დასრულებული

1952 წელს კახეთში ჩატარებული საველე ექსპედიციის აუდიოჩანაწერი

IMG_9845


2003 წელს გამოცემულ აუდიოდისკში წარმოდგენილია  ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტის არქივში დაცული 1952 წლის კახეთის ექსპედიციის მასალები. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (ხელმძღვანელი), ოთარ ჩიჯავაძე, ედუარდ სავიცკი, თემურ ერისთავი, კახი როსებაშვილი და ალექსანდრე ბუკია.

სიმღერების შემსრულებელთა არასრული საპასპორტო მონაცემების შესავსებად  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლები ესტუმრნენ კახეთის იმავე რაიონებსა და სოფლებს, სადაც სიმღერებია ჩაწერილი და მომღერალთა შთმომავლებისგან ბევრი ინფორმაცია დააზუსტეს. თუმცა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ნახევარი საუკუნის წინ ჩატარებული ექსპედიციის შესახებ ყველაფრის მოძიება მაინც ვერ მოხერხდა.

დისკზე გამოსაცემად შერჩეული 19-ვე ნიმუში ჩაწერილია გურჯაანის, თელავისა და ყვარლის რაიონებში. სიმღერების თითქმის ნახევარს სახელოვანი ლოტბარის, მომღერლისა და მგალობლის, ლევან მუღალაშვილის გუნდი ასრულებს. წარმოდგენილი ნიმუშები, ერთი გამონაკლისის გარდა, მამაკაცთა რეპერტუარს ეკუთვნის. კიდევ ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ჰანგი საეროა.

 

Share it on