სიახლეები

ტმკსც-ის სპეციალისტი თეო ლომსაძე საქართველოს წარმომადგენლად ICTM-ში



ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი თეო ლომსაძე „ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოში” (ICTM) საქართველოს წარმომადგენელი გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე მუშაობდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უცხოური ბიუროს ხელმძღვანელი, ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი იოსებ ჟორდანია. მისი და ტმკსც-ის ხელმძღვანელის, რუსუდან წურწუმიას ინიციატივითა და ICTM-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი თეო ლომსაძე განაგრძობს ბატონი სოსოს დაწყებულ საქმიანობას: ევროპული ეთნომუსიკოლოგიური საბჭოსთვის ქართულ ეთნომუსიკოლოგიასა და ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობაში მიმდინარე პროცესების გაცნობას და ქართული მხარისათვის ICTM-ის პროექტებისა თუ სამეცნიერო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 

Share it on