მიმდინარე

ტმკსც-ის ბიულეტენი



ISSN 1512-2883 (#1-7)

eISSN 1512-228X (#8-)

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მკითხველს აწვდის ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ბიულეტენის თემატიკა მოიცავს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს, ღვაწლმოსილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ლოტბარებსა და შემსრულებლებს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს, ქართულ და უცხოურ ტრადიციულ მრავალხმიანობასა და საკრავიერ მუსიკას, მასალებს ძველი პრესიდან თანამედროვეობისათვის აქტუალური პრობლემატიკით, ფოლკლორულ ექსპედიციებს, ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და მეცნიერების კერების (მუზეუმების, ეთნოგრაფიული ინსტიტუტების და ა.შ.) შესახებ. ყოველ ნომერში იბეჭდება ერთი ქართული ხალხური სიმღერის ისტორია ამავე სიმღერის სანოტო ნიმუშთან ერთად.

ტმკსც-ის ბიულეტენი დაარსდა 2004 წელს იუნესკოს პროგრამის – “ქართული პოლიფონიის დაცვისა და განვითარების” ფარგლებში. ##1-7 ბიულეტენი (რედ. რუსუდან წურწუმია) გამოვიდა ბეჭდური სახით, ხოლო ##8-20 (რედ. მაკა ხარძიანი) ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონულად. ყოველი მომდევნო ბიულეტენი ყოველი წლის იანვარსა და ივლისში ტმკსც-ის ვებ-გვერდზე ქვეყნდება: www.polyphony.ge-ზე.

ტმკსც-ის ბიულეტენი თანამშრომლობის საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, ვისი მასალაც შესაბამისობაში იქნება ბიულეტენის თემატიკასთან. ამისათვის უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული ბიულეტენის შემდგენელსა და რედაქტორს მისამართზე maka.khardziani@yahoo.com. მასალის მოწოდების ბოლო ვადაა:  დეკემბრის ნომრისთვის – 1 ნოემბერი, ივლისის ნომრისთვის  – 1 ივნისი.

Share it on