დებულება

დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის # 07/2024 და წარმომადგენლობითი საბჭოს 21.02.2024 წლის #5 დადგენილებებით; (ცვლილებები შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);

სსიპთბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის 

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


პრეამბულა

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომელიც წარმოადგენს, ქართულ კულტურაში ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერა-გალობისა და მსოფლიო მრავალხმიანობაში მისი ადგილის გათვალისწინებით, ქართველი სპეციალისტებისა და მსოფლიოს გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგების მხარდაჭერით, კონსერვატორიის რექტორის 2003 წლის 1 თებერვლის #3/1 ბრძანებით დაარსებული ამავე სახელწოდების მქონე სტრუქტურული ერთეულის სამართალმემკვიდრეს და რომელიც აგრძელებს მისი წინამორბედის მიერ დაწყებულ საერთაშორისო ურთიერთობებსა და პროექტებს.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ „ცენტრი“).
  2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, კონსერვატორიის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
  3. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს კონსერვატორიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, განსაკუთრებით, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტთან, გ. ჩხიკვაძის სახელობის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიასა და სასულიერო მუსიკის ლაბორატორასთან, მათთან ერთად ახორციელებს ტრადიციულ მუსიკასთან დაკავშირებულ პროექტებს. (ცვლილება შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);
  4. ცენტრი ინარჩუნებს და აგრძელებს მის მიერ 2003 წლიდან დაწყებულ თანამშრომლობას საქართველოს და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთანდა მათთან ერთად პროექტების განხორციელებას.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ამოცანები

  1. ხელი შეუწყოს მრავალხმიანობის, როგორც მუსიკალურ-სააზროვნო კატეგორიის ბუნების შესწავლას, გააფართოოს ეთნომუსიკოლოგიური კვლევების საზღვრები ქართული მულტიკულტურული მუსიკალური ცხოვრების ეთნოლოგიური, კულტუროლოგიური, ანთროპოლოგიური,სოციოლოგიური, ფილოსოფიურ-ესთეტიკური, ფსიქო-ფიზიოლოგიური ასპექტებით, აწარმოოს ერთობლივი კვლევები მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინათა წარმომადგენლებთან;
  2. გააღრმავოს ურთიერთობები მსოფლიოში ეთნომუსიკოლოგიური კვლევების წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, მათ შორის, ტრადიციული მუსიკის არქივებთან და მუზეუმებთან,წარმოაჩინოს მსოფლიო მრავალხმიანობის რეგიონული სტილების თავისებურებები და ქართული მრავალხმიანობის ადგილი ამ კონტექსტში;
  3. ხელი შეუწყოს ქართული და საქართველოში მცხოვრები ხალხების ტრადიციული მუსიკის დაცვა-შენარჩუნებას და, ამავდროულად, ქვეყნისმუსიკალურ ცხოვრებაში მისი ფუნქციონირების თანამედროვე ფორმების შესწავლას; კულტურათა დიალოგს ქვეყნისა დამსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლადდა თვითმყოფადობის დასაცავად.
  4. ამ მიზნების განსახორციელებლად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმების მომზადება და ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ;მასზე წარმოდგენილი ახალი კვლევების ფართო ხელმისაწვდომობისათვის სიმპოზიუმების მოხსენებების გამოცემა და ვებ-გვერდზე (www.polyphony.ge) განთავსება;
  5. ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ხელშეწყობა თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმში ადგილობრივ და უცხოელ მკვლევართა მოხსენებების წარმოდგენითა და ქართველ ეთნომუსიკოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით;
  6. საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების ამსახველი პერიოდული ქართულ-ინგლისურ ენოვანი ელექტრონული ბიულეტენის მომზადება და გამოცემა წელიწადში ორჯერ;
  7. ქართული და უცხოენოვანი ეთნომუსიკოლოგიური პუბლიკაციების მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და საგამომცემლო საქმიანობის წარმოება საერთაშორისო და საქართველოს საგამომცემლო ცენტრებთან თანამშრომლობის გზით;
  8. არსებულ ფონოსაარქივო და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ტრადიციულ მრავალხმიან აზროვნებაში XX საუკუნის მანძილზე მომხდარი ევოლუციისა და საქართველოს რეგიონებში ქართული და საქართველოში მცხოვრები ხალხების ტრადიციული მუსიკის თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა; ამ მიზნით საველე-საექსპედიციო სამუშაოების ჩატარება და შედეგების მეცნიერული განზოგადება;
  9. უცხოელი მსენელებისათვის ერთწლიანი სასერტიფიკატო კურსის წაყვანა ქართულ ხალხურ სიმღერაში და ამით ახალგაზრდა უცხოელი მუსიკიმოყვარულების დაინტერესება ქართული სიმღერისპრაქტიკული შესწავლითა და კვლევით;
  10. სხვადასხვა სახის ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
  11. ცენტრის ვებგვერდის www.polyphony.geმუდმივი სრულყოფა და შევსება აუცილებელი ახალი ინფორმაციით.

