მიმდინარე

ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი



 

    ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო აერთაშორისო სიმპოზიუმი

                            20-24 ოქტომბერი, 2020თბილისიქართველო

                                                გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდის­ციპლი­ნარული ბუნებითაა განპირობებული.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხ­სენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სრული ინფორმაცია (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრა­ვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის შესახებ, წინა სიმპოზიუმების ისტორია, ინფორმაცია მონაწილეებზე, სიმპოზიუმის მასალების ორენოვანი გამოცემა მოხსენე­ბების სრული ტექსტით) ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge

 

სიმპოზიუმის თემები:

მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თეზისები ტრადიციული მრავალხმიანობის ყველა ასპექტზე. თემები დაჯგუფდება მათში განხილული პრობლემების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამის სამეცნიერო სესიაზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას იძლევა.

ტრადიციულ თემებთან ერთად მე-10 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ერთი ახალი თემა:

მრავალხმიანობა და რიტმი, როგორც ადამიანის სოციალურობის გამოვლინება:

მრავალხმიანობა, არსებითად, სოციალური ფენომენია, რიტმის არსებობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას მატებს ადამიანის მრავალხმიანობის სოციალურ ბუნებას. ჩვენ ვეძებთ ადამიანის მუსიკალური კულტურისა და, ზოგადად, კულტურის, როგორც ასეთის, სხვადასხვა გამოვლინებას, როგორიცაა, მაგალითად, ცეკვის ფენომენი (ჯგუფური და ინდივიდუალური). მუსიკა და ცეკვა ერთდროულად გაჩნდა თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად? ჩვენ ვკითხულობთ: რატომ არის ადამიანი პლანეტაზე პრაქტიკულად  ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია შექმნას ხმოვანი რიტმი და ჩაერთოს მასში; რატომ ვერ წარმოუდგენიათ აფრიკელებს მუსიკა რიტმისა და მასთან ასოცირებული ცეკვის გარეშე, რატომ ეფუძნება კაცობრიობის უძველესი რიტმი 12/8 ზომას. გვსურს სიმპოზიუმზე მოვიწვიოთ ქორეოლოგიის ექსპერტები და ვთხოვოთ მონაწილეებს მოამზადონ და ჩამოიტანონ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების ცეკვის სხვადასხვა საინტერესო/უცნაური ნიმუშის ვიდეომასალა (როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური).

 

მპზიუმის ტრადიციული თემები:

  1. ვალხმიანობის ზოგადი თეორია და მუსიკალურსთიკური ასპექტები

აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.

  1. იციული მრავალხმიანობის რეგიონული სტილები და მუსიკალური ენა

ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების,

მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.

  1. იციული მრავალხმიანობის შედარებითი კვლევა

ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ჩვენ ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.

  1. იციული მრავალხმიანობის სოციოლოგიური ასპექტებიშემსრულებლები და მსმენელებიესიკიიდენტობა

ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.

  1. ვალხმიანობა საერო და სასულიერო მუსიკაში

აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ასევე, მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.

  1. იციული ინსტრუმენტული მრავალხმიანობა

მიუხედავდ იმისა, რომ სიმპოზიუმის ძირითადი თემა არის ვოკალური მრავალხმიანობა, აქ შეიძლება განხილული იყოს ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.

  1. მსოფლიო მუსიკა და ტრადიციული მრავალხმიანობა

„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები სწავლობენ ადგილზე ტრადიციულ სიმღერას; ტრადიციულ მომღერლებს იწვევენ სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით. რას ვკარგავთ ან ვიძენთ ამ პროცესში?

მრგვალი მაგიდა: „ტრადიციული მუსიკა და თანამედროვე საზოგადოება“

გლობალიზაციით გამოწვეული საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს მკვეთრმა ცვლილებებმა დღევანდელ საზოგადოებაში ხელი შეუწყეს ტრადიციული მუსიკის ფუნქციონირების ახალი ფორმების/ხერხების გაჩენას. არსებობს ახლადშექმნილი მუსიკალური სტილები, რომლებიც თანამედროვე მუსიკას თანამედროვე მუსიკალურ გამოხატვასთან აერთიანებს და, ამგვარად, მოარგებს მას თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს. ამავე დროს, ტრადიციული მუსიკა განაგრძობს განვითარებას სოფლად, თუმცა მისი გამოხატვის ფორმები მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე მსოფლიოს მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებთან. ამგვარად, სოფლად შეაღწია ახალმა მოვლენამ, როგორიცაა ფოლკ-ტურიზმი. მრგვალი მაგიდის განხილვის საგანი იქნება ტრადიციის მატარებლების, მუსიკოსების, ეთნომუსიკოლოგების პერსპექტივიდან დანახული თანამედროვე გამოწვევები თუ სარგებლობა, რაც ტრადიციულ მუსიკას მოაქვს, შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით,  დისკუსია შედგეს იმ ადამიანებს შორის, ვინც სხვადასხვა როლს ასრულებენ ტრადიციული მუსიკის ფუნქციონირების პროცესში   და ასე  შევუწყოთ ხელი მომავალ დიალოგს მათ შორის.

