სამეცნიერო ფორუმები

საქართველო. 1988

p18q05bgvhffvt0cnek1g8f1c9o5


მესამე საერთაშორისო კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები” (წინა ბორჯომში გაიმართა) ჩატარდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (15-22 ოქტომბერი). კონსერვატორიასთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება. მომდევნო კონფერენციის გამართვა 1991 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ გაუარესებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის, 1991-92 წლებში სამოქალაქო ომისა, ოსეთისა და აფხაზეთის ომების გამო იგი არ შედგა. 1998 წელს წარმოდგენილი აბსტარქტები გამოიცა (1988, ჟორდანია). იხილეთ კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილი მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:

1. იზალი ზემცოვსკი, რუსეთი, ლენინგრადი. “მრავალხმიანობის არტიკულაციის სპეციფიკა: ქსოვილი და ტემბრი”.

2. ბარბარა კრადერი, ა.შ.შ “ტრადიციული მრავალხმიანობა ბულგარეთში”.

3. სიუზან ციგლერი, გერმანია, ბერლინი. “კავკასიური მრავალხმიანობა გერმანელ მუსიკოლოგთა სარკეში”.

4. მარგარიტა მაზო, ა.შ.შ. “რუსული მრავალხმიანობის ტიპები”.

5. დრაგოსლავ დევიჩი, სერბეთი, იუგოსლავია. “სერბული ტრადიციული ორხმიანი სიმღერები”.

6. ნგუენ ვან ნამ, ვიეტნამი (რუსეთი), ნალჩიკი. “მრავალხმიანობის ტიპები ვიეტნამურ მუსიკალურ ტრადიციაში”.

7. თამაზ გაბისონია, საქართველო, თბილისი. “ოსტინატური მრავალხმიანობა ქართულ ტრადიციულ სიმღერებში”.

8. ნაილია ალმეევა, თათარისტანი (რუსეთი), ყაზანი. “მეხუთე-მესამე ქსოვილი (მრავალხმიანობის ერთერთი ტიპი) ქრისტიან თათრებში და მისი ანალოგი შუა ვოლგის რეგიონის ხალხებში”.

9. ქრისტეფორ არაქელოვი, საქართველო, თბილისი. “კადანსები ქართულ (მეგრულ) ტრადიციული მრავალხმიან სიმღერებში”.

10. იგორ მაციევსკი, რუსეთი, ლენინგრადი. “მრავალხმიანი ქსოვილის წარმოქმნაში სოციო-ფსიქოლოგიის როლო ტრადიციული ინსტრუმენტული ანსამბლების კომპოზიციებში”.

11. ოლეგ გერასიმოვი, რუსეთი, მარი, იოშკარ-ოლა. “ჟანრი და მარის მრავალხმიანი რეგიონის თავისებურებები”.

12. ლარისა სალტაევა, ყაზახეთი, ალმა-ატა. “თურქ-მონღოლ ხალხებში ბურდონის ფენომენი კოსმოგონისტურ წარმოსახვების სისტემაში”.

13 იოსებ ჟორდანია, საქართველო, თბილისი. “მრავალხმიანობის გენეზისი და არტიკულირებული მეტყველების წარმოშობა”.

14. მარტინ ბოიკო, ლატვია, რიგა. “ლატვური ბურდონული მრავალხმიანობის ეთნო-ისტორიული ასპექტები”.

15. ქეთევან ბაიაშვილი, საქართველო, თბილისი. “ქართული მრავალხმიანი სამგლოვიარო და დასაკრძალავი ჰიმნების წარმოშობის პრობლემა”.

16. ედუარდ ბარსეგიანი, სომხეთი, ერევანი. “მრავალხმიანობა ძველ სომხეთში”.

17. ვილის ბენდორფი, ლატვია, რიგა. “ზოგიერთი წინასწარი შენიშვნა ბალტიური და კავკასიური მრავალხმიანობის კავშირების შესახებ”.

18. თამარა ბალაევა, ჩრდილო კავკასია (რუსეთი), ნალჩიკი. “მრავალხმიანი სტრუქტურის ტრადიციულ ტიპები ადიღურ ტრადიციულ სიმღერებში”.

