2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).
გამოცემის მიზანია წარმოაჩინოს დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარი ორიგინალური ქისტური ტრადიციული მუსიკა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ის უნიკალური ნიმუშები, რაც დღემდე ჩაწერილი და გამოქვეყნებული არ ყოფილა. ასევე, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ყოფაში არსებული ცოცხალი მუსიკალური ტრადიციის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამოცემა ეყრდნობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსც-ის მიერ 2013 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული ექსპედიციის მასალებს.
შემდგენლები: ნინო რაზმაძე, ქეთევან ბაიაშვილი
რედაქტორები: რუსუდან წურწუმია, მექა ხანგოშვილი
გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.
აუდიომასალა იხილეთ აქ.