მეცნიერები

დავით შუღლიაშვილი



დაბ. 28. 02. 1964. მუსიკოლოგიის დოქტორი. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“. მუშაობს კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრაზე, არის საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი, ანჩისხატის გუნდის მგალობელი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ქართული საეკლესიო გალობა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართული სამგალობლო სკოლების ტრადიციის, გალობის მრავალხმიანობის შესახებ. გამოსაცემად მოამზადა საგალობელთა და ხალხურ სიმღერათა კრებულები. მონაწილეობს ექსპედიციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

შუღლიაშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული გალობის შტოთა ერთიანობის შესახებ. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 122-171. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)

ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის. (1991). ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, # 9-10: 108-112 (ქართულ ენაზე) ქართული გალობის მრავალხმიანობის შესახებ. (2000). კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები: 171-180. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

ქართული გალობის უნისონური “მრავალხმიანობა”. (2001). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ რედ.). სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები. ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები: 101-118. თბილისი: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

ქართული საეკლესიო გალობა. ტრადიცია და თანამედროვეობა. (2002). XII Ежегодная Конференция Православного Свято-Тихоновского Богословского института. Москва.

ქართული გალობის სკოლები და ტრადიციები. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 427-441. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის შესახებ. (2005). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 383-393. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

რვა ხმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში. (2007). კრებულში: ანდრიაძე, მანანა, ონიანი, ეკატერინე და სხვები (სარედ. ჯგუფი). სასულიერო მუსიკა (სერიიდან მუსიკისმცოდნეობის საკითხები): 5-21. თბილისი: ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

“შესვლადი” ქართულ საეკლესიო გალობაში. (2008). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 469-484. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

არატიპური ელემენტები ქართულ ხალხურ სიმღერაში. (2008). მოხსენება ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე (იბეჭდება)

Similarities and Differences in the Georgian Chant School Traditionc Theory and Practice (2011). Proceedings of the Fourth International Conference on Ortodox Church Music University of Joensuu Finland.

ოთარ ჩიჯავაძის მიერ დატოვებული ერთი ხელნაწერის შესახებ (წიგნში: ოთარ ჩიჯავაძე 90) (2011). ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი.

საგალობლები სანოტო ხელნაწერთა არქივიდან, სვეტიცხოვლის სკოლა, (თანაავტორი ზ. წერეთელი) (2012). ტ.I, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, თბილისი.

ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი, წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სანოტო ხელნაწერების მიხედვით (თანაავტორები: ვ. გვახარია, ნ. რაზმაძე), თბილისი, 2013.

ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრი, თბილისი, 2014.

Share it on