7-11 ოქტომბერს თბილისში Erasmus+-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „UNESCO-ს მიერ აღიარებული ფასეულობების ქსელური კავშირები“ მონაწილე ქვეყნების რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება.
ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი
ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი 20-24 ოქტომბერი, 2020, თბილისი, საქართველო გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი |
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.
სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინარული ბუნებითაა განპირობებული.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხსენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
სრული ინფორმაცია (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის შესახებ, წინა სიმპოზიუმების ისტორია, ინფორმაცია მონაწილეებზე, სიმპოზიუმის მასალების ორენოვანი გამოცემა მოხსენებების სრული ტექსტით) ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge
სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია აჭარის მუნიციპალიტეტებში
12-22 ივლისს აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ტარდება. ექსპედიცია ხორციელდება გერმანული სამწლიანი (2018-2021) პროექტის „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“-ს (Computational Analysis of Traditional Georgian Vocal Music) ფარგლებში, რომელსაც „გერმანული კვლევის ფონდი“ (German Research Foundation) აფინანსებს. პროექტის მთავარი მიზანი უნიკალური ქართული ტრადიციული სიმღერების ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებაა.
„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“
10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი-გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.
„ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“
2019 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19 საათზე გაიმართება წიგნის – „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ – პრეზენტაცია.
ივეტ გრიმო არის ლეგენდად ქცეული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ქალი, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში კონსერვატორიის პროფესორებთან, შალვა ასლანიშვილსა და გრიგოლ ჩხიკვაძესთან 7 წლიანი მიწერ-მოწერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მოახერხა საბჭოთა სუკ-ის (კგბ) დიდი წინააღმდეგობის გადალახვა და საქართველოში ჩამოვიდა უნიკალური ხალხური სიმღერების ჩასაწერად.
ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული
ტმკსც-ს მიერ გამოსაცემად მზადდება ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. მეხუთე სიმპოზიუმის შემდეგ, 2010 წლიდან, სამეცნიერო სტატიები ქვეყნდება აუდიო და ვიდეომაგალითებთან ერთად.
პრეზენტაცია-კონცერტი „ჩვენებურების სიმღერა“
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრსა და 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.
ტმკსც-ის ბიულეტენი
ISSN 1512-2883 (#1-7)
eISSN 1512-228X (#8-)
ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მკითხველს აწვდის ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ბიულეტენის თემატიკა მოიცავს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს, ღვაწლმოსილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ლოტბარებსა და შემსრულებლებს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს, ქართულ და უცხოურ ტრადიციულ მრავალხმიანობასა და საკრავიერ მუსიკას, მასალებს ძველი პრესიდან თანამედროვეობისათვის აქტუალური პრობლემატიკით, ფოლკლორულ ექსპედიციებს, ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და მეცნიერების კერების (მუზეუმების, ეთნოგრაფიული ინსტიტუტების და ა.შ.) შესახებ. ყოველ ნომერში იბეჭდება ერთი ქართული ხალხური სიმღერის ისტორია ამავე სიმღერის სანოტო ნიმუშთან ერთად.
ტმკსც-ის ბიულეტენი
ISSN 1512-2883 (#1-7)
eISSN 1512-228X (#8-)
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი
ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ, აცნობს მკითხველს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს, ღვაწლმოსილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ლოტბარებსა და შემსრულებლებს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს, ქართულ და უცხოურ ტრადიციულ მრავალხმიანობასა და საკრავიერ მუსიკას, მასალებს ძველი პრესიდან ან არქივიდან თანამედროვეობისათვის აქტუალური პრობლემატიკით, ფოლკლორული ექსპედიციების დღიურებს, საქართველოს კულტურისა და მეცნიერების კერებს (მუზეუმებს, ეთნოგრაფიულ ინსტიტუტებს და ა.შ.). ყოველ ნომერში იბეჭდება ერთი ტრადიციული საკრავისა და ქართული ხალხური მუსიკის ერთი რომელიმე ჟანრის ისტორია ამ ჟანრის რომელიმე სიმღერის სანოტო ნიმუშთან ერთად.
ტმკსც-ის ბიულეტენი დაარსდა 2004 წელს იუნესკოს პროგრამის – “ქართული პოლიფონიის დაცვისა და განვითარების” ფარგლებში. ##1-7 ბიულეტენი (რედ. რუსუდან წურწუმია) გამოვიდა ბეჭდური სახით, ხოლო #8 და მომდევნო ნომრები (რედ. მაკა ხარძიანი) ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონულად. ბიულეტენის ახალი ნომრები ყოველი წლის იანვარსა და ივნისში ტმკსც-ის ვებ-გვერდზე ქვეყნდება: www.polyphony.ge
ტმკსც-ის ბიულეტენი თანამშრომლობის საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, ვისი მასალას შესაბამისობაში იქნება ბიულეტენის თემატიკასთან. ამისათვის უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული ბიულეტენის შემდგენელსა და რედაქტორს მისამართზე maka.khardziani@yahoo.com. მასალის მოწოდების ბოლო ვადაა: დეკემბრის ნომრისთვის – 1 ნოემბერი, ივნისის ნომრისთვის – 1 მაისი.
ბიულეტენის გასული ნომრების გაცნობა და უფასოდ გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულებით:
#27 ბიულეტენი (დეკემბერი, 2019)
#25 ბიულეტენი (დეკემბერი, 2018)
#23 ბიულეტენი (დეკემბერი, 2017)
#21 ბიულეტენი (დეკემბერი, 2016)
#19 ბიულეტენი (დეკემბერი, 2015)
#17 ბიულეტენი (დეკემბერი, 2014)
#15 ბიულეტენი (დეკემბერი, 2013)
#13 ბიულეტენი (დეკემბერი, 2012)
#11 ბიულეტენი (დეკემბერი, 2011)
#9 ბიულეტენი (დეკემბერი, 2010)
#7 ბიულეტენი (დეკემბერი, 2007)
#5 ბიულეტენი (დეკემბერი, 2006)