მეცნიერები

დაბ. 26. 02. 1955.

ეთნომუსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის თანამშრომელი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის განხრით, ხოლო 1983 წელს–ასპირანტურა მუსიკალური ესთეტიკის სპეციალობით. იკვლევს ქართული საერო და სასულიერო მუსიკალური შემოქმედების ესთეტიკის საფუძვლებს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ასპექტით (იოანე პეტრიწი). გამოქვეყნებული აქვს არა ერთი სტატია კონსერვატორიის სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში. მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

ფირცხალავას ძირითადი ნაშრომები:
მუსიკალური ანალოგიების შესახებ იოანე პეტრიწის ნაშრომში “განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის”, (1989). ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”, # 5: 110-115 (ქართულ ენაზე)
ქართული ჰიმნოგრაფიის ესთეტიკის საკითხისათვის. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 67-80. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. (ქართულ ენაზე)
ნართის შესახებ იოანე პეტრიწის თხზულებაში. “განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის”. (1993-1994). სამეცნიერო შრომების კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). მუსიკისმცოდნეობის საკითხები: 86-101. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)

Read More

მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიციო ფაკულტეტი (1997). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის I სამუსიკო გიმნაზიაში, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრაზე. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსც-ის სპეციალისტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, ტმკსც-ის პერიოდული ელექტრონული ბიულეტენის რედაქტორი. ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას; მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მისი ინტერესის სფეროა სვანური ტრადიციები და მუსიკალური ფოლკლორი. არის ქალთა ფოლკლორული ანსამბლ “ნანინას” წევრი.

Read More

დაბ. 24. 10. 1956. ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის კოორდინატორი. ასწავლის ქართული მუსიკალური ფოლკლორის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს თბილისის მე-4 სამუსიკო სკოლაში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ გადაცემათა რედაქციაში რედაქტორად. მისი უშუალო თაოსნობითა და მონაწილეობით შიო მღვიმის ტაძარში ჩაიწერა ანჩისხატის მგალობელთა გუნდის პირველი აუდიო ალბომი. ასევე, მისი ხელმძღვანელობით რადიოს “ოქროს ფონდისათვის” ადგილზე, ზუგდიდში ჩაიწერა უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია” (ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა).
ძირითადად დაინტერესებულია ორგანოლოგიის საკითხებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებში (კიევი, მოსკოვი, ტაშკენტი, პეტერბურგი). სტუდენტობის პერიოდშივე იყო ექვსი ფოლკლორული ექსპედიციის წევრი (კახეთი (ორჯერ), მთიულეთი, ხევსურეთი, სვანეთი, დაღესტანი).

Read More

ნანა ვალიშვილი – დაბ. 10. 10. 1960. ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. მუშაობდა სამუსიკო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და კოლეჯში ხალხური სიმღერის მასწავლებლად, სარეგენტო-სალოტბარო ჯგუფების ფოლკლორის პედაგოგად. ეწევა საექსპედიციო საქმიანობას. არის ხალხური სიმღერების კრებულების მუსიკალური რედაქტორი. მღერის ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ “მზეთამზეში”, ხელმძღვანელობს მოხეური ხალხური სიმღერების შემსრულებელ ვაჟთა ანსამბლს “ჯვარული”, არის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ბავშვთა სტუდია “ამერ-იმერის” პედაგოგი და თბილისის წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის რეგენტი.

23. 05. 1951 წ. (თბილისი). ეთნომუსიკოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქართული მუსიკალური ეთნოლოგიის შემსწავლელი საინსტიტუტო საპრობლემო ჯგუფის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “დასავლეთ საქართველოს მთიელთა მუსიკალური კულტურა (რაჭის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)”.

ნაკაშიძის ძირითადი ნაშრომები:
რაჭული სამგლოვიარო სიმღერა “ზრუნი”. (1985). ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები: 221-227. თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე).
რაჭული შრომის სიმღერების სპეციფიკისათვის. (1987). მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის (მსე). ტ. XXIII: 261-266. თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე).
Музыкальная культура горцев Западной Грузии (по этнографическим материалам Рачи). (1987). Автореферат дисс. на соиск. уч. степени кандидата истор. наук. Тбилиси. Ереван (რუსულ ენაზე)

Read More

ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1962-2006 წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1962). მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში (1962-2006). ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა (ქართულ, რუსულ, გერმანულ ენებზე), მათ შორის ოთხი გამოცემულია ცალკე წიგნად. აქტიურად იყო ჩაბმული საველე საქმიანობაში საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებში.

საკანდიდატო დისერტაცია “ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა” (1967), სადოქტორო დისერტაცია “ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი”.

Read More