მრავალხმიანობის კერები

სერბეთი



სერბეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ეთგვაროვან (მრავალხმიან) მუსიკალურ კულტურას წარმოადგენს. ერთადერთ რაიონი, სადაც მრავალხმიანობა არ ყოფილა დაფიქსირებული, არის სერბეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და კოსოვო (ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყანა).

სერბეთში გამოიყოფა მრავალხმიანი სიმღერის ორი მთავარი სტილი: აღმოსავლური და დასავლური. მათ შორის განსხვავება გამოისახება მთავარი მელოდიის მდებარეობაში და მის თანხლებაში. აღმოსავლეთ სერბეთის მრავალხმიანობა ახლოსაა ბულგარულ და მაკედონურ სტილთან. მას ახასიათებს დაბალ ხმაში ბურდონი და მჭახე სეკუნდური თანხმოვანებები. აქ დაფიქსირებულია ორხმიანობა. სიმღერები ყოველთვის სრულდება სოლისტისა და ჯგუფური ბანების მიერ. სოლისტი ყოველთვის იწყებს სიმღერას, ხოლო ბურდონული ჯგუფი მას შემდეგ უერთდება. მელოდიას მცირე დიაპაზონი გააჩნია (ტერცია ან კვარტა). ბანი უსიტყვოა (“აა”-ზე იმღერება ), რიტმი თავისუფალია.სერბული სიმღერები იმღერება ღია ხმით, დაძაბული ბგერით და სავსეა აშკარად გამოკვეთილი დისონირებული ინტერვალებით.

განსხვავებით აღმოსავლეთ სერბეთისგან, დასავლეთ სერბეთში მრავალხმიანობაში ბანიც და ზედა ხმის მელოდიაც ერთნაირად მოძრავი და აქტიურია, ამიტომ მათი დაყოფა მთავარ და მეორეხარისხოვან პარტიებად ძნელდება. ეს სტილი ენათესავება ბალკანური პოლიფონიის ზოგიერთ სტილს (მაგ: ალბანურს). შესრულების მანერა უახლოვდება ჰეტეროფონიულს. მასში ერთდროულად ჟღერს ქრომატიული და დიატონური ბგერები. სერბულ მუსიკაში ხშირია პარალელური ტერციების გამოყენება და კადანსირება კვინტაში. ამ დროს ბანი აკეთებს ნახტომს კვარტით ქვემოთ ტონიკაში.

Share it on