სამეცნიერო ფორუმები

საქართველო. 1986



მეორე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები” გაიმართა ბორჯომში, საკურორტო კომპლექსში “კომპოზიტორთა დასვენებისა და შემოქმედების სახლში” 10-დან 15-ნოემბრამდე. სამეცნიერო სესიები დილითა და შუადღით, საღამოობით კი ქართული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერების კონცერტები იმართებოდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას (ყოველ კონცერტზე ორი ანსამბლი იყო წარმოდგენილი). საკონფერენციო მასალა აბსტრაქტების სახით გამოიცა (ჟორდანია, 1986). გთავაზობთ მკვლევართა და მათ მოხსენებათა სიას, ასევე გამოცემაში დამატებულ აბსტრაქტებს.

1. იზალი ზემცოვსკი, რუსეთი, ლენინგრადი. “მუსიკალური დიალოგის პრობლემა: ანტიფონი და დიაფონია”.

2. ივან ვინგოლტსი, რუსეთი, ყარაგანდა. “მარიუს შნაიდერი “”პოლიფონიის ისტორია”, ნახევარი საუკუნის შემდეგ””.

3. ფედორ არზმანოვი*, რუსეთი, მოსკოვი. “ჩინური მრავალხმიანობის ზოგიერთი თავისებურება”.

4. ნატალია ალმეევა, თათარსტანი, ყაზანი. “ჰეტერეფონული სტრუქტურა: მრავალხმიანი სიმღერების ანალიზის საკითხისათვის მონათლულ თათრებში”.

5. ალმა კუნანბაევა, ყაზახეთი, ლენინგრადი. “ყაზახური ეპიკური სიმღერების სტაბილური ელემენტების იერარქია “სახმო-ინსტრუმენტის~ სისტემაში””.

6. ოქსანა ნიკიტენკო, რუსეთი, ლენინგრადი. “მრავალხმიანობის წარმომქმნელი მოდელი მუსიკალურ კულტურებში”.

7. ევსევი ჭოხონელიძე, საქართველო, თბილისი. “ქართული ხალხური მრავალხმიანობის ზოგიერთი პრობლემის შესახებ”.

8. ვიქტორ კარცოვნიკი, რუსეთი, ლენინგრადი. “იური კრიზანჩინი ბიზანტიურ მრავალხმიანობაზე”.

9. მზია იაშვილი, საქართველო თბილისი. “განსხვავებულთა ერთიანობა {ერთობაი შეყოვლებისაო} და ქართული მრავალხმიანი მღერის ტრადიციის ანტიკურობა”.

10. ნინო ფირცხალავა, საქართველო თბილისი. “ქართული სამხმიანობა იოანე პეტრიწის მუსიკალურ-ესთეტიკურ აზროვნებაში”.

11. ნიკოლაი კაუფმანი, ბულგარეთი, სოფია. “ტრადიციული მრავალხმიანობა ბულგარულ პროფესიულ მუსიკაში”.

12. ზინაიდა მოჟეიკო*, ბელარუსია, მინსკი. “მრავალხმიანი მღერის ტრადიცია ბელარუსულ პოლესიაში”.

13. ნიკოლაი ბოიარკინი, მორდოვა, სარანსკი. “ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის კავშირების შესახებ მორდოვულ მუსიკაში”.

14. ვალერიან მაღრაძე, საქართველო თბილისი. “მესხური მრავალხმიანი სიმღერების აღდგენის მეთოდის შესახებ”.

15. ნინო კალანდაძე, საქართველო, თბილისი. ” მრავალხმიანი ნანები”.

16. ნატო ზუმბაძე, საქართველო თბილისი. “ქალთა მრავალხმიანობის თავისებურებების შესახებ საქართველოში”.

17. ედიშერ გარაყანიძე, საქართველო, თბილისი. “ურთიერთკავშირები ქართულ ტრადიციულ მუსიკაში აჭარულ-შავშურ, გურულ და სვანურ მუსიკალურ დიალექტებს შორის”.

18. ანატოლი რახაევი, ჩრდილო კავკასია, ნალჩიკი. “საგუნდო თანხლების `ეჟიუ~-ს პრობლემისათვის ბალყარულ ტრადიციულ სიმღერაში”.

19. თამარა ბლაევა, ჩრდილო კავკასია, ნალჩიკი. “მრავალხმიანი სტრუქტურის თავისებურებები ადიღურ ტრადიციულ სიმღერაში”.