წინადადებები

საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო,

სასტენდო ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:

  • ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;
  • საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
  • სასტენდო მოხსენებისთვის გამოყოფილია 10 წუთი Power Point ფორმატში და 5 წუთი დისკუსიისათვის. გთხოვთ, კონფერენციაზე წარმოადგინოთ შემდეგი ფორმატის პოსტერი: 80 სმ სიგანეში X 100 სმ სიმაღლეში.
  • მრგვალი მაგიდის,დაახლოებით,ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4

მომხსენებლისა (თითოეული 10 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.

თეზისები, მოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები

თეზისები და მოკლე ბიოგრაფია – ორივე ტექსტი არა უმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციისფორმატში).

მოხსენებების სრული ტექსტი: არა უმეტეს 7 გვერდისაშრიფტის ზომა 12, ინტერვალი 1,5.

ელექტრონული რეგისტრაცია         

ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.

ვადები        

ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 15 მაისი

თემის მიღების დადასტურება: 2020 წლის 1 ივნისი

მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2020 წლის 1 აგვისტო

სარეგისტრაციო თანხა

მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი

სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი

დაბინავება, ტრანსპორტირება, კულტურული პროგრამა

დაბინავების, ტრანსპორტირების (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – სასტუმრო – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი), კულტურული პროგრამისა და ვორქშოპების ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.

თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არის არა მარტო სამეცნიერო ფორუმი ხალხური მრავალხმიანობის საკითხებზე, არამედ მასზე წარმოდგენილია ქართული და სხვა ქვეყნების ხალხური მუსიკის ფართო სპექტრი. ველით, რომ სიმპოზიუმზე, როგორც ყოველთვის, მსოფლიო მრავალხმიანობა წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა

ქვეყნის ანსამბლების მიერ.

საპროგრამო კომიტეტი

დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)

დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)

დოქტ. ნინო მახარაძე (საქართველო)

დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიტვა)

ამინდი საქართველოში

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ზომიერი ჰავაა. ტემპერატურის ცვალებადობა ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში +10C-დან +15C-მდეა.

სიმპოზიუმის წინა და შემდგომი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში

წინა სიმპოზიუმების დროს  ახალი არაფორმალური ტრადიცია დამკვიდრდა.

ქართული ხალხური სიმღერის უცხოელი შემსრულებლებისა და მეცნიერების ჯგუფი სტუმრობს საქართველოს რეგიონებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ცხოვრობენ ტრადიციული მომღერლების ოჯახებში, სწავლობენ მრავალხმიან სიმღერებს, ათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს. ვესტუმრებით სვანეთს, სამეგრელოსა და აჭარას. გაითვალისწინეთ, რომ ამჯერად ჩვენ გვეყოლება ორი ჯგუფი, სიმპოზიუმამდე და სიმპოზიუმის შემდგომ.

თუ გაქვთ დრო და გსურთ შეურთდეთ ამ მოგზაურობას, შეგვატყობინეთ თქვენი ინტერესის შესახებ. ჩვეულებრივ, გვყავს 25-35 მონაწილე.

თარიღები: სიმპოზიუმის წინა მოგზაურობა დაიწყება 7 ოქტომბერს და გასტანს 25 ოქტომბრამდე. სიმპოზიუმის შემდგომი მოგზაურობა დაიწყება 2 ნოემბერს და გასტანს 13 ნოემბრამდე. შეზღუდული დროის მქონე მონაწილეებს შეუძლიათ მოგვიანებით შეუერთდნენ მოგზაურობას ან ადრე დატოვონ ის.

გადასახადი: მოგზაურობის ღირებულება დღიურად შეადგენს 50 აშშ დოლარს ერთ ადამიანზე. ამ თანხაში შედის: ტრანსპორტირება, დაბინავება, კვება, ვორქშოპები ტრადიციულ მომღერლებთან, მყინვარებისა და მუზეუმების მონახულება). ის ვინც, ნაკლები დროით შეუერთდება მოგზაურობას, გადაიხდის დღეების რაოდენობის მიხედვით (დღეში 50 აშშ დოლარი ერთი ადამიანზე).

რა უნდა წამოიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი. სვანეთში მოსალოდნელია თოვლი და სუსტი ყინვა.

ვის უნდა დაუკავშირდეთ:

სიმპოზიუმის წინა მოგზაურობისათვის დაუკავშირდით დევიდ რობინსონს: (david_robinson@mail.com).

სიმპოზიუმის წინა მოგზაურობისათვის დაუკავშირდით იოსებ ჟორდანიას: (josephjordania@yahoo.com.au).

საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის

პროფ. რუსუდან წურწუმია, ელ.ფოსტა: polyphony@tsc.edu.ge

დოქტორი იოსებ ჟორდანია, ელ ფოსტა: josephjordania@yahoo.com.au

Share it on