გამოცემები

SHAVI KDA


წინამდებარე ორენოვანი გამოცემა ეძღვნება ვალერიან მაღრაძის 1960–1980-იანი წლების მესხურ საექსპედიციო მასალას, რომელიც დღემდე გამოუკვლევი და გამოუქვეყნებელი გახლდათ. განუზომელია მისი წვლილი მესხური მუსიკალური მემკვიდრეობის შესწავლაში – რომ არა მაღრაძის თავდაუზოგავი შრომა, ჩვენ არ გვექნებოდა შესაძლებლობა გავცნობოდით ხალხის კულტურულ მეხსიერებაში შემონახულ და აქ წარმოდგენილ აუდიონიმუშებს, რომელთაც განსაკუთრებული მხატვრული და საშემსრულებლო ღირებულება გააჩნიათ.

გამოცემაში, რომლის მიზანია ამ უნიკალური საექსპედიციო მასალის სამეცნიერო და საშემსრულებლო მიმოქცევაში დაბრუნება, შესულია საარქივო მასალიდან გადარჩეული 340 აუდიონიმუში.

პროექტი განხორციელდა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, შპს კავკასიის უნივერსიტეტს, შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტსა (სეუ) და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2020 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კონსერვატორიაში დაცული უნიკალური ფოლკლორული საარქივო ჩანაწერების გამოცემას. წინამდებარე გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია შპს კავკასიის უნივერსიტეტი და შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ).

შემდგენლები: ვიქტორია სამსონაძე და ბაია ჟუჟუნაძე

რედაქტორი: რუსუდან წურწუმია

გამოცემაზე მუშაობდნენ: ნიკოლოზ ზაზაშვილი, ნინო რაზმაძე, ანა ლოლაშვილი

ფოტომასალა დაამუშავა: ლელი ბლაგონრავოვამ

თარგმანი: ერიკ ჰალვორსონი

დიზაინერი: სანდრო ჩხაიძე

აუდიოჩანაწერები მომზადდა გალობის უნივერსიტეტის სტუდიაში „ქართული გალობა“

ხმის რეჟისორები: გიორგი ჯოლბორდი, ნატალია მაისურაძე

გამოცემის კოორდინატორები: ნინო რაზმაძე, ნინი ქუთელია

 

Erkomaishvili - Copy


გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“  პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.

Read More



წინამდებარე ორენოვანი კრებული შეიქმნა იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამით“ (2020-2021), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის
საერთაშორისო ცენტრის მიერ შესრულებული პროექტის ფარგლებში. იდეა ეკუთვნის თეონა ლომსაძეს, რომელიც ფოლკლორის განახლების პრობლემას იკვლევს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. მისი ჩანაფიქრით, პროექტს უნდა წარმოედგინა ევროპის მასშტაბით იუნესკოს მიერ აღიარებული სასიმღერო პრაქტიკები და მათ მაგალითზე ეჩვენებინა, რა როლს ასრულებდნენ ისინი ქალთა ლიბერალიზაციის თანამედროვე პროცესებში. მათგან შეირჩა ის პრაქტიკები, რომლებშიც ქალთა რეპერტუარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – ბულგარული, ესტონური, ლიეტუვური, პორტუგალიური და ქართული.
კრებულში წარმოდგენილია 13 ქალი ავტორის სტატიები.

კრებული გამოიცა UNESCO-ს 2020-2021 წლების „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

პროექტის ხელმძღვანელი და კრებულის შემდგენელი: თეონა ლომსაძე
პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე
რედაქტორი: რუსუდან წურწუმია
ინგლისურენოვანი ტექსტების კორექტურაზე მუშაობდნენ: ლორენ ნინოშვილი, ბრაიან ფეარლი

მთარგმნელები: მარინა დეკრისტოფორო, მარიკა ნადარეიშვილი, ბაია ჟუჟუნაძე,
ნანა მჟავანაძე
დიზაინერი: სანდრო ჩხაიძე
ხმის ინჟინერი: გიორგი ჯოლბორდი

გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.

დანართი და აუდიომასალა იხილეთ აქ.

 

 

3


გამოიცა „ამერიკული ეთნომუსიკოლოგიის მამად“ წოდებული ამერიკელი მკვლევრის, ბრუნო ნეტლის წიგნის “The Study of Ethnomusicology: Thirty-Three Discussions” (მესამე გამოცემა, 2015, ილინოისის უნივერსიტეტი) ქართული თარგმანი! იგი მსოფლიოში აღიარებული სამაგიდო წიგნია ეთნომუსიკოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და ევროპაში იგი აუცილებელი ლიტერატურის სიაშია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა საფეხურზე ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ნაშრომის ღირებულებასა და მნიშვნელობას მასში განხილულ საკითხთა ფართო წრე და თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ასახვა განსაზღვრავს.
წიგნი ქართულად ითარგმნა ავტორისა და გამომცემელი უნივერსიტეტის თავაზიანი ნებართვით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პროექტის ფარგლებში თარგმნის პროცესი სამი წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა, წინამდებარე წიგნი კი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [#SP-21-870].

 

რედაქტორი – რუსუდან წურწუმია.

მთარგმნელები: მარიკა ნადარეიშვილი (წინასიტყვაობა, 1, 6, 7, 12, 13 თავები), თამარ ჩხეიძე (2, 5 თავები), ნანა შარიქაძე (8, 26 თავები), მარინა ამბოკაძე (9–11, 14–25, 27–33 თავები).

პროექტის კოორდინატორი – ნინო რაზმაძე.

 

ელექტრონული წიგნი.

 



ქართული საეკლესიო მუს. ისტორია-გარეკანი (3)

მაგდა სუხიაშვილის წიგნში „ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია. ლექციები“ გაშუქებულია ქართული სამგალობლო ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხები. ვინაიდან ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიის არც სახელმძღვანელო და არც ლექციების კურსი დღემდე არ გამოცემულა, წიგნი სტუდენტთა სასწავლო რესურსით უზრუნველყოფის პირველი ცდაა. იგი ასახავს ავტორის თითქმის ორი ათეული წლის პედაგოგიური მოღვაწეობით დაგროვილ გამოცდილებას.

Read More

Rusudan Turtsumia. Kartuli Musikis Istoria_Page_001


Rusudan Turtsumia. Kartuli Musikis Istoria_Page_001

რუსუდან წურწუმიას წიგნი „ქართული მუსიკის ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“ იძლევა ცოდნას ეროვნული მუსიკის თვითმყოფადობის იმ სათავეების შესახებ, რომელთაც შესაძლებელი გახადეს ახალ ქართულ პროფესიულ მუსიკას გაეკეთებინა უზარმაზარი ნახტომი, ერთი საუკუნის მანძილზე საფუძვლიანად აეთვისებინა მსოფლიო მუსიკალური კულტურის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და XX საუკუნეში შეექმნა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ორიგინალური ქართული საკომპოზიტორო მუსიკა.
ნაშრომი განკუთვნილია ქართული მუსიკალური კულტურის სპეციალისტებისათვის, დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისათვის.

წიგნის ელექტრონული ვერსია.



კრებული „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“ ამჯერად, აჭარული სიმღერების შესწავლას გთავაზობთ. წიგნი სერიის მეორე გამოცემაა. ესაა სანოტო კრებული სასწავლო მიზნით შესრულებული აუდიოჩანაწერების კომპაქტდისკით, გამოცემა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მუსიკოსებისათვის. სიმღერებს ასრულებენ ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლები, „მოყვარე“ და „ელესა“.

Read More



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).

Read More



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

Read More



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „გრიმო და ქართული სიმღერა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

Read More