჯგუფი, ანდა კიდევ უფრო ხშირად – სოლისტი და ჯგუფი) წარმოადგენს სოციალური მრავალხმიანობისყველაზე ფართოდ გავრცელებულ და მარტივფორმას. სტატიაში ძირითადად განხილულია ის კულტურები, სადაც მრავალხმიანობა წარმოდგენილია ორივე – სოციალური და მუსიკალური კომპონენტებით. თუ მრავალხმიანობა მხოლოდ მუსიკალური კომპონენტით არის წარმოდგენილი კულტურაში, აღნიშნული იქნება ამ კულტურაში მრავალხმიანობის ელემენტების არსებობა. ის კულტურები, სადაც მრავალხმიანობა მხოლოდ სოციალური ფაქტორით არის წარმოდგენილი,ამ სტატიაში ძირითადად არ იქნება განხილული, თუმცა მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ მსოფლიოში, ალბათ, არც ერთი კულტურა არ არსებობს, რომ საერთოდ არ ჰქონდეს სოციალური მრავალხმიანობის ესა თუ ის ფორმა.

სად უნდა გავავლოთ ზღვარი მრავალხმიანობასადა ერთხმიანობას შორის?

მრავალხმიანობის ჩემეული გაგებიდანგამომდინარე, ზუსტი საზღვარის გავლება მსოფლიოს მრავალხმიან და ერთხმიან კულტურებს შორის ფაქტობრივად  შეუძლებელია. ამის მიზეზი ისაა, რომ წმინდა ერთხმიანი კულტურები (ანუ კულტურები, რომლებშიც არ ვხვდებით არც სოციალური და არც მუსიკალური მრავალხმიანობის არავითარ ნიშნებს),როგორც ჩანს,საერთოდ არ არსებობენ მსოფლიოში. იმისათვის, რომ კულტურა ჩაითვალოსმრავალხმიანად, მასში მრავალხმიანობა წარმოდგენილი უნდა იყოს ორივე – სოციალური და მუსიკალური ფაქტორების მიხედვით. კულტურები, სადაც გავრცელებულია ჯგუფური უნისონური სიმღერა და მუზიცირების ანტიფონური ფორმები(მაგრამ სადაც არ ვხვდებით განსხვავებულ ხმებში სიმღერას), შეადგენენ უზარმაზარ ჯგუფს, სადაც მრავალხმიანობა არსებობს მხოლოდ როგორც სოციალური მოვლენა. სწორედ კულტურათა ამ ჯგუფს განვიხილავთ, როგორც ერთხმიან კულტურებს. მეორე მხრივ, ობერტონული სიმღერის ტრადიცია (სოლო ორხმიანობა), როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუსიკალური ფაქტორის მიხედვით მრავალხმიანობაა, ხოლო სოციალური ფაქტორის მიხედვით არ არის მრავალხმიანობა. გარდა ამისა, ზოგიერთი სასიმღერო სტილი (ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა უნისონურ-ჰეტეროფონიული, რომელიც თავისებურ ‘საშუალედო’ ადგილს იკავებს მრავალხმიან და ერთხმიან სასიმღერო სტილებს შორის.

არსებობენ კი ”მრავალხმიანი მუსიკალური კულტურები” და “ერთხმიანი მუსიკალური კულტურები”?

მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მრავალხმიან და ერთხმიან სასიმღერო კულტურებს შორის არარის მკაფიო დაყოფა, კულტურათა მთელი რიგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც “მრავალხმიანი კულტურები” (სადაც მრავალხმიანობა ორივე ფაქტორით არის წარმოდგენილი), ისევე როგორც კულტურათა მეორე დიდი ჯგუფი შეიძლება განვიხილოთ როგორც “ერთხმიანი” კულტურები (სადაც მრავალხმიანობა მხოლოდ ერთი ფაქტორით არის წარმოდგენილი). მრავალხმიანობის ან ერთხმიანობის არსებობა სასიმღერო შემოქმედებაში ამ მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნი-შვნელოვანი მახასიათებელია. ეგრეთ წოდებული`მრავალხმიანი კულტურების” წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელია ერთხმიანი მელოდიების გააზრება მრავალხმიანი ფაქტურის ნაწილად, და უცნობი მელოდიებისათვის მეორე ხმის აყოლება. მრავალხმიანი კულტურის წარმომადგენლებისათვის ხშირად ხმათა შეწყობილიხმოვანება კულტურულად უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ცალკეული ხმის მელოდიური განვითარება.სწორედ ამიტომ აქ მუსიკალური ტექსტი ხშირად შედგება მოკლე განმეორებადი ფრაზებისაგან და სიმღერა ხშირად საერთოდ არ იყოს აგებული ერთი მთავარი მელოდიის გარშემო. სოციალურიკუთხით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მრავალხმიან კულტურებში მუზიცირების პროცესში საზოგადოება ხშირად არ იყოფა “შემსრულებლებად”და `მსმენელებად”, რადგან, როგორც წესი,მთელი დამსწრე საზოგადოება ერთდროულად არის შემსრულებელიც და მსმენელიც. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ `ერთხმიანკულტურებს”, აქ ფაქტურის ჰორიზონტალური,ლინეარული განვითარება აბსოლუტურად დომინირებს და სიმღერებს, როგორც წესი, აქვთ ჩამოყალიბებული და რთული მელოდიურისტრუქტურა. ინდივიდუალური შემსრულებლის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. ინდივიდუალური შემსრულებლის უდიდეს როლს კულტურაში მივყავართ ზოგადად მუსიკალური კულტურის პროფესიონალიზაციისაკენ.

მუსიკალური საკრავების როლი (განსაკუთრებით სიმებიანისაკრავებისა) გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ერთხმიან, ვიდრე მრავალხმიან კულტურებში და თვით საკრავებიც ხშირად ტექნიკურად უფრო დახვეწილია ერთხმიან კულტურებში. მუსიკალური კულტურის პროფესიონალიზაციას ერთხმიან კულტურებში ხშირად მივყავართ ბგერათრიგებისა და კილოების რთული თეორიული სისტემების შექმნისაკენ. და ბოლოს, მრავალხმიანი კულტურებისაგან განსხვავებით, სადაც მუსიკალური შესრულების პროცესში ხშირად არ ხდება საზოგადოების დაყოფა `შემსრულებლებად” და`მსმენელებად”, ერთხმიან კულტურებში, როგორც წესი, შემსრულებლისა და მსმენელის ფუნქციები მკაფიოდაა გამიჯნული ერთმანეთისაგან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ერთმანეთის გვერდით მდებარე რეგიონებში თანაარსებობენ მრავალხმიანი და ერთხმიანი სასიმღერო სტილები.

რა ურთიერთობა არსებობს მრავალხმიანობისვოკალურ და საკრავიერ ფორმებს შორის?

