მეცნიერები

ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე



13. 07. 1940 (თბილისი) – 12. 03. 2004 (თბილისი). ეთნომუსიკოლოგი 1976-2004 წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების კათედრის გამგე, პროფესორი. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფოლკლორული ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაციის – CIOF-ის საქართველოს ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი. 60-იან წლებში ანსამბლ “გორდელას” ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.
ჭოხონელიძის ძირითადი ნაშრომები:
დიატონურ კილოთა საკითხებისათვის ქართულ ხალხურ მუსიკაში. (1973). შრომების კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე; თუმანიშვილი, ქეთევან და სხვანი (რედკოლეგია). გვ. 127-143. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)
ქართული ხალხური სიმღერის კილოური საფუძვლების შესახებ. (1983). კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე, (პ/მ. რედ). ქართული ხალხური მუსიკის კილო, მელოდიკა და რიტმი. სამეცნიერო შრომები: გვ. 3-30. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რუსული რეზიუმეთი).
კილოს ჩასახვისა და განვითარების პრობლემა ქართულ ხალხურ მუსიკაში. (1984). (რედ.). შრომების კრებული. X გამოც. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე).
ხმათა კოორდინაციისა და ჰარმონიის ზოგიერთი თავისებურება ქართულ ხალხურ მრავალხმიან (პოლიფონიურ) მუსიკაში. (1988). კრებულში: გაბუნია, ნოდარ; წურწუმია, რუსუდან და სხვანი (რედკოლეგია). ქართული მუსიკის პოლიფონიის საკითხები: გვ. 29-42. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე).
Tschochonelidse, Evsevi. (1988). Das Wesen der georgischen polyphonen Volksmusik. Zeitschrift “Georgica”. Veröffentlichung der Friedrich-Schiller Universität Jena und der Staatlichen Georgischen Universität Tbilissi. Vorsitzende des Redaktionskollegiums: Fähnrich, Heinz (Jena) und Lortkipanidse, Mariam (Tbilissi). Heft 11 (S. 63-66) (გერმანულ ენაზე)
იმპროვიზაციის ხელოვნება და ქართული პოლიფონიური მუსიკა. (2000). კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები. გვ. 195-207. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).
კილოს ცნების ზოგიერთი ისტორიული და თეორიული ასპექტის შესახებ. (2001). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ რედ.). სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები. ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებები. გვ. 304-315. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).
ქართულ მუსიკალურ-ესთეტიკურ აზროვნებაში თვისებრივი გარდატეხის ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. გვ. 99-108. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
ქართული ხალხური მუსიკა. სამეგრელო. (2003). I ტომი. ჭოხონელიძე, კუკური (შემდგენელი). თბილისი: ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
მეგრული მუსიკალური დიალექტი. (2004). სამეცნიერო შრომების II კრებულში: ჟღენტი, თემურ (მთავარი რედ.). თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი: 256-265. თბილისი: მეცნიერება

Share it on