გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“ პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.
გამომცემელი: Cambridge Scholars Publishing
რედაქტორები: იოსებ ჟორდანია, რუსუდან წურწუმია
პირველი ტომის ავტორები: სიმჰა არომი, სტიუარტ გელცერი, ჯოზეფ ჟორდანია, მაკა ხარძიანი, მეთიუ ნაითი, გიორგი კრავეიშვილი, ანდრეა კუზმიჩი, თეონა ლომსაძე, მეინარდ მიულერი, ნანა მჟავანაძე, სებასტიან როზენცვაიგი, ფრანკ შერბაუმი, ნინო ციციშვილი, იზალი ზემცოვსკი.
გამოცემა მომზადდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით.
მეორე ტომი მზადდება გამოსაცემად.