19. ლიუდმილა ბოიარკინა, მორდოვა (რუსეთი), სარანსკი. “მორდოვასა და სამხრეთ რუსეთის მრავალხმიანი ტრადიციები (ურთიერთკავშირის საკითხი)”.

20. ნიკოლაი ბოიარკინი, მორდოვა (რუსეთი), სარანსკი. ” მორდოვული ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის საერთო მახასიათებლების საკითხისათვის”.

21. ლუბოვ ბერგერი, რუსეთი, მოსკოვი. “ქართული ხალხური მრავალხმიანობა დასავლეთ ევროპული მრავალხმიანობის წარმოშობის კონტექსტში”.

22. ედიშერ გარაყანიძე, საქართველო, თბილისი. “ქართული მრავალხმიანობის წარმოშობის განხილვა”.

23. ნატალია ზუმბაძე, საქართველო, თბილისი. “ანტიფონური მრავალხმიანობის შესახებ (აღმოსავლეთ საქართველოს ქალთა სიმღერების მასალის საფუძველზე)”.

24. მზია იაშვილი, საქართველო, თბილისი. “იოანე პეტრიწის სწავლებაში გამომჟღავნებული ქართული ნევმური დამწერლობის სტრუქტურული პრინციპების შესახებ”.

25. ვიჩესლავ კარცოვნიკი, რუსეთი, ლენინგრადი. “მეორადი დიაფონია შუა საუკუნეების იტალიასა და ბალკანეთში”.

26. მიხეილ ლობანოვი, რუსეთი. “რუსული ტრადიციული მრავალხმიანობა პენზის რეგიონში, თანამედროვე მასალაზე დაყრდნობით (`პენზური სიმღერები~ 60-იანი წლების ე.ვ გიპიუსისა და ზ.ვ ევალდის გამოცემები)”.

27. ვალერიან მაღრაძე, საქართველო, თბილისი. “დამახასიათებელი მელოდიური ფორმულები, როგორც მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტები მესხურ ტრადიციულ მუსიკაში”.

28. თამარ მესხი, საქართველო, თბილისი. “ქართული მრავალხმიანი ქალაქური სიმღერები”.

29. იეროსლავ მირონენკო, მოლდავეთი, კიშინიოვი. “უნისონური მღერის ორმაგი ბუნების შესახებ”.

30. ა. მოზიასი, რუსეთი, ლენინგრადი. “ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლის საკითხისათვის მომღერალთა ქცევისა და თვითშეფასების თვალთახედვიდან”.

31. მარიამ ოსიტაშვილი, საქართველო, თბილისი. “ქართულ გალობაში ხმების ურთიერთკავშირების შესახებ”.

32. დაივა რაჩუნაიტე, ლიტვა, ვილნიუსი. “”კონტროლიორის” როლი სუტარტინების ფორმირებაში”.

33. მარია როდიტელევა, რუსეთი, უფა. “მრავალხმიანობა, როგორც მუსიკალური პროცესის არსი რუსულ ხალხურ მუსიკაში”.

34. ვ. საი რუსეთი, ლენინგრადი. “წერილობითი და ზეპირი გადაცემის ტრადიციის კულტურებში პირველდაწყებითი კონტრაპუნქტული ფორმები: საყოველთაოდ მიღებული კონტრაპუნქტის თეორიაზე დაყრდნობით”.

35. ვაიკე სარვე, ესტონეთი, ტალინი. “სამგლოვიარო სიმღერების ტრადიცია სეტუს მრავალხმიანობაში”.

36. ელენა ხოდორკოვსკაია, რუსეთი, ლენინგრადი. “ტრადიციული მრავალხმიანობის პრობლემები ბ.ლ.იავორსკის კონცეფციაში “.

37. ნინო ციციშვილი, საქართველო, თბილისი. “ბალტიურსა – ქართული მუსიკალურ-ეთნოგრაფიული პარალელები”.

38. ევსევი ჭოხონელიძე, საქართველო, თბილისი. “ქართული ხალხური მრავალხმიანობის ფენომენი”. 

 

Share it on