გამოცემები

cover


2010 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომების ინგლისურენოვანი კრებული `ექო საქართველოდან: ჩვიდმეტი არგუმენტი ქართული მრავალხმიანობის შესახებ” (Echoes from Georgia: Seventeen Arguments on Georgian polyphony). პროექტი განხორციელდა ამერიკული გამომცემლობის Nova Science Publishers-ის მხარდაჭერით, გამომცემლობის პრეზიდენტის ბ-ნ ფრენკ კოლუმბუსისა და ვიცეპრეზიდენტის, ქ-ნ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც ქართველი ეთნომუსიკოლოგები მათ მიმართ უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ.

Read More



2006-2008 წლებში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ვენის ფონოგრამარქივის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი “ხმები წარსულიდან _ ცვილის ლილვაკების კოლექციის გადატანა ციფრულ მატარებელზე”, რომლის ფარგლებში 2005 წელს თბილისს ორჯერ ესტუმრა ვენის ფონოგრამარქივის თანამშრომელი ბ-ნი ფრანც ლეხლაიტნერი და 1923-1952 წლებში ფონოგრაფით ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერები საკუთარი აპარატით ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. შედეგად, გამოიცა კატალოგი და 16 აუდიოდისკი სამ ეტაპად (2006, 2007, 2008). ჩანაწერები მინიმალურადაა კომპიუტერულად დამუშავებული, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული მისი პირველადი ჟღერადობა,  რაც ზრდის  გამოცემის სამეცნიერო ღირებულებას და მას, ფაქტობრივად, დედნის  მნიშვნელობას ანიჭებს.

Read More



ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ეს გამოცემა ქართული ეთნომუსიკოლოგიის 100-წლიანი და კონსერვატორიის არსებობის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების პირველი სახელმძღვანელოა. 2005 წელს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გამოცემული ეს სახელმძღვანელო, პირველ რიგში, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი. მასში მოცემულია ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არსებული ყველა ძირითადი საკითხი, სათითაოდაა მიმოხილული ქართული მუსიკალურ-ფოლკლორული დიალექტები. თეორიულ საკითხებს ერთვის ახლადგაშიფრული 60 სიმღერა და მისი იდენტური ორი მუსიკალური CD. სახელმძღვანელო შედგენილია თამარ მესხისა და თამაზ გაბისონიას მიერ. გამოცემის პასუხისმგებელი რედაქტორია რუსუდან წურწუმია.

IMG_9841 - Copy


2005 წელს ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „იუნესკოს“ მხარდაჭერით გამოსცა კრებული „ესეები ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში“ (Essays on Georgian Ethnomusicology) ინგლისურ ენაზე. მისი გამოცემის მიზანი იყო უცხოელი მკითხველისთვის ქართული მუსიკალური ფოლკლორის, მისი დიალექტების, მრავალხმიანობის ფორმებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება. კრებულში შესულია ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „ქართული ხალხური მუსიკა“ და სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ნაშრომები (ალექსანდრე კამბაკურ-ორბელიანი, ივანე ჯავახიშვილი, შალვა ასლანიშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, გრიგოლ ჩხიკვაძე), რომლებიც ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ჩასახვისა და განვითარების გზას ასახავენ.

IMG_9845


2003 წელს გამოცემულ აუდიოდისკში წარმოდგენილია  ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტის არქივში დაცული 1952 წლის კახეთის ექსპედიციის მასალები. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (ხელმძღვანელი), ოთარ ჩიჯავაძე, ედუარდ სავიცკი, თემურ ერისთავი, კახი როსებაშვილი და ალექსანდრე ბუკია.

Read More

978-3-659-48841-2-full (1)


რუკები და მუსიკალური მაგალითები წიგნისათვის Choral Singing in Human Culture and Evolution

მსოფლიოში მრავალხმიანობის გავრცელების აქ წარმოდგენილი რუკები და მუსიკალური მაგალითები სხვადასხვა მრავალხმიანი კულტურებიდან არის დამხმარე მასალა იოსებ ჟორდანიას 2015 წელს ინგლისურ ენაზე გამოსული წიგნისა “მრავალხმიანი სიმღერა ადამიანთა კულტურასა და ევოლუციაში” (“Choral Singing in Human Culture and Evolution”).

