ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2010 წლის 4-8 ოქტომბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონფერენციის პარალელურად, სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული მუსიკის კონცერტების სერია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2011 წელს ორ – ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები. რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2011).