მრავალხმიანობის კერები

ჩერნოგორია



ჩერნოგორია (მონტენეგრო) არის პატარა მთიანი ქვეყანა, პოლიტიკურად სერბიის ნაწილია. მისი ტრადიციული მუსიკა ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი ბალკანეთის ხალხების მუსიკალურ კულტურათა შორის. ჩერნოგორიაში ეთნომუსიკოლოგები გამოყოფენ ოთხ რეგიონალურ მუსიკალურ სტილს. ეს არის ძირითადად მონოდიური (სოლო) მუსიკალური ტრადიციების ქვეყანა. ვოკალური მრავალხმიანობა დაფიქსირებულია მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში – ჰერცოგოვინას საზღვარზე. იმ ადგილას საზღვრის ორივე მხარეს მრავალხმიანობის “ბალკანური” სტილია დაფიქსირებული, რომელიც დაფუძნებულია ბურდონის ფართო გამოყენებასა და ხმებს შორის სეკუნდურ კოორდინაციაზე. მრავალხმიანობა გვხვდება მწყემსებთან, საქორწილო სიმღერებში, მალესის მთიანი რაიონის ალბანელ ემიგრანტებთან (ალბანურ-ჩერნიგორის საზღვარზე).

Share it on