ICTM მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის მე-2 სიმპოზიუმი ჩატარდა ტირანასა და ვლორაში, (ალბანეთი) 2012 წლის 22-29 აპრილს. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: ულისეს ფონდი (ტირანა, ალბანეთი) და Institut für Volksmusikforschung und Ethnomusikologie Universität für Musik und darstellende Kunst Wien, Austria (ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის, ავსტრია).
შეხვედრის თემები გახლდათ: 1. მრავალხმიანი მუსიკის პრაქტიკები როგორც კრეატიული პროცესები. 2. მრავალხმიანი მუსიკა რელიგიურ პრაქტიკაში. 3. პრემირებული მრავალხმიანი მუსიკა.
- არდიან აჰმედაია (ავსტრია/ალბანეთი). “ინტერვალები და ტემბრი სამხრეთ ალბანეთის ადგილობრივ მუსიკალურ პრაქტიკებში”.
- ხაუმე აიატსი (ესპანეთი). “კოლექტიურობის მშენებლობა: დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის პარალელური კვინტით ან კვარტით მრავალხმიან სიმღერაში”.
- მაურო ბალმა (იტალია). “მონოდიიდან პოლიფონიამდე: გენუას ტრალალეროს გამოცდილების შემოქმედებითი გზა”.
- ანდა ბეიტანე (ლატვია). “მრვალხმიანი სიმღერა ლატვიურ ტრადიციულ მუსიკაში: ჯილდოები და ყოველდღიური პრაქტიკა.
- პაოლო ბრავი (იტალია). “მიკრო-კრეატიულობა. ყელისმიერი პაუზები კუდში როგორც სტილისტური მარკერები სარდინიელი ტენორების სიმღერაში”.
- იოსკო ჩალეტა (ხორვატია). “კლაპას სიმღერა და ოიკანიე – ხორვატიული მრავალხმიანი მუსიკალური რეპერტუარის ნიმუშები”.
- ენრიკე კამარა დე ლანდა (ესპანეთი/არგენტინა). “ხალხური მუსიკის აღორძინება არგენტინაში: ვოკალური მელოდიების არანჟირება”.
- ჟან-ჟაკ კასტერე (საფრანგეთი). “კოლექტიური დეტერმინისმი და ინდივიდუალური გამოხატვა პირინეულ მრავალხმიან სიმღერაში”.
- ან კოფრიე (ბელგია). “ქალთა მრავალხმიანობა ჩრდილოეთ პორტუგალიაში. (მინიოსა და ტრას-ოს მონტეს პროვინციები)”.
- ჯიროლამო გაროფალო (იტალია). “სიცილიელი არბერეშების მრავალხმიანი სიმღერა: ბიზანტიურ საგალობლის ისონი და ორხმიანობა პარალიტურგიულ რეპერტუარებში”.
- კრიატინა გირარდინი (იტალია). “ორხმიანი პარალელური სიმღერა რომანიას რეგიონში: აწმყო და წარსული”.
- ურსულა ჰემეტეკი (ავსტრია). “ბოშური სიმღერები როგორც ავსტრიის არამატერიალური კულტურა. ზოგიერთი მოსაზრება კულტურულ პოლიტიკასა და უმცირესობებზე”.
- ლერი ფრენსის ჰილარიანი (სინგაპური). “რისტუალისტური პრაქტიკები სინგაპურის ქალაქურ მრავალხმიან მუსიკალურ კულტურებში”.
- ენო კოჩო (დიდი ბრიტანეთი/ალბანეთი). “ისონი – საერთო კომპონენტი სამხრეთ ალბანურ მრავალხმიან უაკომპანიმენტო სიმღერასა და ბიზანტიურ გალობაში”.
- გერდა ლეჰლაიტნერი (ავსტრია). საპანელო მოხსენება: “შემოქმედებითი პროცესები მრავალხმიანი მუსიკის ქმნადობაში”.
- გერდა ლეჰლაიტნერი (ავსტრია) და ნონა ლომიძე (ავსტრია/საქართველო). “მუსიკის ქმნადობა და პროცესი – კრეატიული ქმედება და აღქმა”.
- ვეი-ია ლინი (ავსტრია/ტაივანი). “ტაოს ხალხის (ტაივანის აბორიგენული ტომი) მრავალხმიანი სიმღერა”.
- ბერნარ-ლორტატ ჟაკობი (საფრანგეთი). საჯარო ლექცია: “სიმღერა და დალევა. ძალიან ცნობილი დუალიზმის ანალიზი”.
- იგნაციო მაკიარელა (იტალია). “მეორადი ზეპირი გადმოცემა და შემოწმედებითი პროცესები მრავალხმიან სიმღერაში”.
- რენატო მორელი (იტალია). ფილმის პრეზენტაცია “ხმები მწვერვალებიდან: სამი დღე პრემანაში”.
- ბოჟენა მუშკალსკა (პოლონეთი): “ხმათა პოლიფონია ებრაულ რელიგიურ ტრადიციებში”.
- იევა პანე (ატვია): “კრეატიულობის განზომილებები მუსიკალური პრაქტიკის დასაწყისში, ფორმაციასა და მოდიფიკაციაში”.
- ჟანა პარტლასი (ესტონეთი): “მუსიკალური კრეატიულობა ‘ტექსტზე-ორიენტირებულ’ სასიმღერო ტრადიციაში: მელოდიური ვარიაციის პროცესი სეტუს მრავალხმიან სიმღერებში”.
- ანკიცა პეტროვიჩი (ხორვატია/აშშ). “მრავალხმიანი საგალობლის ფენომენი მსოფლიო რელიგიებში”.
- რუდოლფ პიეტში (ავსტრია). “მრავალხმიანი მუსიკის განსაკუთრებული გამოჩენა ავსტრიის ხალხურ მუსიკაში”.
- ეკეჰარდ პისტრიკი (გერმანია) და ბლედარ კონდი (ალბანეთი/გერმანია). “ზღვის დაშრობის მოლოდინი’ მიგრაციული სიმღერები ოტრანტოს დაუკრძალავი/დაკრძალული მსხვერპლებისთვის და კოლექტიური გლოვის თავისუფალი ფორმა და გლოვა ლაბერიაში”.
- იაკშა პრიმორაცი (ხორვატია). “გლაგოლიტური სიმღერა: ხორვატიის ადრიატიკის უძველესი გალობის ახალი სიცოცხლე”.
- დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიტვა). “სუტარტინესი, ლიტვური მრავალხმიანი სიმღერები იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში: გამარჯვება და რისკი”.
- ნიკოლა სკალდაფერი (იტალია). “მრავალხმიანი სიმღერა ლოკალური იდენტობის მარკერი. ალბერეშების სოფლის ნიმუშები სამხრეთ იტალიიდან”.
- ლაქსმი გ. ტევარი (აშშ). “ბირაჰა: “ინდური ხალხური ჟანრი ტრინიდადსა და ტობაგოში”.
- სუზან ციგლერი (გერმანია). “ქართული საეკლესიო გალობა და მისი აღდგენა”.