გამოცემები

აჭარული ხალხური სიმღერები – სანოტო კრებული სასწავლო აუდიოდისკით



კრებული „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“ ამჯერად, აჭარული სიმღერების შესწავლას გთავაზობთ. წიგნი სერიის მეორე გამოცემაა. ესაა სანოტო კრებული სასწავლო მიზნით შესრულებული აუდიოჩანაწერების კომპაქტდისკით, გამოცემა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მუსიკოსებისათვის. სიმღერებს ასრულებენ ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლები, „მოყვარე“ და „ელესა“.

კრებულში შესული აუდიომასალა ჩაწერილია 2019 წელს ქართულ-გერმანული ექსპედიციის ფარგლებში გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიის „ქართული გალობა“ მიერ. ერთობლივ ექსპედიციაში გერმანულ მხარეს წარმოადგენდა პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკ შერბაუმი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე (გერმანია, პოტსდამის უნივერსიტეტი), რომლებიც, „გერმანული კვლევების ფონდის“ (German Research Foundation) დაფინანსებით, ერლანგენის უნივერსიტეტთან ერთად ახორცილებენ სამწლიან პროექტს (2019-2021) „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“ (Computa-tional Analysis of Traditional Georgian Vocal Music). ექსპედიციის ქართულ მხარეს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“.

სერიის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – ანზორ ერქომაიშვილი
რედაქტორი – რუსუდან წურწუმია
პროექტის ხელმძღვანელი და წიგნის შემდგენელი – ნინო რაზმაძე

აუდიომასალა გაშიფრა და სანოტო ტექსტის ელ. ვერსია მოამზადა ლევან ვეშაპიძემ
მუსიკალური მასალის რედაქტორი – ნინო რაზმაძე
შესავლის ტექსტის და ანოტაციების რედაქტორი – ნანა ვალიშვილი
მთარგმნელი – ერიკ ჰალვერსონი
დიზაინერი – დავით ჯამრიშვილი
დამკაბადონებელი – ნინო რაზმაძე

კომპაქტდისკები გამოსაცემად მომზადდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ხმის ჩამწერ სტუდიაში „ქართული გალობა“

ხმის რეჟისორები: გიორგი ჯოლბორდი, ვახტანგ ცეცხლაძე

© საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ / Georgian Chanting Foundation
© თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი / The International Research Center for Traditional
Polyphony of V. Sarajishvili Tbilisi State Conservatoire
© კულტურა მომავლისათვის / Culture for the Future
ანსამბლი „ელესა“ / Ensemble ELESA
ანსამბლი „მოყვარე“ / Ensemble MOQVARE

გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.

აუდიომასალა იხილეთ აქ.

 

 

Share it on