ბიულეტენი

ტმკსც-ის ბიულეტენი



ISSN 1512-2883 (#1-7)

eISSN 1512-228X (#8-)

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ, აცნობს მკითხველს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს, ღვაწლმოსილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ლოტბარებსა და შემსრულებლებს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს, ქართულ და უცხოურ ტრადიციულ მრავალხმიანობასა და საკრავიერ მუსიკას, მასალებს ძველი პრესიდან ან არქივიდან თანამედროვეობისათვის აქტუალური პრობლემატიკით, ფოლკლორული ექსპედიციების დღიურებს, საქართველოს კულტურისა და მეცნიერების კერებს (მუზეუმებს, ეთნოგრაფიულ ინსტიტუტებს და ა.შ.). ყოველ ნომერში იბეჭდება ერთი ტრადიციული საკრავისა და ქართული ხალხური მუსიკის ერთი რომელიმე ჟანრის ისტორია ამ ჟანრის რომელიმე სიმღერის სანოტო ნიმუშთან ერთად.

ტმკსც-ის ბიულეტენი დაარსდა 2004 წელს იუნესკოს პროგრამის – “ქართული პოლიფონიის დაცვისა და განვითარების” ფარგლებში. ##1-7 ბიულეტენი (რედ. რუსუდან წურწუმია) გამოვიდა ბეჭდური სახით, ხოლო #8 და მომდევნო ნომრები (რედ. მაკა ხარძიანი) ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონულად.  ბიულეტენის ახალი ნომრები ყოველი წლის იანვარსა და ივნისში ტმკსც-ის ვებ-გვერდზე ქვეყნდება: www.polyphony.ge

ტმკსც-ის ბიულეტენი თანამშრომლობის საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, ვისი მასალას შესაბამისობაში იქნება ბიულეტენის თემატიკასთან. ამისათვის უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული ბიულეტენის შემდგენელსა და რედაქტორს მისამართზე maka.khardziani@yahoo.com. მასალის მოწოდების ბოლო ვადაა:  დეკემბრის ნომრისთვის – 1 ნოემბერი, ივნისის ნომრისთვის – 1 მაისი.

ბიულეტენის გასული ნომრების გაცნობა და უფასოდ გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულებით:

ბიულეტენი #35 (დეკემბერი 2023)

#34 ბიულეტენი (ივნისი, 2023)

#33 ბიულეტენი (დეკემბერი, 2022)

#32 ბიულეტენი (ივნისი, 2022)

#31 ბიულეტენი (დეკემბერი, 2021)

#30 ბიულეტენი (ივნისი, 2021)

#29 ბიულეტენი (დეკემბერი, 2020)

#28 ბიულეტენი (ივნისი, 2020)

#27 ბიულეტენი (დეკემბერი, 2019)

#26 ბიულეტენი (ივნისი, 2019)

#25 ბიულეტენი (დეკემბერი, 2018)

#24 ბიულეტენი (ივნისი, 2018)

#23 ბიულეტენი (დეკემბერი, 2017)

#22 ბიულეტენი (ივნისი, 2017)

#21 ბიულეტენი (დეკემბერი, 2016)

#20 ბიულეტენი (ივნისი, 2016)

#19 ბიულეტენი (დეკემბერი, 2015)

#18 ბიულეტენი (ივნისი, 2015)

#17 ბიულეტენი (დეკემბერი, 2014)

#16 ბიულეტენი (ივნისი, 2014)

#15 ბიულეტენი (დეკემბერი, 2013)

#14 ბიულეტენი (ივნისი, 2013)

#13 ბიულეტენი (დეკემბერი, 2012)

#12 ბიულეტენი (ივნისი, 2012)

#11 ბიულეტენი (დეკემბერი, 2011)

#10 ბიულეტენი (ივნისი, 2011)

#9 ბიულეტენი (დეკემბერი, 2010)

#8 ბიულეტენი (ივნისი, 2010)

#7 ბიულეტენი (დეკემბერი, 2007)

#6 ბიულეტენი (ივნისი, 2007)

#5 ბიულეტენი (დეკემბერი, 2006)

#4 ბიულეტენი (ივნისი, 2006)

#3 ბიულეტენი (დეკემბერი, 2005)

#2 ბიულეტენი (ივნისი, 2005)

#1 ბიულეტენი (დეკემბერი, 2004)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share it on