დაბ. 12. 15. 1945. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პროფესორი. ორი ათეული წელია ამავე კონსერვატორიაში უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა, ამჟამად ხელმღვანელობს ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიას, მისი თვითმყოფადობისა და ღირებულებითი ორიენტაციების საკითხებს, კომპოზიტორის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართებისა და ფოლკლორის სოციოლოგიის პრობლემებს.არის 50-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს შრომები სამეცნიერო კრებულებში, ჟურნალებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2005 წელს გამოიცა მისი მონოგრაფია “XX საუკუნის ქართული მუსიკა. თვითმყოფადობა და ღირებულებითი ორიენტაციები”, ქართულ ენაზე, ვრცელი ინგლისური რეზიუმეთი. ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, არის მრავალი სამეცნიერო კრებულის პასუხისმგებელი რედაქტორი და თანარედაქტორი, არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის, მათ შორის, თბილისის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ორგანიზატორი და მონაწილე.
არის საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი 1979 წ-დან, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1999 წ-დან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს კომისიის წევრი. იყო თბილისს სახელმწიფო კონერვატორიაში იუნესკოს მიერ 2003-2006 წლებში განხორციელებული პროექტის “ქართული პოლიფონიის დაცვა და განვითარება”კოორდინატორი. 2010 წელს მიწვეული იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დამოუკიდებელ ექსპერტად, ხოლო 2011-2013 წლებში იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
წურწუმიას ძირითადი ნაშრომები:
ქართული ხალხური სიმღერა დღეს – ცოცხალი პროცესი თუ სამუზეუმო ექსპონატი? (სოციოლოგიური ანალიზის ცდა). (1997). სამეცნიერო შრომების კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). მუსიკისმცოდნეობის საკითხები: 3-17. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. და ინგლ. ენაზე)
ქართული ხალხური სიმღერა ათასწლეულების მიჯნაზე. (1997). ჟურნ. “რანი ვართ ქართველნი?”: 18-22 (ქართულ ენაზე)
XX საუკუნის I ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ. (1998). წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). მუსიკისმცოდნეობის საკითხები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული: 291-324 (ქართულ ენაზე)
პოლიფონია, როგორც ქართული ტრადიციული მუსიკალური აზროვნების ძირითადი კატეგორია. წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 90-98. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
XX საუკუნის II ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ. (2004). (რედ). მუსიკისმცოდნეობის საკითხები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული: 310-140 (ქართულ ენაზე)
მრავალხმიანობის ქართული ხედვა. (2007). ჟურნ. “მნათობი”, # 4 (ქართულ ენაზე)
საქართველოში დაცული ცვილის ლილვაკების კოლექცია. (2008). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის III საერთაშორისო სიმპოზიუმი: 584-601. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ-ინგლისურ ენებზე)
ქართული მრავალხმიანობა თანამედროვე სოციო-კულტურულ კონტექსტში. (2008). მოხსენება ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე (იბეჭდება)
“Vitality and Vision: Georgian Music as a Particular Phenomenonof Caucasian-Eurasian Culture”(2009). In: The Caucasus: Georgia on the Crossroads. Cultural exchanges across the European Beyond. Florence, pp. 257-270
Shalva Mshvelidzis shemokmedebiti metodis erti taviseburebis shesakheb (“On One Peculiarity of the Artistic Method of Shalva Mshvelidze”) (2009). In: Issue of Musicology. Tbilisi State Conservatoire. Volume of scientific works. Tbilisi (in Georgian)
“Georgian Multipart Singing and National Identity” (2010). In: Echoes from Georgia: Seventeen Arguments on Georgian Polyphony. New York, Nova Science Publishers, pp. 257-279
შალვა მშველიძის შემოქმედებითი მეთოდის ერთი თავისებურების შესახებ (2010). მუსიკოლოგიური ძიებანი. I. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კრებული
Грузинское видение фольклора: взгляд с рубежа тысячелетий (2011). Фольклор и мы: Традиционная культура в зеркале ее восприятий / Сборник научных статей, посвященный 70-летию И. И. Земцовского / [Сост. Н. Ю. Альмеева].
თანამედროვე ქართული საზოგადოება და მუსიკალური იდენტობა (2011). გ.ჩუბინაშვილის ინსტიტუტის ელექტრ. ჟურნალი Ars Georgica. SBN 1512-4088. თბილისი. http://www.georgianart.ge/index.php?ption=com_content &view=article&id= 89&Itemid=&ed=8
ეროვნული და მუსიკალური იდენტობა: ურთიერთმიმართების საკითხისათვის (2012). კრებული Musik und Kulturelle Identitat. XIII Internationaler kongress der Gesellschaft fur Musikforschung. p.511-516. ვაიმარი.
XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართული ეროვნული ცნობიერება და მუსიკალური იდენტობა (2013). ფიროსმანი და ქართული კულტურა. გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის მოხსენებების კრებული. თბილისი
ქართული ხმები გერმანიის ტყვეთა ბანაკებიდან (2014). ექო წარსულიდან:ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918 (ქართულ-ინგლისურად) თანდართული CD-ით.