წინამდებარე ორენოვანი გამოცემა ეძღვნება ვალერიან მაღრაძის 1960–1980-იანი წლების მესხურ საექსპედიციო მასალას, რომელიც დღემდე გამოუკვლევი და გამოუქვეყნებელი გახლდათ. განუზომელია მისი წვლილი მესხური მუსიკალური მემკვიდრეობის შესწავლაში – რომ არა მაღრაძის თავდაუზოგავი შრომა, ჩვენ არ გვექნებოდა შესაძლებლობა გავცნობოდით ხალხის კულტურულ მეხსიერებაში შემონახულ და აქ წარმოდგენილ აუდიონიმუშებს, რომელთაც განსაკუთრებული მხატვრული და საშემსრულებლო ღირებულება გააჩნიათ.
გამოცემაში, რომლის მიზანია ამ უნიკალური საექსპედიციო მასალის სამეცნიერო და საშემსრულებლო მიმოქცევაში დაბრუნება, შესულია საარქივო მასალიდან გადარჩეული 340 აუდიონიმუში.
პროექტი განხორციელდა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, შპს კავკასიის უნივერსიტეტს, შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტსა (სეუ) და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კონსერვატორიაში დაცული უნიკალური ფოლკლორული საარქივო ჩანაწერების გამოცემას. წინამდებარე გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია შპს კავკასიის უნივერსიტეტი და შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ).
შემდგენლები: ვიქტორია სამსონაძე და ბაია ჟუჟუნაძე
რედაქტორი: რუსუდან წურწუმია
გამოცემაზე მუშაობდნენ: ნიკოლოზ ზაზაშვილი, ნინო რაზმაძე, ანა ლოლაშვილი
ფოტომასალა დაამუშავა: ლელი ბლაგონრავოვამ
თარგმანი: ერიკ ჰალვორსონი
დიზაინერი: სანდრო ჩხაიძე
აუდიოჩანაწერები მომზადდა გალობის უნივერსიტეტის სტუდიაში „ქართული გალობა“
ხმის რეჟისორები: გიორგი ჯოლბორდი, ნატალია მაისურაძე
გამოცემის კოორდინატორები: ნინო რაზმაძე, ნინი ქუთელია