სამეცნიერო ფორუმები

საქართველო. 1972



 საბჭოთა კავშირის მუსიკისმცოდნეებისა და ფოლკლორისტების მეხუთე ეროვნული სემინარი საქართველოში ჩატარდა 27 მაისი – 7 ივნისი. სემინარის სათაური გახლდათ “მრავალხმიანობა ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში”. ამ სარისკო წამოწყების ორგანიზატორები იყვნენ საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორული კომიტეტი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომიტეტი. სამეცნიერო სესიები დასავლეთ საქართველოს სხვადასვა ქალაქებში მოეწყო. სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ მთელ რიგ ადგილობრივ ანსამბლებს (ოფიციალური წერილის თანახმად, 32 ანსამბლს), შესრულებულ იქნა 200-ზე მეტი სიმღერა, შესრულების პროცესი ფონომასალის სახით დააფიქსირეს სემინარის მონაწილეებმა. ზოგიერთი მომხსენებელი დაწერილი მოხსენების გარეშე წარდგა. კონფერენციის მოხსენებები და აბსტრაქტები არ გამოქვეყნებულა. გთავაზობთ მონაწილეთა და მათ მოხსენებათა სიას:

1. რობერტ ატაიანი, სომხეთი, ერევანი. “სომხური ხალხური მუსიკის მრავალხმიანობის შესახებ”.

2. ვლადიმირ გოშოვსკი, სომხეთი, ერევანი. ა) “მრავალხმიანობის ტიპების კლასიფიკაცია”. ბ) “არის თუ არა ჰეტეროფონია მრავალხმიანობა?”

3. ელენა მურზინა, უკრაინა, კიევი. “გუნდური სიმღერის კვლევის სოციოლოგიური ასპექტები”.

4.ნინა გერასიმოვა-პერსიდსკაია, უკრაინა, კიევი. “ტრადიციული მრავალხმიანობის მახასიათებლების ანარეკლი მე-17 საუკუნის და მე-18 საუკუნის დასაწყისის ხელნაწერებში”.

5. ბაირამ გუსეინლი, აზერბაიჯანი, ბაქო. “მრავალხმიანობის ელემენტები აზერბაიჯანულ ტრადიციულ მუსიკაში”.

6. გრიგოლ ჩხიკვაძე, საქართველო, თბილისი. “ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა და მისი ძირითადი მახასიათებლები”.

7. იაკოვ ვიტოლინი, ლატვია, რიგა “ბურდონული, გაბმული? მრავალხმიანობა ლატვიურ ტრადიციულ სიმღერებში”.

8. ნარიმან მამედოვი, აზერბაიჯანი, ბაქო. “მრავალხმიანობის ელემენტები აზერბაიჯანულ მუღამებში”.

9. ნიკოლაი ბოიარკინი, მორდოვა (რუსეთი), სარანსკი. “მორდოვული ხალხური სიმღერების სტილისტიკა”.

10. ევსევი ჭოხონელიძე, საქართველო, თბილისი. “ქართული ტრადიციული სიმღერების აკორდული სტრუქტურების საკითხები”.

11. მარგარიტა მაზო, რუსეთი, ლენინგრადი. “ვოლოგდას მრავალხმიანობის ტიპები”.

12. იგორ კნიაზევი, რუსეთი, მოსკოვი. “კოლექტიური- სიმღერის? მრავალხმიანი შესრულების ფორმების საკითხისათვის ვორონეჟის რეგიონში ჩატარებულ ექსპედიციების მასალებზე დაყრდნობით”.

13. დიმიტრი პოკროვსკი, რუსეთი, მოსკოვი. “ფსკოვის რეგიონის ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ზოგიერთი თვისება”.

14. ვალერიან მაღრაძე, საქართველო, თბილისი. “ქართული მრავალხმიანი ფოლკლორის გადმონაშთების რეკონსტრუქცია”.

15. მინდია ჟორდანია, საქართველო, თბილისი “ქართული მრავალხმიანობის ამოსავალი გზები”.

16. ტატიანა განზინა, უკრაინა, კიევი. “უკრაინის ტერიტორიაზე მრავალხმიანობის განსხვავებული ტიპების გავრცელება”.

17. ვლადიმირ მატვიენკო, უკრაინა, კიევი. “მრავალხმიანობის განვითარების გზები უკრაინაში”.

18. ათანაზარ მათიაკუბოვი, უზბეკისტანი, ტაშკენტი. “მრავალხმიანი აზროვნება უზბეკურ ხალხურ მუსიკაში”.

19. ბეკტენ ბეიშენბიევი, ყირგიზეთი. “ყირგიზული ხალხური მრავალხმიანობის თანამედროვე ფორმები”.

20. არვიდას კარაშკა, ლიტვა, ვილნიუსი. “რავალხმიანობის თავისებურებები ლიტვურ სუტარტინებში”.

21. უდო კორკი, ესტონეთი, ტარტუ. “სეტუ მრავალხმიანობა”.

22. შაბან შუ, ჩრდილო კავკასია (რუსეთი), მაიკოპი. “მრავალხმიანობის პრობლემები ადიღურ ინსტრუმენტულ მუსიკაში”.

23 იულია კრასოვსკაია, რუსეთი, მოსკოვი. ” მრავალხმიანობასთან კომბინირებული ლინეარული საწყისები საგუნდო ლირიკულ საქორწინო სიმღერებსა და პატარძლის დატირებაში (პერესლავ-ზელენსკოური საქორწინო რიტუალი)”.

24. ლარისა კოსტრიუკოვეტს, ბელარუსია, მინსკი. “კანტური მრავალხმიანობა ბელარუსიაში”.

Share it on