მეცნიერები

ქეთევან ნაკაშიძე



23. 05. 1951 წ. (თბილისი). ეთნომუსიკოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქართული მუსიკალური ეთნოლოგიის შემსწავლელი საინსტიტუტო საპრობლემო ჯგუფის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “დასავლეთ საქართველოს მთიელთა მუსიკალური კულტურა (რაჭის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)”.

ნაკაშიძის ძირითადი ნაშრომები:
რაჭული სამგლოვიარო სიმღერა “ზრუნი”. (1985). ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები: 221-227. თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე).
რაჭული შრომის სიმღერების სპეციფიკისათვის. (1987). მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის (მსე). ტ. XXIII: 261-266. თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე).
Музыкальная культура горцев Западной Грузии (по этнографическим материалам Рачи). (1987). Автореферат дисс. на соиск. уч. степени кандидата истор. наук. Тбилиси. Ереван (რუსულ ენაზე)
რაჭული საშობაო სიმღერები. (1989). ეთნოგრაფიული გამოკვლევები: 16-21 თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე)
ქართული გლოვის სიმღერა. (1999). მესხეთი (საისტორიო კრებული), III. თბილისი-ახალციხე: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა (ქართულ ენაზე)
Georgian Lament, Meskheti (Collection of Historical Papers), III, თბილისი – Akhaltsikhe, 1999
რაჭული მუსიკალური დიალექტის ზოგიერთი თავისებურება მუსიკალურ-ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით. (2000). “ანალები”, # 2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი. თბილისი: მემატიანე (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე)
“იავნანას” რაჭული ვარიანტები (2003). კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, VIII. თბილისი.
მრავალხმიანობის საკითხი ქართულ გლოვის სიმღერებში. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. (გვ. 293-305). თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
მიცვალებულის დატირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. (2004). მსე, XXVI. თბილისი: მემატიანე (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)
სამონადირეო სიმღერა “მითვლა”. (2004). ისტორიულ ეთნოგრაფიული ძიებანი, VI. თბილისი: მემატიანე (ქართულ ენაზე)
დატირება და ტერმინი “შაირი”. (2005). მსე, XXV. თბილისი: მემატიანე (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)
რაჭული მუსიკალური დიალექტის შესახებ. (2006). ჟურნალი ACADEMIA. ტ. 6-7. თბილისი: თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია (AMSI) (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

 

 

Share it on