სამეცნიერო ფორუმები

საქართველო. 1998



ტრადიციული მრავალხმიანობის კონფერენციების სერია ათი წლის დუმილის შემდეგ კვლავ განახლდა საქართველოში. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (რექტორი მანანა დოიჯაშვილი, პრორექტორი რუსუდან წურწუმია) და იგი ჩატარდა 1998 წლის 15-22 ოქტომბერს. მოხსენებები იმ ენაზე გამოიცა, რომელზეც ავტორებს ჰქონდათ წარმოდგენილი (იხ. წურწუმია, 2000), ასევე გამოიცა აბსტარქტები ალტერნატიულ ენაზე (ინგლისურ ან ქართულ). მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოდან გახლდათ. გამოცემულ კრებულზე დაყრდნობით გთავაზობთ მომხსენებელთა და მათ მოხსენებათა სიას:

1.ქეროლაინ ბითელი, გაერთიანებული სამეფო. ა) “მრავალხმიანობა კორსიკულ ტრადიციულ სტურქტურაში: კონტექსტი: მოტივაცია”. ბ) “კორსიკული ბგერა: ინდივიდუალურობა, ევოლუცია და ტრანსფორმაცია”.

2. თამაზ გაბისონია, საქართველო. “ქართული მრავალხმიანი ფორმების კლასიფიკაცია”.

3.ვლადიმერ გოგოტიშვილი, საქართველო. “ქართული (მეგრული) ლირიკული სიმღერების კილო-ინტონაციური სისტემის დამახასიათებელი თვისებების შესახებ”.

4. მალხაზ ერქვანიძე, საქართველო. “ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ”.

5. ნატო ზუმბაძე, საქართველო. “კოლექტიური მღერის სისტემა ქართველ ქალთა სიმღერებში”.

6. ნინო კალანდაძე-მახარაძე, საქართველო. “ზარი – მრავალხმიანი გლოვა ქართულ ფოლკლორში”.

7. თამარ მესხი, საქართველო. “ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერები”.

8. იოსებ ჟორდანია, ავსტრალია. “კითხვითი ინტონაცია, მეტყველებითი პათოლოგიები და მრავალხმიანობის სხვა საწყისები”.

9. ნინო ფირცხალავა, საქართველო. “იოანე პეტრიწის ესთეტიკა და ქართული სამხმიანი მღერა”.

10. მანანა შილაკაძე, საქართველო. “მრავალხმიანობა და ქართული ინსტრუმენტული მუსიკა”.

11. დავით შუღლიაშვილი, საქართველო. “ქართული გალობის მრავალხმიანობის შესახებ”.

12. ნინო ციციშვილი, ავსტრალია. “ქართლ-კახურ სუფრული და სოლო მრავალხმიანი და ერთხმიან სიმღერებს შორის ნათესაური კავშირების სისტემური შესწავლა”.

13. კუკური (ევსევი) ჭოხონელიძე, საქართველო. “იმპროვიზაციის ხელოვნება და ქართული მრავალხმიანი მუსიკა”.

Share it on