უდავოა, რომ ვოკალურ და საკრავიერ მრავალხმიანობას(და საერთოდ მუსიკას) შორის ნებისმიერ კულტურაში არსებობს უაღრესად ღრმა შინაგანი კავშირი. თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს კავშირი ზოგჯერ ძალიან ძნელი შესამჩნევია და სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ვოკალურ მუსიკაში მრავალხმიანობისა და ერთხმიანობის ისეთივე ფორმები იქნება გავრცელებული, როგორსაც ვხვდებით საკრავიერ მუსიკაში. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ცენტრალური აზიის კულტურები, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობენ ვოკალური ერთხმიანობა და საკრავიერი მრავალხმიანობა. საერთოდ, საკრავიერი მრავალხმიანობა გაცილებით უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ვოკალური. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ საკრავიერი მრავალხმიანობის გავრცელება გარკვეულ პარალელებს ავლენს სოციალური მრავალხმიანობის ფართო გავრცელებასთან, თუმცა საკრავიერი მრავალხმიანობა მაინც არარის ისე ფართოდ გავრცელებული მსოფლიოში, როგორც სოციალური. კულტურებში, სადაც ვოკალური მუსიკა მრავალხმიანია, როგორც წესი, მრავალხმიანობა გვხვდება საკრავიერ მუსიკაშიც, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც საკრავიერი მრავალხმიანობის გვერდით თანაარსებობს ვოკალური ერთხმიანობა. ვოკალური და საკრავიერი მრავალხმიანობის ურთიერთობის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი ის არის, რომ სხვადასხვა ტიპის ტრადიციული საკრავები განსხვავებული ტიპის პარალელებს ავლენენ საკუთარ ვოკალურ მუსიკასთან. კერძოდ, ჩასაბერი საკრავები ამჟღავნებენ გაცილებით უფრო მჭიდრო კავშირებს ვოკალურ მუსიკასთან, ვიდრე სიმებიანი საკრავები. როგორც ჩანს, ჩასაბერ საკრავებსა და სიმღერას შორის არსებული ღრმა შინაგანი კავშირის საფუძველია სუნთქვის პროცესი, რომელიც საერთოა როგორც სიმღერისათვის, ისეჩასაბერ საკრავებზე დაკვრისათვის. ვოკალურ და ჩასაბერ საკრავიერ მუსიკას შორის არსებული მჭიდრო კავშირი ზოგ შემთხვევაში საშუალებას იძლევა, რომ არქეოლოგიური მასალების მიხედვით აღვადგინოთ და ვივარაუდოთვოკალური მრავალმიანობის ტრადიცია უკვე გამქრალ კულტურებში. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ზოგიერთ არქეოლოგიურ კულტურაში ნაპოვნი აშკარად პოლიფონიური ტიპის საკრავების არსებობა (იგულისხმება ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ფლეიტები განსხვავებული ზომისა და ფუნქციის მილებით, მათ შორის ბურდონული მილებითაც).

სად უნდა ვეძიოთ ვოკალური მრავალხმიანობის საწყისები? წარმოიქმნა თუ არავოკალური მრავალხმიანობა ერთხმიანი სიმღერის განვითარების საფუძველზე?

პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ საკითხს არაფერი არა აქვს საერთო მრავალხმიანობის თანამედროვე გავრცელების სურათთან. ამავე დროს აშკარაა, რომ მრავალხმიანობის წარმოშობის საკითხი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე,როდესაც ვცდილობთ,რომ მრავალხმიანობის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გავრცელების სურათი ისტორიულ დინამიკაში გავიაზროთ. საუკუნეების განმავლობაში მუსიკისმცოდნეებსა და ეთნომუსიკისმცოდნეებს შორის არსებული ერთობლივი რწმენა იმაში,რომ მრავალხმიანობა არის ერთხმიანობის ბუნებრივი განვითარების შედეგად წარმოშობილი გვიანდელი მოვლენა, აშკარად მოძველებულია.მთელი რიგი შესანიშნავად განვითარებული მრავალხმიანი ტრადიციებისა მსოფლიოს ყველაზე უფრო ძნელად მისადგომი და ეკონომიკურად განუვითარებელი რეგიონებიდან გვაფიქრებინებს,რომ ვოკალური მრავალხმიანობა ადამიანური კულტურის უაღრესად არქაული ელემენტიუნდა იყოს. ადამიანთა ჯგუფური სიმღერისა და მრავალხმიანობის სათავეები უნდა ვეძებოთ ადამიანური ევოლუციის უძველეს შრეებში. ამ მოდელის მიხედვით მჭიდრო ისტორიული კავშირები არსებობდა ვოკალური მრავალხმიანობის, ადამიანური აზროვნების, ენისა და მეტყველების განვითარების ევოლუციურ პროცესებს შორის. 

იოსებ ჟორდანია

მელბურნის უნივერსიტეტი,
ავსტრალია

Share it on