20. იგორ მაციევსკი, რუსეთი, ლენინგრადი. “ინსტრუმენტული მრავალხმიანობის წარმოქმნის პრობლემისათვის აღმოსავლეთ სლავებსა და ბალტიისპირელებში”.

21. ვოკე სარვე, ესტონეთი, ტალინი. “მრავალხმიანობის ძირითადი ტიპები სეტურ მრავალხმიან სიმღერებში”.

22. ურვე ლიპესი, ესტონეთი, ტალინი. “ორხმიანობა უძველეს ესტონურ სიმღერებში”.

23. ნუგზარ ჟორდანია, საქართველო თბილისი. “ტრიოს ფორმა დასავლეთ საქართველოს სასიმღერო ტრადიციაში”.

24. ლაიმა ბურქშტაიტენე, ლიტვა ვილნიუსი.”გვიანი მრავალხმიანობის სტილის გამოვლენის? პრობლემა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიტვაში”.

25. ქეთევან ნიკოლაძე, საქართველო თბილისი. “ორმაგად ჩასაბერი ინსტრუმენტები და ვოკალური მრავალხმიანობის პრობლემა”.

26. ქეთევან ბაიაშვილი, საქართველო, თბილისი. “მრავალხმიანი ტრადიციის ასიმილაციის პრობლემა (ერწო–თიანეთი)”

27. კრისტეფორე არაქელოვი, საქართველო, თბილისი. “კადანსები ქართულ (სვანურ) მრავალხმიან საკრალურ სიმღერებში”.

28. გულნარა გვარჯალაძე, საქართველო, თბილისი. “რიტმის ასპექტები ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობაში”.

29. თამაზ გაბისონია, საქართველო, თბილისი.”კომპოზიციური პრინციპები და ტიპები ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობაში”.

30. ოსკარ ელშეკი, სლოვაკეთი, ბრატისლავა. “ტრადიციული მრავალხმიანობა ევროპულ მუსიკალურ კულტურებში”.

31. იულია ევდოკიმოვა*, რუსეთი, მოსკოვი. ” ევროპული მრავალხმიანი რეგიონების ტიპოლოგიისა და კარტოგრაფიის შესახებ”.

32. ტოდორ ტოდოროვი*, ბულგარეთი, სოფია, “მრავალხმიანობის პრობლემები ბულგარელ ეთნომუსიკოლოგთა შრომებში”.

33. ვილის ბენდორფი, ლატვია, რიგა.”ბალტიური და ბალკანური მრავალხმიანობის კავშირების შესახებ”.

34. დუნია რიტმან-შოტრიჩი, ბოსნია, სარაევო. “მრავალხმიანობის ფორმები ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში”. რადმილა პეტროვიჩი, სერბეთი, ბელგრადი. “ორხმიანობა სერბეთში”.

35. ანაიდა ბაგდასარიანი, სომხეთი, ერევანი. “მრავალხმიანობის ელემენტები სომხურ მონოდიურ მუსიკაში”.

36. ოლეგ გერასიმოვი, მარი (რუსეთი), იოშკარ-ოლა. “მრავალხმიანი სტრუქტურის წარმომქმნელი პრინციპები მარის ტრადიციულ სიმღერებში”.

37. თ. იგნატოვა, ვ. ნიკიფოროვა, რუსეთი, ნოვოსიბირსკი. “ტრადიციული სტრუქტურის თავისებურებები იაკუტურ “ოსიუოკაიში””.

38. მარტინ ბოიკო, ლატვია, რიგა “სუტარტინას გადმონაშთები ლატვიაში”.

39. დაივა რაჩუნაიტე, ლიტვა, ვილნიუსი. “ლიტვური ლინეარული მრავალხმიანობის ფორმები”.

40. ელენა მურზინა, უკრაინა, კიევი. “მრავალხმიანობა, როგორც დინამიური ფენომენი უკრაინულ მუსიკალურ კულტურაში”.

41. ტატიანა რუდიჩენკო, რუსეთი, როსტოვი. “მდინარე დონის კულტურაში ტრადიციული ტემბრის როლი მრავალხმიან სიმღერების გადარჩენაში”.

42. ნადია ბულანოვა, რუსეთი, პერმი. “კომი-პერმულ ლოკალურ ტრადიციაში ვოკალური მრავალხმიანობის სტილური განსხვავებები”.

43. ნინო ციციშვილი, საქართველო, თბილისი. “სამხრეთ სლავურ  – ქართული მუსიკალური და ეთნოგენეტიკური კავშირები”.

44. იოსებ ჟორდანია, საქართველო, თბილისი. “მრავალხმიანობა და ეთნოგენეზისი”.

Share it on