მეცნიერები

 დაბ. 25. 07. 1957. ეთნომუსიკოლოგი. მუსიკოლოგიის დოქტორი (2009), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის სპეციალისტი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზის“ თანადამაარსებელი და წევრი. იკვლევს ქართული ტრადიციული მუსიკის სემანტიკის პრობლემებს, საბავშვო და ბავშვთა ფოლკლორს, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ პარალელებს. მონაწილეობს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სხვადასხვა პროექტში; არის ფოლკლორისტული ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს ტრადიციული მუსიკის სანოტო კრებულები, დისკები, მონოგრაფიები ქართველ ლოტბარებზე (წიგნმა „პოლიკარპე ხუბულავა“ 2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის ნომინაციაში გაიმარჯვა). აქვს უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერის სწავლების გამოცდილება.

Read More

დაბ. 23.09.1962. მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის სტუდენტური ხალხური გუნდის ხელმძღვანელი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის დეკანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტის სპეციალობით, აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები”.  გარდა ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებისა, მისი კვლევის ძირითადი სფეროში შემოდის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის შემსრულებლობისა და ურთიერთმიმართების საკითხები.   მონაწილეობა აქვს მიღებული რიგ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ფოლკლორისტულ ექსპედიციებში.

გაბისონიას ძირითადი ნაშრომები:
Некоторые вопросы гармонической функциональности в мегрельских народных многоголоных песнях. (1985). В сборнике: Жордания, Йосиф (сост. и ред.). Вопросы народного многоголосия: 29-30. Тбилиси: Сабчота Сакартвело (რუსულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე)

Read More

დაბ. 29.01.1982. ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის სპეციალისტი, ამავე კონსერვატორიის მასწავლებელი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორი. 2008-2012 წლებში იყო ფოლკრადიოს მუსიკალური წამყვანი და რამდენიმე გადაცემის ავტორი. წაკითხული აქვს მოხსენებები რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. არის მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიციების, ეთნომუსიკოლოგიური პროექტებისა და პრეზენტაციების მონაწილე.
რუხაძის ძირითადი ნაშრომები:
ჭიბონის შემსრულებლობის საკითხები. (2015). მანაგაძე, ხათუნა (რედ.) ხალხური და საეკლესიო მუსიკის საშემსრულებლო პრობლემები I: 335-349. ბათუმი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გამომცემლობა (ქართულ ენაზე, რეზ. ინგლ. ენაზე).

Read More

დაბ. 19.07. 1981 ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 2002 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი (მუსიკის ისტორია); 2004 წელს – იმავე სასწავლის მაგისტრატურა (ეთნომუსიკოლოგია). 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ქართული საფერხულო სიმღერები: მუსიკალური ენის თავისებურებები.

2004 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებასთან არსებული ლაბორატორიის სპეციალისტი. 2008 წლიდან ევგენი მიქელაძის სახ. ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. 2012-2014 წლებში საქართველო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი. 2008-2012 წლებში “ფოლკრადიოს” მუსიკალური წამყვანი და ავტორი ეთნომუსიკოლოგიური შინაარსის გადაცემებისა: “ერთი სიმღერის ისტორია”, “ქართული მუსიკალური დიალექტები”, “ჟანრი”. 2015 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი.

Read More

დაბ. 24. 11. 1963. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და რეგენტი 1988-2007 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტის სპეციალობით (1990 წ.). მისი საქმიანობა მიმართულია მივიწყებული ხალხური სიმღერებისა და უძველესი ქართული საგალობლების აღდგენის, აგრეთვე მათი სწორი საშემსრულებლო მანერის დაცვისკენ. ამჟამად ხელმძღვანელობს ფოლკლორულ ანსამბლ სახიობასა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდს. გამოცემული აქვს 25-მდე CD სხვადასხვა ანსამბლთან ერთად (ანჩისხატის გუნდი, “ძველი კილოები”, მამა დავითის ტაძრის გუნდი, “სახიობა”). ეწევა საექსპედიციო საქმიანობას, კონსულტაციებს უწევს ქართული სიმღერა-გალობის შემსრულებლებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გამოქვეყნებული აქვს ქართული გალობის ცხრა სანოტო კრებული. მისი კვლევები ეძღვნება ქართულ ბგერათწყობასა და ქართული მრავალხმიანობის ბუნებას.