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა

ცენტრის სტრუქტურა შედგება ცენტრის მართვის ორგანოების (დირექტორი, სამეცნიერო საბჭო), ასევე მთავარი მეცნიერი თანამშრომელების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლისა და უფროსი სპეციალისტებისაგან. ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს მრჩეველი.(ცვლილება შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);

მუხლი 4. ცენტრის სამეცნიერო საბჭო და მისი თავმჯდომარე

  1. ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან სამეცნიერო საბჭოს.
  2. ცენტრის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვისა და განვითარების, მათ შორის, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარების პრაქტიკის შემდგომი სრულყოფის საკითხებს, განსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას სამეცნიერო პერსონალს შორის;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) შეიმუშავებს ყოველი წლის და გრძელვადიან სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, საკვლევ თემებსა და პროექტებს, რომელზეც თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის (4 წელი) განმავლობაში უნდა იმუშაოს ცენტრმა.

დ) ისმენს ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს კვარტალურ ანგარიშს; ერთობლივად განიხილავს და გეგმავს მის სამუშაოს ახალი წლისთვის.

ე) დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურის ცვლილებების პროექტს და განსახილველად წარუდგენს კონსერვატორიის რექტორს, კონსერვატორიის წესდებით განსაზღვრული წესით დამტკიცების უზრუნველსაყოფად;

ვ) თავიანთი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

ზ) უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თ) აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას;

კ) აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ცენტრის დირექტორის კანდიდატურას;

ლ) მონაწილეობს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის, ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობებისა და სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის წესის შემუშავებაში;

მ) ასრულებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ასევე წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

  1. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობა წარმომადგენლობითი სამეცნიერო თანამდებობაა.
  2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომათა მოწვევის საკითხს და მათ ინტენსივობას განსაზღვრავს თავმჯდომარე. იგი წარმართავს საბჭოს სხდომას. სხდომა ტარდება მხოლოდ ქვორუმის არსებობის შემთხვევაში (წევრთა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტი ანუ 50%-ს +1). ყველა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.
  3. სხდომის ჩატარება აისახება ოქმში, რომელსაც აწარმოებს საბჭოს მდივანი, რომელსაც 4 წლის ვადით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე; სხდომის ოქმს ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი; ოქმები ინახება სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან; ასლი გადაეცემა ცენტრის დირექტორს.

მუხლი 5. ცენტრის დირექტორი

  1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს.
  2. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში ცენტრის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში კონსერვატორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს კონსერვატორიის რექტორ ი. რექტორის მიერ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
  3. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დირექტორის ახალი კანდიდატურა.
  4. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

მუხლი 6. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის შერჩევა და უფლებამოსილებანი

  1. ცენტრის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო პირისგან, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
  2. ცენტრის დირექტორი:

ა) უზრუნველყოფს ცენტრში სამეცნიერო კვლევების ეფექტიანად წარმართვას;

ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია კონსერვატორიის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

გ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ცენტრის ბიუჯეტს, კონსერვატორიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონსერვატორიის წესდებით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

დ) შეიმუშავებს და შესაბამის მართვის ორგანოებს განსახილველად და და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგის პროექტს;

ე) პასუხისმგებელია ცენტრის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის სამეცნიერო ანგარიშის მომზადების საორგანიზაციო ღონისძიებების გატარებას;

ზ) ცენტრის სამეცნიერო საბჭოს და კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ყოველი კალენდარული წლის ბოლოს წარუდგენს ინფორმაციას მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონსერვატორიის შესაბამისი მართვის ორგანოების წინაშე დასვას თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხი;

ი) კონსერვატორიის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში წარმოადგენს ცენტრს მესამე პირთან ურთიერთობაში, დებს ხელშეკრულებებს, კონსერვატორიის შესაბამისი რწმუნების არსებობის შემთხვევაში;

კ) დირექტორი აწესრიგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სიმპოზიუმებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

ლ) ახორციელებს წინამდებარე დებულებითა და კონსერვატორიის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. ცენტრის დირექტორი, როგორც მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, არის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
  2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მის მიერ განსაზღვრული პირი.

