რუსუდან წურწუმიას წიგნი „ქართული მუსიკის ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“ იძლევა ცოდნას ეროვნული მუსიკის თვითმყოფადობის იმ სათავეების შესახებ, რომელთაც შესაძლებელი გახადეს ახალ ქართულ პროფესიულ მუსიკას გაეკეთებინა უზარმაზარი ნახტომი, ერთი საუკუნის მანძილზე საფუძვლიანად აეთვისებინა მსოფლიო მუსიკალური კულტურის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და XX საუკუნეში შეექმნა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ორიგინალური ქართული საკომპოზიტორო მუსიკა.
ნაშრომი განკუთვნილია ქართული მუსიკალური კულტურის სპეციალისტებისათვის, დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისათვის.
წიგნის ელექტრონული ვერსია.