სამეცნიერო ფორუმები

Webp.net-compress-image


2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.

Read More



ამ განყოფილებაში დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ცოტაოდენ ინფორმაციას ტრადიციული ვოკალური მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების შესახებ. ცხადია, ჩატარებულ ურიცხვ ეთნომუსიკოლოგიურ კონფერენციებზე უამრავი მოხსენება მოგროვდა, რომელიც განიხილავდა ტრადიცული მრავალხმიანობის სხვადასხვა ასპექტს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ იმ სამეცნიერო შეხვედრებს შევეხებით, რომელნიც მთლიანად ტრადიციულ მრავალხმიანობას მიეძღვნა. ყველა ქვემოთ განხილული სამეცნიერო შეხვედრა საერთაშორისო გახლდათ.

როგორც ვიცით, ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ჩატარება 1960-იანი წლებიდან დაიწყო, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული და მას შემდეგ მათ მეტად ფართო გავრცელება ჰპოვეს. ამ სტატიაში შევეხებით მხოლოდ კონფერენციების სახელწოდებებს, მათი ჩატარების ადგილებს, დროს, საორგანიზაცო ჯგუფებს, მონაწილეთა სახელებს და მათი მოხსენებების სათაურებს. ზოგიერთი კონფერენციისა და სიმპოზიუმის მასალა მხოლოდ მოკლე, ზოგი უფრო ვრცელი (2-4 გვერდამდე) აბსტრაქტის სახით გამოიცა, ნაწილი კი მთლიანად დაიბეჭდა (ერთ ან მეტ ენაზე).

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამგვარი შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი ჩატარდა აფრიკაში (სიმბოლური, ყველაზე პირველი – 1966 წელს), კიდევ ერთი კი – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (2002 წელს). ამ კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების უმრავლესობა ევროპაში შედგა. ტრადიცული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი მსგავსი სამეცნიერო შეხვედრა არ ჩატარებულა არც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში და არც ავსტრალიაში. სამეცნიერო შეხვედრები მოცემულ სტატიაში ქრონოლოგიურად არის განხილული.



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2016 წლის 26 – 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.

მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობდა 49 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 22 ქვეყნიდან, ამათგან 15 მეცნიერი საქართველოდან. სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებული ხიბლი შეძინა ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დიდ დარბაზში, რუსთაველის თეატრისა და კონსერვატორიის მცირე დარბაზებში გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი CONCORDU LUSSURZESU.

სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნა რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი – წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და მრავალაჟამიერი: მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი – სუფრული სიმღერები კახეთში.

 



 

2016 წლის 4-7 ივლისს, სინგაპურში გაიმართა ICTM-ის მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის მე-4 სიმპოზიუმი. 

საპროგრამო კომიტეტი წევრები: არდიან აჰმედაია (ავსტრია), საერთაშორისო თავჯდომარე: ლარი ფრანსის ჰილარიანი (სინგაპური), იგნაციო მაკიარელა (იტალია), ჟანა პარტლასი (ესტონეთი)

Read More

13548862_999291503453046_835549553_o


ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2014 წლის 22-26 სექტემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონფერენციის პარალელურად, სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული მუსიკის კონცერტების სერია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2015 წელს ორ  – ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები.  რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2015).



2013 წლის 12-16 სექტემბერს,  ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ICTM-ის მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის მე-3 სიმპოზიუმი. ადგილობრივი ორგანიზატორი გახლდნენ: მუსიკოლოგიის ინსტიტუტი, ჰუმანიტარული კვლევის ცენტრი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია.

თემები:

  1. სამეცნიერო ტერმინოლოგია და ადგილობრივი მუსიკალური პრაქტიკა.
  2. განათლებული/დიპლომირებული მუსიკოსებისა და მისიონერების როლი ადგილობრივ მუსიკალურ პრაქტიკაში.
  3. ინდივიდუალისტების ერთობა.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

Read More



ტრადიციული მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2012 წლის 24-28 სექტემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონფერენციის პარალელურად, სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა სხვადასხვა კულტურების ტრადიციული მუსიკის კონცერტების სერია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2012 წელს ორ  –  ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები.  რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2012).

Gjirokastra-castle-concert-2


ICTM მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის მე-2 სიმპოზიუმი ჩატარდა ტირანასა და ვლორაში, (ალბანეთი) 2012 წლის 22-29 აპრილს. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: ულისეს ფონდი (ტირანა, ალბანეთი) და Institut für Volksmusikforschung und Ethnomusikologie Universität für Musik und darstellende Kunst Wien, Austria (ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების  უნივერსიტეტის, ავსტრია).

შეხვედრის თემები გახლდათ: 1. მრავალხმიანი მუსიკის პრაქტიკები როგორც კრეატიული პროცესები. 2. მრავალხმიანი მუსიკა რელიგიურ პრაქტიკაში. 3. პრემირებული მრავალხმიანი მუსიკა.

Read More



ICTM-ის მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფი დაფუძნდა 2009 წლის ივლისში ICTM-ის კონფერენციაზე დურბანში, სამხრეთ აფრიკა. მრავალხმიანი მუსიკის ჯგუფის პირველი სიმპოზიუმი კი ჩატარდა 2010 წლის 15-21 სექტემბერს, კალიარისა და ბარონიაში (სარდინია, იტალია).

სიმპოზიუმის ორგანიზატორი გახლდათ კალიარის უნივერსიტეტი, ისტორიული, გეოგრაფიული და საშემსრულებლო კვლევების განყოფილება.

თემა: მრავალხმიანი მუსიკა, როგორც მუსიკალური აზროვნების, გამომხატველობითი ქცევისა და ბგერის სპეციფიკური ხერხი.

ქვემოთ იხილეთ სიმპოზიუმის მონაწილეებისა და მოხსენებების სია:

Read More

13579774_999777373404459_1812864477_o


ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი 2010 წლის 4-8 ოქტომბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონფერენციის პარალელურად, სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული მუსიკის კონცერტების სერია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 2011 წელს ორ  – ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა (ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენებები.  რედაქტორები: წურწუმია, რუსუდან, ჟორდანია, იოსებ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისი: 2011).