მუხლი 7. ცენტრის პერსონალი

  1. ცენტრი შედგება დირექტორის, სამეცნიერო და არასამეცნიერო პერსონალისაგან.
  2. სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნებიანა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; გ) მეცნიერი თანამშრომელი.
  3. ცენტრში გათვალისწინებულია 4 (ოთხი) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, 1 (ერთი) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და 1 (ერთი) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.(ცვლილება შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);
  4. ცენტრის არასამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნებიან უფროსი სპეციალისტები და ცენტრის მრჩეველი.(ცვლილება შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);
  5. ცენტრში გათვალისწინებულია 3 (სამი) უფროსი სპეციალისტისა და 1 (ერთი) ცენტრის მრჩევლის თანამდებობა.(ცვლილება შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);
  6. უფროსი სპეციალისტებისა და ცენტრის მრჩევლის თანამდებობაზე, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ინიშნებიან შესაბამისი პროფილის მქონე პირები.(ცვლილება შესულია აკადემური საბჭოს 16.05.2024 წლის # 19/2024 დადგენილებით და დამტკიცებულია სენატის 2024 წლის 05 ივნისის #9 დადგენილებით);
  7. ცენტრის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია კონსერვატორიის ადმინისტრაციულ, ასევე, დამხმარე თანამდებობასთან.
  8. ცენტრის პერსონალის უფლება-მოვალეობები, ასევე მათი შრომითი ურთიერთობის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, კონსერვატორიის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და კონსერვატორიის სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 8. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის უფლებამოვალეობები

  1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებითან/და შრომითიხელშეკრულებით.
  2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

  1. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) აქტიურად ჩაერთოს ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების მომზადებასა და მუშაობაში.

დ) ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

ე) შეასრულოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები;

ვ) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს ცენტრის ინტერესები და რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე ღონისძიებებში;

ზ) გაუფრთხილდეს ცენტრის რეპუტაციას, ხელი შეუწყოს მისი მიზნების განხორციელებას.

  1. კონსერვატორია/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.
  2. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია მოქმედი კანონმდებლობით და კონსევატორიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევები.

მუხლი 9. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

  1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
  2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 6 წლის ვადით შეუძლია პირს,რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.
  3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება უვადოდ შეუძლია პირს, რომელიც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით.
  4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურიხარისხი.პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.
  1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულია კადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით.
  2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ის დებულებით გათვალისწინებულიწესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
  3. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.

მუხლი 10. ცენტრის არასამეცნიერო პერსონალის უფლება-მოვალეობანი

  1. არასამეცნიერო პერსონალის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
  2. არასამეცნიერო პერსონალის ვალდებულებაა:

ა) უზრუნველყოს ცენტრის ბიბლიოთეკისა და ელექტრონული საშუალებების (ვებგვერდისა და ფეისბუქის) გამართული მუშაობა;

ბ) უზრუნველყოს ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის აუცილებელი მთარგმნელობითი (ბიულეტენის, სიმპოზიუმის ბუკლეტის მასალების, წერილებისა და ა.შ.) და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

მუხლი 11. ცენტრის საქმიანობის შეფასების წესი

კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის შიდა შეფასების წესს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად. შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს.

მუხლი 12. ცენტრის ქონება და საფინანსოსამეურნეოსაქმიანობა

  1. ცენტრის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი 0186, გრიბოედოვის ქუჩა 8/10.
  2. ცენტრი სარგებლობს კონსერვატორიის მიერ ცენტრისთვის გამოყოფილ სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავ-მოძრავი ქონებით და პასუხისმგებელია ამ ქონების მოვლა პატრონობასა და ეფექტიანად (მიზნობრივად) გამოყენებაზე.
  3. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) კონსერვატორიის ბიუჯეტი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი თანხები;

გ) გრანტებით მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) შემოწირულობები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყარო.

  1. ცენტრის საქმიანობით მოზიდული სახსრები გამოიყენება კონსერვატორიისა და ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შემდგომი განვითარებისთვის ან/და პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის.

მუხლი 13. ცენტრის ლიკვიდაცია

  1. ცენტრის ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) ცენტრის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;

ბ) კონსერვატორიის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, როგორც უკვე არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტრუქტურის კონსერვატორიის წესდებასთან და წინამდებარე დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანამდე, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორს და მის თანამშრომლებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება.

მუხლი 15. დასკვნითი დებულებები, ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

  1. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის წესდებით დადგენილი წესით.
  2. წინამდებარე დებულება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.