სიახლეები

პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“



Photo-Slovakia
Erasmus + პროგრამით ხორციელდება პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“, რომელშიც ერთიანდებიან 6 ქვეყანის წარმომადგენლობა (გუდასტვირზე შემსრულებლები, ოსტატები და მკვლევრები). პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.
პროექტის ფარგლებში მრავალხმიანობის კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა და მეჭიბონე მურად თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღეს სლოვაკეთში გამართულ ტრენინგ-ღონისძიებებში. პროექტის მონაწილეები ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან (საქართველო, ხორვატია, ესპანეთი, იტალია, ბელორუსია და ლატვია) გაეცნენ სლოვაკურ გუდასტვირსა და სლოვაკეთში გავრცელებულ სხვა ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ასევე ტრენინგ-შეხვედრები ეხებოდა არამატერიალურ და მატერიალური კულტურულ მემკვიდრეობას. პროექტის ფარგლებში შევხვდით ტრადიციული ინსტრუმენტების ოსტატებს, გავეცანით სლოვაკური გუდასტვირის დამზადების ტექნოლოგიასა და მასზე შესრულების ტრადიციებს.
პროექტი გრძელდება, რაც გულისხმობს ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვიზიტს, გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციის ხელშეწყობას. პროექტის ბოლო ვიზიტი ესპანეთში, მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.
პროექტის პარტნიორები არიან:
სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი)
იხილეთ ბუკლეტი
Share it on