სამეცნიერო ფორუმები

საქართველო. 1984



1984 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები”. იგი იყო პირველი ტრადიციული მრავალხმიანობის ბიენალეს კონფერენციების სერიიდან. კონფერენცია მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა, 11 ოქტომბერიდან-14 ოქტომბრამდე. დილითა და შუადღით მონაწილეები სამეცნიერო სესიებს ესწრებოდნენ, საღამოს კი სპეციალურად მათთვის გამართულ ტრადიციული მრავალხმიანობის კონცერტებს. ს.ს.ს.რ-ის სხვადასხვა რესპუბლიკების მკვლევარებმა (დღეს მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი სახელმწიფოა) კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენებები. მათი მოკლე ვერსია 1985 წელს კრებულის სახით გამოიცა (ჟორდანია, 1985), ამ კრებულს დაერთო რამოდენიმე მოხსენებაც. ის მოხსენებები, რომელნიც 1984 წელს არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ კრებულში შევიდა ქვემოთ მოტანილ სიაში მონიშნულია.

1. იზალი ზემცოვსკი, რუსეთი, ლენინგრადი. “მრავალხმიანობის ფენომენი ზეპირი გადაცემის მუსიკალურ ტრადიციაში”.

2. მოისეი ბოროდა, საქართველო, თბილისი. “რიტმის განვითარების რამოდენიმე პრინციპი ქართული მრავალხმიანი სიმღერების მელოდიაში”.

3. ვილის ბენდორფი, ლატვია, რიგა. “ლატვიური მრავალხმიანობის ტიპები და მათი შესაძლებელი გარეგანი კავშირები”.

4. ვალერიან მაღრაძე, საქართველო, თბილისი. “მესხური მრავალხმიანი სიმღერის აღდგენა”.

5. ინგა ბახტაძე, საქართველო, თბილისი. “ადრექრისტიანული ეროვნული მრავალხმიანობის წარმოშობის პრობლემა”.

6. მზია იაშვილი, საქართველო, თბილისი. “ორი სახის ძველი პროფესიული მუსიკა და ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერების მემკვიდრეობითობა”.

7. ქეთევან ბაიაშვილი, საქართველო, თბილისი. “ხელმისაწვდომი ინფორმაცია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ”.

8. იოსებ ჟორდანია, საქართველო, თბილისი. “გამოვლენილი სამხმიანი ბურდონული სიმღერა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში”.

9. ოთარ ჩიჯავაძე, საქართველო, თბილისი. “შუა საუკუნეების ქართული გალობა და შუა საუკუნეების პროფესიული მრავალხმიანობა”.

10. ევსევი ჭოხონელიძე, საქართველო, თბილისი. “ქართული ტრადიციული მუსიკის აკორდიკა”.

11. კრისტოფერ არაკელოვი, საქართველო, თბილისი. “პოლი-კილოურობის ფენომენი ქართულ მრავალხმიან სიმღერებში (ქართლის, კახეთის, სვანეთის, სამეგრელოს მასალებზე დაყრდნობით)”.

12. თამაზ გაბისონია, საქართველო, თბილისი. “ჰარმონიული ფუნქციონალობა მეგრულ მრავალხმიან სიმღერებში”.

13. ნაილია ალმეევა, თათარსტანი, ყაზანი. “”მონათლული თათრების” ტრადიციული მრავალხმიანობა, შუა ვოლგის რეგიონი”.

14. გულნარა გვარჯალაძე, საქართველო, თბილისი. “რიტმის ორგვარი ასპექტი ქართულ ტრადიციულ სიმღერაში”.

15. ნიკოლაი ბოიარკინი, მორდოვა, სარანსკი. “ორ და სამხმიანი პოლიფონიური სტილი მორდოვულ ტრადიციულ სიმღერებსა და ინსტრუმენტულ ჰანგებში”.

16. ედიშერ გარაყანიძე, საქართველო, თბილისი. “მრავალხმიანობა ქართლში”.

17. ნუგზარ ჟორდანია, საქართველო, თბილისი. “ბანის როლი გურულ ტრადიციულ მრავალხმიანობაში”.

18. ვლადიმერ გოგოტიშვილი, საქართველო, თბილისი. “ხუთტონიანი დიატონური კილო ქართულ ტრადიციულ მრავალხმიან სიმღერებში”.

19. ივან ვინდგოლტსი, რუსეთი, ყარაგანდა. “სოციოფოლკლორული მრავალხმიანობის პრინციპები და რეალიზაცია ფოლკლორულ ჯგუფებში”.

20. ვიტალი ფედკო*, რუსეთი, ლენინგრადი. “მრავალხმიანობის” იდეის რეალიზაცია რუსეთ-ბელარუსიის საზღვრისპირა ვოკალურ ანსამბლებში.

21. ვიაჩესლავ შუროვი, რუსეთი, მოსკოვი. “რუსული ტრადიციული მრავალხმიანობის ძირითადი ტიპები”.

22 გალინა კუტირევა, რუსეთი, მოსკოვი. “”მრავალხმიანი” მღერა დასავლეთ ბელორუსიის ტყისპირეთში”.

23. ნიკოლაი დოროფეევი, რუსეთი, ლენინგრადი. “”სემეისკიეს” მრავალხმიანი სიმღერა (რელიგიური ჯგუფები, რომელნიც ბაიკალის ტბის პირას სახლობენ)”.

24. ევგენი პინჩუკოვი, რუსეთი, სვერდლოვსკი. “ფლამენგოს სტილის ჰარმონიული და სტილური ორიგინალობა”.

25. მარიამ ოსიტაშვილი, საქართველო თბილისი. “”რვახმის” სისტემა ძველ ქართულ პროფესიულ მუსიკაში”.

Share it on