მეცნიერები

კახი როსებაშვილი



28. 11. 1930 – 13. 09. 1988. 1955 წელს დაამთავრა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის ხალხური შემოქმედების განყოფილება, 1962 წელს კი ასპირანტურა პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. 1969 წელს კი იმავე ფაკულტეტის საკომპოზიციო განყოფილება ალექსი მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. 1959-1977 წწ. მუშაობდა ფოლკლორის კაბინეტში ლაბორატორიის გამგედ, 1970 წლიდან კი ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის უფროს მასწავლებლად. 1955-1976 წწ. ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას.
1973 წლიდან სსრ კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია სასულიერო და საკრავიერი მუსიკა. შედგენილი აქვს ქართული საეკლესიო საგალობლებისა და ხალხური ვოკალური და საკრავიერი ნიმუშების რამდენიმე სანოტო კრებული
როსებაშვილის ძირითადი ნაშრომები:
მეგრული ლარჭემი (მრავალღერიანი სალამური). (1960). “საბჭოთა ხელოვნება”, # 7 (ქართულ ენაზე).
ქართული გალობა (იმერულ-გურული კილო). (1968). როსებაშვილი, კახი (ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა). თბილისი: სსრ კავშირის მუსიკალური ფონდის საქართველოს განყოფილება (ქართულ და რუსულ ენებზე).
გალობის ტრადიციის საკითხისათვის საქართველოში. (1973). შრომების კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე; თუმანიშვილი, ქეთევან და სხვანი (რედკოლეგია). გვ. 144-162. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე).
ქართული გალობა (გურული კილო). (1976). როსებაშვილი, კახი (ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა). თბილისი: სსრ კავშირის მუსიკალური ფონდის საქართველოს განყოფილება (ქართულ და რუსულ ენებზე).
ქუთაისური მრავალჟამიერი. (1976). ჟურნ. “განთიადი”, # 2 (ქართულ ენაზე).
ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავის აღდგენის საკითხისათვის. (1979). შრომების კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე, გაბუნია, ნოდარ და სხვები (რედკოლეგია). VII გამოშ.: გვ. 113-133 (ქართულ ენაზე).
ქართული ხალხური სიმღერა. (1981). როსებაშვილი, კახი (ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა). თბილისი: სსრ კავშირის მუსიკალური ფონდის საქართველოს განყოფილება (ქართულ ენაზე).
ქართული ხალხური სიმღერის კილოს განსაზღვრის საკითხისათვის (აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მაგალითზე). (1988). კრებულში: გაბუნია, ნოდარ; წურწუმია, რუსუდან და სხვანი (რედკოლეგია). ქართული მუსიკის პოლიფონიის საკითხები: გვ. 42-61. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე).

Share it on