იგი გამოცემულია ლამბერტის აკადემიურ გამომცემლობაში, საარბრიუკენში, (გერმანია) და წარმოადგენს ამავე ავტორის 2006 წელს გამოსული წიგნის “ვინ დასვა პირველი შეკითხვა? საგუნდო მრავალხმიანობის, აზროვნების, ენისა და მეტყველების გენეზისის საკითხი” მეორე, რედაქტირებულ და შევსებულ გამოცემას.

ვებგვერდზე წარმოდგენილიდან 15 რუკა ეძღვნება მსოფლიოში მრავალხმიანობის სხვადასხვა სტილის, ხოლო 1 – ენაბლუობის გავრცელებას. ასევე, აქ განთავსებულია მსოფლიოს სხვადახვა მრავალხმიანი კულტურის 49 ხმიერი მაგალითი.

Read More



ქართული ხალხური მრავალხმიანობა1
 ერნსტ ემსჰაიმერი2   

მუსიკის ისტორიის კვლევა და ეთნომუსიკოლოგია როგორც წესი განიხილება როგორც ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კვლევითი სფეროები. ეჭვს გარეშეა, რომ ასეთი დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, თუ როგორ არის წარმოდგენილი მასალა, რასაც ეყრდნობიან ამ დარგების მკვლევარები. მუსიკის ისტორიული კვლევა ეყრდნობა, როგორც ვიცით, მუსკალური ფაქტების დიდ კორპუსს, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ნოტირებული ჩანაწერების სახით, და შესაბამისად, არსებობს მეტ-ნაკლებად კონკრეტული ფომით. რაც შეეხება არაევროპულ მუსიკას და ევროპულ ხალხურ მუსიკას, ისინი, როგორც წესი, ეყდნობიან ზეპირ გადაცემას. სხვას რომ თავი დავანებოთ, როგორც ეს რობერტ ლახმანმა აღნიშნა საკმაოდ ზუსტად, ეს უკანასკნელი (ხალხური მუსიკა) ყველა ჩვენგანისათვის არც კი არსებობს. იმისათვის, რომ ხალხურმა მუსიკამ ჩვენამდე მოაღწიოს, იგი ჯერ გადაყვანილ უნდა იქნას ჩვენთვის ხელშესახებ ფორმაში, ანუ “ითარგმნოს” აუდიო ჩანაწერების, ან სანოტო ტრანკრიპციების სახით, რის შედეგადაც ეს მასალა სცილდება თავისი ბუნებრივი (ზეპირსიტყვიერი) არსებობის ფორმას. ეს აშკარად ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმ განხეთქილებისა, რომელიც არსებობს მუსიკის ისტორიასა და ეთნომუსიკოლოგიას შორის, და ესაა მიზეზი, რომ მათ აქვთ ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზნები, პრობლემათა წრე და მეთოდები.

Read More



მრავალხმიანობა ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელთა მუსიკაში1

(ეს სტატია დაიბეჭდა 1961 წელს, ჟურნალის Musical Quarterly-ის 47-ე ნომერში, გვერდები: 354-362)

უკვე ფაქტიურად ყველას მიერ არის გაზიარებული აზრი, რომ ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელთა მუსიკა ერთხმიანია. არა მგონია რომ რომელიმე მუსიკოლოგი არ დაეთანხმოს ამ აზრს, ყოველ შემთხვევაში ზოგადად გამოთქმულს მაინც. მიუხედავად ამისა, მაგალითად, ჰელენ რობერტსმა თავის 1936 წელს გამოსულ ნაშრომში გააკრიტიკა საკუთარი თავი იმისათვის, რომ ადრე მეტისმეტად პირდაპირ და უკრიტიკოდ იღებდა ამ აზრს2. რამოდენიმე მეცნიერულ ნაშრომში არის მოხსენიებული მრავალხმიანობის არსებობის ფაქტი ამერიკელ ინდიელთა მუსიკაში, თუმცა მათი ავტორები გამუდმებით უჩივიან ჩანაწერებისა და გამოქვეყნებული ტრანსკრიბციების სიმცირეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ინდიელთა მრავალხმიანობა, თუკი ის ნადვილად არსებობს (ან ოდესმე არსებობდა) ყოველთვის წარმოადგენდა ძალიან ძნელად მოსახელთებელ ფენომენს, თუმცა, თუკი არსებულ წყაროებს თავს მოვუყრით და დავახარისხებთ, ნათელ და ისტორიულად საკმაოდ მწყობრ ზოგად სურათს მივიღებთ.

Read More