დაბ. 29.01.1982. ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის სპეციალისტი, ამავე კონსერვატორიის მასწავლებელი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორი. 2008-2012 წლებში იყო ფოლკრადიოს მუსიკალური წამყვანი და რამდენიმე გადაცემის ავტორი. წაკითხული აქვს მოხსენებები რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. არის მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიციების, ეთნომუსიკოლოგიური პროექტებისა და პრეზენტაციების მონაწილე.
რუხაძის ძირითადი ნაშრომები:
ჭიბონის შემსრულებლობის საკითხები. (2015). მანაგაძე, ხათუნა (რედ.) ხალხური და საეკლესიო მუსიკის საშემსრულებლო პრობლემები I: 335-349. ბათუმი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გამომცემლობა (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).
Georgian Wedding Music Tradition and Modernity. (2015). Kavtaradze marina (editor-in-chief). GOSJ: Musicology and Culturology; reviewed online scientific journal. Tbilisi: V. Sarajishvili State Conservatoire #1 (11): 60-63 (in English).
ტრადიცია და სიახლე ქედის რაიონის ხალხურ მუსიკალურ ყოფაში (აჭარის 2013 წლის საექსპედიციო მასალების მიხედვით). (2014). ჭიჭილეიშვილი მაია (რედ.) კულტურა და ხელოვნება: ტრადიცია და თანამედროვეობა VI: 92-93. ბათუმი: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).
Tradition and novelty in folk music of Keda District (basing on the 2013 field expedition materials from Achara). (2014). Chichileishvili Maia (ed.) Culture and Art: Tradition and Contemporaneity VI: 92-93. Batumi: Batumi Art University (in Georgian with English summary).
კერის გარშემოვლისას სათქმელი საქორწილო სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოში (2011). ქავთარაძე, მარინა (მთ. რედ.) ქესჟ: მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია. თბილისი: ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. #1 (7): 32-46 (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. და რუს. ენაზე)
საქორწილო მუსიკა და ტრადიციები საქართველოს საზღვრებს გარეთ (ფერეიდანში, საინგილოში, შავშეთ-იმერხევსა და ლაზეთში) მცხოვრებ ქართველებში. (2010). წურწუმია, რუსუდან და ბაქრაძე, ქეთი (რედ.) მუსიკისმცოდნეობის საკითხები. დოქტორანტების სამეცნიერო შრომების კრებული: 51-62. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).
Georgian-Abkhazian Musical Parallels (on the example of wedding songs). (2010). Collection of Conference materials, First International Scientific Conference of Master and Doctoral Students Art Science, Practice, Management: 163-272. Tbilisi: Shota Rustaveli Theater and Film Georgia State University, Kentavri publishing (in English).
აჭარულ-შავშური მაყრულები (2008). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.) ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 352-366. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).