2006-2008 წლებში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ვენის ფონოგრამარქივის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი “ხმები წარსულიდან _ ცვილის ლილვაკების კოლექციის გადატანა ციფრულ მატარებელზე”, რომლის ფარგლებში 2005 წელს თბილისს ორჯერ ესტუმრა ვენის ფონოგრამარქივის თანამშრომელი ბ-ნი ფრანც ლეხლაიტნერი და 1923-1952 წლებში ფონოგრაფით ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერები საკუთარი აპარატით ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. შედეგად, გამოიცა კატალოგი და 16 აუდიოდისკი სამ ეტაპად (2006, 2007, 2008). ჩანაწერები მინიმალურადაა კომპიუტერულად დამუშავებული, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული მისი პირველადი ჟღერადობა, რაც ზრდის გამოცემის სამეცნიერო ღირებულებას და მას, ფაქტობრივად, დედნის მნიშვნელობას ანიჭებს.