ერქვანიძის ძირითადი ნაშრომები:
ქართული მუსიკის წყობა (პრობლემები და მოსაზრებები). (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 172-193. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)

Read More

დაბ. 28. 02. 1964. მუსიკოლოგიის დოქტორი. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“. მუშაობს კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრაზე, არის საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი, ანჩისხატის გუნდის მგალობელი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ქართული საეკლესიო გალობა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართული სამგალობლო სკოლების ტრადიციის, გალობის მრავალხმიანობის შესახებ. გამოსაცემად მოამზადა საგალობელთა და ხალხურ სიმღერათა კრებულები. მონაწილეობს ექსპედიციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

შუღლიაშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული გალობის შტოთა ერთიანობის შესახებ. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 122-171. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)

ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის. (1991). ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, # 9-10: 108-112 (ქართულ ენაზე)

Read More

დაბ. 08. 03. 1957. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. 1981 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების კათედრის მეცნიერთანამშრომელი, კულტურის ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. მუშაობს ქართული ჰიმნოგრაფიის საკითხებზე. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ქართული რვა ხმის სისტემა და მისი კილო-ინტონაციური საფუძველი”.

ოსიტაშვილის ძირითადი ნაშრომები:
ქართული რვა ხმის სისტემა და მისი კილო-ინტონაციური საფუძვლები. (1983). სამეცნიერო შრომების კრებულში:  შავერზაშვილი, ალექსანდრე, (პ/მ. რედ). ქართული ხალხური მუსიკის კილო, მელოდიკა და რიტმი: 93-114. თბილისი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)

Read More

დაბ. 26. 02. 1955.

ეთნომუსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის თანამშრომელი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის განხრით, ხოლო 1983 წელს–ასპირანტურა მუსიკალური ესთეტიკის სპეციალობით. იკვლევს ქართული საერო და სასულიერო მუსიკალური შემოქმედების ესთეტიკის საფუძვლებს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ასპექტით (იოანე პეტრიწი). გამოქვეყნებული აქვს არა ერთი სტატია კონსერვატორიის სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში. მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

ფირცხალავას ძირითადი ნაშრომები:
მუსიკალური ანალოგიების შესახებ იოანე პეტრიწის ნაშრომში “განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის”, (1989). ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”, # 5: 110-115 (ქართულ ენაზე)
ქართული ჰიმნოგრაფიის ესთეტიკის საკითხისათვის. (1991). კრებულში: წურწუმია, რუსუდან (პ/მ. რედ.). ძველი ქართული პროფესიული მუსიკა. ისტორიისა და თეორიის საკითხები: 67-80. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. (ქართულ ენაზე)
ნართის შესახებ იოანე პეტრიწის თხზულებაში. “განმარტებაი პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონური ფილოსოფიისათვის”. (1993-1994). სამეცნიერო შრომების კრებულში: წურწუმია, რუსუდან. (პ/მ რედ.). მუსიკისმცოდნეობის საკითხები: 86-101. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)

Read More

მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიციო ფაკულტეტი (1997). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის I სამუსიკო გიმნაზიაში, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრაზე. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსც-ის სპეციალისტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, ტმკსც-ის პერიოდული ელექტრონული ბიულეტენის რედაქტორი. ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას; მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მისი ინტერესის სფეროა სვანური ტრადიციები და მუსიკალური ფოლკლორი. არის ქალთა ფოლკლორული ანსამბლ “ნანინას” წევრი.

Read More

დაბ. 24. 10. 1956. ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის კოორდინატორი. ასწავლის ქართული მუსიკალური ფოლკლორის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს თბილისის მე-4 სამუსიკო სკოლაში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ გადაცემათა რედაქციაში რედაქტორად. მისი უშუალო თაოსნობითა და მონაწილეობით შიო მღვიმის ტაძარში ჩაიწერა ანჩისხატის მგალობელთა გუნდის პირველი აუდიო ალბომი. ასევე, მისი ხელმძღვანელობით რადიოს “ოქროს ფონდისათვის” ადგილზე, ზუგდიდში ჩაიწერა უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია” (ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა).
ძირითადად დაინტერესებულია ორგანოლოგიის საკითხებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებში (კიევი, მოსკოვი, ტაშკენტი, პეტერბურგი). სტუდენტობის პერიოდშივე იყო ექვსი ფოლკლორული ექსპედიციის წევრი (კახეთი (ორჯერ), მთიულეთი, ხევსურეთი, სვანეთი, დაღესტანი).

Read More