მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიციო ფაკულტეტი (1997). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის I სამუსიკო გიმნაზიაში, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრაზე. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსც-ის სპეციალისტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, ტმკსც-ის პერიოდული ელექტრონული ბიულეტენის რედაქტორი. ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას; მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მისი ინტერესის სფეროა სვანური ტრადიციები და მუსიკალური ფოლკლორი. არის ქალთა ფოლკლორული ანსამბლ “ნანინას” წევრი.
ხარძიანის ძირითადი ნაშრომები:
მრავალხმიანობის ტიპის განსაზღვრისა და სამხმიანობის წარმოშობის საკითხისათვის სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 324-334. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
სამონადირეო ტრადიციების ასახვა სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში. (2005). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი: 200-208. თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: შპს ჩოხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
სვანური სამონადირეო სიმღერები. (2008). მოხსენება ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე.