ICTM-ის მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფი დაფუძნდა 2009 წლის ივლისში ICTM-ის კონფერენციაზე დურბანში, სამხრეთ აფრიკა. მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის პირველი სიმპოზიუმი კი ჩატარდა 2010 წლის 15-21 სექტემბერს, კალიარისა და ბარონიაში (სარდინია, იტალია).
სიმპოზიუმის ორგანიზატორი გახლდათ კალიარის უნივერსიტეტი, ისტორიული, გეოგრაფიული და საშემსრულებლო კვლევების განყოფილება.
თემა: მრავალხმიანი მუსიკა, როგორც მუსიკალური აზროვნების, გამომხატველობითი ქცევისა და ბგერის სპეციფიკური ხერხი.
ქვემოთ იხილეთ სიმპოზიუმის მონაწილეებისა და მოხსენებების სია:
- რუდოლფ მ. ბრენდლი (ავსტრია): “სკოპოსი: ბერძნული ხალხური მუსიკის ტრადიციული კონცეპცია მრავალხმიანი მუსიკის სტანდარტული დეფინიციის წინააღმდეგ”.
- იგნაციო მაკიარელა (იტალია): “მრავალხმიანი მუსიკის შექმნის შესახებ”.
- სუზან ციგლერი (gერმანია): “მრავალხმიანი მუსიკალური პრაქტიკები ისტორიულ პერსპექტივაში: ჩაწერა ნოტირების წინააღმდეგ”.
- გერდა ლეხლაიტნერი (ავსტრია): “მრავალხმიანი მუსიკის ადრეული ხმოვანი ჩანაწერები: კონცეპციები და ისტორიული კონტექსტი”.
- ნონა ლომიძე (ავსტრია/საქართველო): მრავალხმიანი მუსიკის ადრეული ხმოვანი ჩანაწერები: ტრანსკრიპცია და ინტერპრეტაცია”.
- ვასკო ზარა (იტალია): “უსასრულოდ. მრავალხმიანი პრაქტიკები და თეოლოგიური მსჯელობები ახალი ხელოვნების ეპოქაში”.
- მასიმო პრივიტერა (იტალია): “მრავალხმიანობა როგორც ეთსულოვნების სიმბოლო ადრეულ თანამედროვე ევროპაში”.
- როსანა დალმონტე (იტალია): “როგორც წარსულში, დღეს უფრო მეტად მუსიკა უნდა ინტერესდებოდეს ხალხითა და ღმერთით”.
- ჯიროლამო გაროფალო (იტალია): “ისონისა და ორხმიანობის კვალი სიცილიელი არბერეშების ბიზანტიურ გალობაში”.
- იაკშა პრიმორაცი (ხორვატია): “ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერა ხორვატიაში წარსულსა და აწმყოში”.
- ჯუზეპე მასიმო რიცო (იტალია): “სოპელას წრიული ურთიერთქმედება”.
- იოშკო ჩალეტა (ხორვატია): “ოიკანიე – (მრავალხმიანი) მუსიკალური სისტემა დალმაციის რეგიონში; საშემსრულებლო პრაქტიკების სოციალური და ემოციური განზომილებები”.
- ნინო ციციშვილი (ავსტრალია): “ვერბალური გამჭვირვალობა და მუსიკალური ამაღლება ქართული მრავალხმიანი სიმღერის გენდერულ ესთეტიკაში”.
- ალმა ბეიტულაჰუ და ურშა შივიცი (სლოვენია): “შეხვედრა ქართულ მრავალხმიანობასთან: სლოვენიაში ქართული სიმღერის ისტორია, სქესი და ინტერპრეტაცია”.
- ჟოაო სოიერო დე კარვალიო (პორტუგალია/აშშ): “სამხმოვანება, კვლევა და სამკუთხედი: ჰარმონიული მღერა, მოძრაობა და სოციალური სტრუქტურა მოზამბიკში”.
- უგო ფერანი (საფრანგეთი): “მალეს ხალხის მრავალხმიანი ნაწარმოებების კონცეპცია სამხრეთ ეთიოპიაში”.
- იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო): “სოციალური ფაქტორი ტრადიციულ მრავალხმიანობაში; განმარტება. შექმნა და შესრულება”.
- ჟანა პარტლასი (ესტონეთი): “მუსიკალური აზროვნება და ბგერითი რეალიზაცია ვოკალურ ჰეტეროფონიაში. რუსეთ-ბელორუსიის სასაზღვრო რეგიონის საქორწილო სიმღერების მაგალითზე”.
- ჟაკ ბუე (საფრანგეთი): “ჰეტეროფონია არ არის პოლიფონიის ნულოვანი ხარისხი: მაკედონიელი-ბოშა გრამოხტენების მრავალფეროვნება (დობროგეა, რუმინეთი)”.
- ენო კოჩო (დიდი ბრიტანეთი/ალბანეთი): “ისოზე-დაფუძნებული მრავალხმიანი უთანხლებო სასიმღერო სტილები”.
- ჯერალდ მესნერი (ავსტრალია): “მრავალხმიანი ვოკალური ტრადიციებისა და სოციო-კულტურული სტრუქტურების თანაზიარობა”.
- მაურო ბალმა (იტალია): “გალობის სტილი და ცხოვრების სტილი: სინქრონული ცვლილებები ერთ სოფელში ალპები (კონე)”.
- ფულვია კარუზო (იტალია): “მრავალხმიანი სიმღერა ლატერაში (ვიტერბოს პროვინცია): მუსიკალური ქცევა და კუთვნილების შეგრძნება”.
- პაოლო ბრავი (იტალია): “განმეორებისა და ვარიაციის დიალექტიკა სამხრეთ სარდინიის იმპროვიზაციული პეზიის პოლიფონიურ აკომპანიმენტში”.
- ჟან–კრისტოფ მაილარდი (საფრანგეთი): “ცენტრალური პირინეების ტრადიციული რელიგიური მრავალხმიანობები”.
- ირის გაიეტე (ესპანეთი): “ ‘პირინეუს მწუხრის’ დროის ლოგიკა”.
- ხაუმე აიატსი (ესპანეთი): ”რითმი რომელიც მსოფლიოს წესრიგს სთავაზობს. როგორ აშენებენ რიტმული მოდელები პირინეისა და კორსიკის რელიგიური საგალობლების რიტუალურ სივრცეს”.
- ჟან–ჟაკ კასტერე (საფრანგეთი): “მრავალხმიანობის ლექსიკონი და ტრანს-ისტორიული მიდგომა პირენეის გასკონიაში”.
- ანკიცა პეტროვიჩი (ხორვატია): “პოლემიკა ბოსნია-ჰერცეგოვინას ტრადიციული სოფლური სიმღერების ესთეტიკურ აღქმის გარშემო”.
- მილიცა სიმიჩი (სერბია): “მრავალხმიანი ხალხური სიმღერა როგორც სერბული ქალაქური კულტურის ‘ავანგარდული’ მოვლენა”.
- დაივა რაჩიუნაიტე–ვიჩინიენე (ლიტვა): “ლიტვური მრავალხმიანი სუტარტინესის სპეციფიური მახასიათებლები: ჩიტის გალობის მღერა”.
- სებასტიანო პილოსუ (იტალია): “ტენორების სიმღერა და სოფლების წარმომადგენლობა: ორგოლოზოსა და ბორტიგალის შედარება”.
- რობერტო მილედუ (იტალია): “რა არის სწორი? ბოსას (სარდინია) მრავალხმიანი სიმღერის ნოტები”.
- ანდრეა კონჯა (იტალია): “ჰარმონიზაციის პროცესები და ლიდერობა მარუბიუს (სარდინია) მართლმადიდებელი თემის მრავალხმიან სიმღერაში”.
- მარკო ლუტცუ (იტალია): “პოლიფინიური ტრადიციის ხელახალი აღმოჩენა: ნუგედუ სან ნიკოლოს (შარდინია) მაგალითზე”.
- იგნაციო მურრუ (იტალია): “პოეზიის მსახურება. ხმებსა და აკორდეონს შორის ურთიერთობები რეპენტინაში (სარდინიული ზეპირი იმპროვიზაციული პოეზია)”.