გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“ პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.
დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის 26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობდა.
აჭარული ხალხური სიმღერები – სანოტო კრებული სასწავლო აუდიოდისკით
კრებული „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“ ამჯერად, აჭარული სიმღერების შესწავლას გთავაზობთ. წიგნი სერიის მეორე გამოცემაა. ესაა სანოტო კრებული სასწავლო მიზნით შესრულებული აუდიოჩანაწერების კომპაქტდისკით, გამოცემა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მუსიკოსებისათვის. სიმღერებს ასრულებენ ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლები, „მოყვარე“ და „ელესა“.
ქისტების ტრადიციული მუსიკა
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).
ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი
2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.
ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
გრიმო და ქართული სიმღერა
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „გრიმო და ქართული სიმღერა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
ESEM-2017-ის მოხსენებათა კრებული
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა ESEM-ის წარმომადგენლებთან ერთად უკვე დაიწყო ESEM-2017-ში მონაწილე მეცნიერების მოხსენებათა ინგლისურენოვან კრებულზე მუშაობა, რომლის გამოცემაც 2018 წელსაა დაგეგმილი.
ESEM კონფერენცია
2017 წლის 5-9 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (ტმკსც) უმასპინძლა ეთნომუსიკოლოგიის ევროპულ სემინარს – ESEM-2017.
VIII სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა უკვე დაიწყო VIII საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების მოხსენებათა ორენოვან კრებულზე მუშაობა, რომლის გამოცემაც 2018 წელსაა დაგეგმილი. გამოცემის რედაქტორები არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან წურწუმია და პროფესორი იოსებ ჟორდანია. კრებული კარგად წარმოაჩენს მრავალხმიანობის კვლევის თანმედროვე მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ისევე, როგორც ქართველ მეცნიერთა ძიებებს მშობლიური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის კვლევის სფეროში.