Polifonies Vivantes-მა საფრანგეთის კულტურის სამინისტროსა და სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით, ასევე რუაიომონის ფონდის დახმარებით რუაიომონის სააბატოში გამართა სხვადასხვა კულტურების ტრადიციული მრავალხმიანობის შემსწავლელი ექსპერტების ჯგუფების შეხვედრა, 1994 წლის 1-4 მარტამდე. მონაწილეები ასევე ესწრებოდნენ აფრიკულ პოლირიტმულ, კორსიკულ მრავალხმიანობის, ქართული მრავალხმიანობის წარმოდგენა-ჩვენებებს. ამ შეხვედრის მასალები არ გამოქვეყნებულა. კონფერენციის პროგრამის თანახმად წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები.
საფრანგეთი. 1991
Polifonies Vivantes-მა (პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კორპუსი, რომელიც ორიენტირებულია ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლაზე, ხელმძღვანელი – სიმჰა არომი) საფრანგეთის კულტურის სამინისტროსა და სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით, ასევე რუაიომონის ფონდის დახმარებით, რუაიომონის სააბატოში გამართა კონფერენცია ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ, სახელწოდებით “რუსული ტრადიციული მრავალხმიანობა” (30 მაისი – 2 ივნისი). კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცა – “Les polyphonies populaire russes” (1993). ქვემოთ მოცემულია მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:
რუსეთი. 1989
კონფერენცია სახელწოდებით “რუსეთის ვოკალური მრავალხმიანობა” ჩატარდა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, 1989 წლის 24-29 სექტემბერს. მისი ორგანიზატორები გახლდნენ საბჭოთა კავშირის მუსიკოლოგთა და ფოლკლორისტთა კომიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და გნესინის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი. მოხსენებების შემოკლებული ვერსიები (თითეული სამ გვერდიანი, ზოგს თან ახლავს მუსიკალური მაგალითები) გამოიცა რუსეთში (იხილეთ ენგოვატოვა, 1989). ქვემოთ მოცემულია კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილ მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:
საქართველო. 1988
მესამე საერთაშორისო კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები” (წინა ბორჯომში გაიმართა) ჩატარდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (15-22 ოქტომბერი). კონსერვატორიასთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება. მომდევნო კონფერენციის გამართვა 1991 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ გაუარესებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის, 1991-92 წლებში სამოქალაქო ომისა, ოსეთისა და აფხაზეთის ომების გამო იგი არ შედგა. 1998 წელს წარმოდგენილი აბსტარქტები გამოიცა (1988, ჟორდანია). იხილეთ კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილი მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:
საქართველო. 1986
მეორე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები” გაიმართა ბორჯომში, საკურორტო კომპლექსში “კომპოზიტორთა დასვენებისა და შემოქმედების სახლში” 10-დან 15-ნოემბრამდე. სამეცნიერო სესიები დილითა და შუადღით, საღამოობით კი ქართული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერების კონცერტები იმართებოდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას (ყოველ კონცერტზე ორი ანსამბლი იყო წარმოდგენილი). საკონფერენციო მასალა აბსტრაქტების სახით გამოიცა (ჟორდანია, 1986). გთავაზობთ მკვლევართა და მათ მოხსენებათა სიას, ასევე გამოცემაში დამატებულ აბსტრაქტებს.
საქართველო. 1984
1984 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა კონფერენცია “ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები”. იგი იყო პირველი ტრადიციული მრავალხმიანობის ბიენალეს კონფერენციების სერიიდან. კონფერენცია მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა, 11 ოქტომბერიდან-14 ოქტომბრამდე. დილითა და შუადღით მონაწილეები სამეცნიერო სესიებს ესწრებოდნენ, საღამოს კი სპეციალურად მათთვის გამართულ ტრადიციული მრავალხმიანობის კონცერტებს. ს.ს.ს.რ-ის სხვადასხვა რესპუბლიკების მკვლევარებმა (დღეს მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი სახელმწიფოა) კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენებები. მათი მოკლე ვერსია 1985 წელს კრებულის სახით გამოიცა (ჟორდანია, 1985), ამ კრებულს დაერთო რამოდენიმე მოხსენებაც. ის მოხსენებები, რომელნიც 1984 წელს არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ კრებულში შევიდა ქვემოთ მოტანილ სიაში მონიშნულია.
ავსტრია. 1973
“ბურდონი ევროპულ ხალხურ მუსიკაში”, ეს გახლდათ საერთაშორისო კონფერენციის სათაური, რომელიც სანტ – პოლტენში, ავსტრიაში ჩატარდა (28 მაისი – 2 ივნისი, 1973). კონფერენციის პროგრამაში 16 მოხსენებაა წარმოდგენილი, ათი მათგანი (მათ შორის ერთი ახალიც, ბურდონული მრავალხმიანობა ისლანდიაში) 1981 წელს გერმანიაში გამოქვეყნებულ კრებულში შევიდა (იხილეთ გერმანია, 1981). ამ სიაში აღნიშნულია ის მოხსენებებიც, რომელიც არ გამოქვეყნებულა.
საქართველო. 1972
საბჭოთა კავშირის მუსიკისმცოდნეებისა და ფოლკლორისტების მეხუთე ეროვნული სემინარი საქართველოში ჩატარდა 27 მაისი – 7 ივნისი. სემინარის სათაური გახლდათ “მრავალხმიანობა ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში”. ამ სარისკო წამოწყების ორგანიზატორები იყვნენ საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორული კომიტეტი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომიტეტი. სამეცნიერო სესიები დასავლეთ საქართველოს სხვადასვა ქალაქებში მოეწყო. სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ მთელ რიგ ადგილობრივ ანსამბლებს (ოფიციალური წერილის თანახმად, 32 ანსამბლს), შესრულებულ იქნა 200-ზე მეტი სიმღერა, შესრულების პროცესი ფონომასალის სახით დააფიქსირეს სემინარის მონაწილეებმა. ზოგიერთი მომხსენებელი დაწერილი მოხსენების გარეშე წარდგა. კონფერენციის მოხსენებები და აბსტრაქტები არ გამოქვეყნებულა. გთავაზობთ მონაწილეთა და მათ მოხსენებათა სიას:
განა. 1966
განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განას უნივერსიტეტმა ლეგონში უმასპინძლა საერთაშორისო ტრადიციული მუსიკის საბჭოს მეთვრამეტე საერთაშორისო კონფერენციას (27 ივლისი – 3 აგვისტო, 1966წ). ეს უკანასკნელი არ მოიცავდა მხოლოდ ტრადიციული კონფერენციის პრობლემებს. წამყვანი ორი თემა გახლდათ: (1) “ხალხური მუსიკის მიგრაცია და ამ მიგრაციის გავლენა მუსიკალურ სტილსა და კონტექსტზე”. (2) “კოლექტიური შესრულების ტექნიკები მუსიკასა და ცეკვაში”.