მრავალხმიანობის კერები

Paul Klee "Polyphony"

მრავალხმიანობას, როგორც წესი, განსაზღვრავენ, როგორც ისეთი ტიპის მუსიკას, სადაცერთდროულად ისმის ერთზე მეტი სიმაღლისბგერა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვეთანხმები მრავალხმიანობის აღნიშნულგანსაზღვრებას, მიმაჩნია, რომ იგი ძალიან ცალმხრივია და არ ითვალისწინებს ვოკალური მრავალხმიანობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორს. ჩემი ღრმა რწმენით, ვოკალური მრავალხმიანობის ფენომენში გარკვევისათვის აუცილებელია გამოვყოთ ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ამ მოვლენის არსს ასახავენ. ესენია სოციალური და მუსიკალური ფაქტორები. მრავალხმიანობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს კულტურაში როგორც ერთიანი მოვლენა (ანუ მოვლენა, რომელიც ორივე –სოციალურ და მუსიკალურ ფაქტორებს მოიცავს), მაგრამ მრავალხმიანობა ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი კულტურაში მხოლოდ სოციალური, ან მხოლოდ მუსიკალური ფაქტორის საშუალებით. სოციალური მრავალხმიანობა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის მიერ აქტიურ მუსიკალურ ურთიერთობას. მუსიკალური მრავალხმიანობა გულისხმობს ისეთი ტიპის მუსიკას, რომელშიც ერთდროულად ჟღერს ერთზე მეტი სიმაღლის ბგერა. აშკარაა, რომ მრავალხმიანობის განსაზღვრის ზემოთ ნახსენები ტრადიციული ფორმულირება ეყრდნობა მხოლოდ მუსიკალურ ფაქტორს და საერთოდ არ ითვალისწინებსსოციალურ ფაქტორს. სოციალური და მუსიკალური ფაქტორები ყოველთვის არ თანაარსებობენ კონკრეტულ კულტურებში. მაგალითად, უნისონური (ან ოქტავური) სიმღერის ფენომენი სოციალურად მრავალხმიანობაა (რადგანაც საქმე გვაქვს ჯგუფურ მუზიცირებასთან), მაგრამ მუსიკალურად ეს არის ერთხმიანობა (რადგან განხვავებული სიმაღლის ბგერების შერწყმასთან არა გვაქვს საქმე). 

Read More

მრავალხმიანობა ოკეანიაში
წყნარ ოკეანეს თითქმის პლანეტის ნახევარი უკავია. ის მდიდარი მრავალმხიანი ვოკალური ტრადიციების მხარეა. მარიუს შნაიდერი 1934-35 წლებში გამოცემულ მრავალხმიანობის ისტორიაში, მოგვიანებით კი ალან ლომაქსი 1968 წელს გამოსულ “ხალხური სიმღერისა და კულტურის სტილებში“ ოკეანიის კუნძულებს (განსაკუთრებით პოლინეზიასა და მელანეზიას) აერთიანებენ მრავალხმიანობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონთა შორის (აფრიკაში სუბ-საჰარას რეგიონსა და ევროპასთან ერთად). პოლინეზია მე-18 საუკუნის ევროპამ კულტურული შოკი განიცადა, როდესაც აღმოაჩინა, რომ კარგად ორგანიზებული მრავალხმიანი სიმღერა შესაძლებელია არსებობდეს ცივლიზაციისაგან მოშორებითაც, პოლინეზიაში. წყნარი ოკეანის კუნძულებთან პირველი შეხვედრისას ევროპელმა მოგზაურებმა პოლინეზიელების ვოკალური მრავალხმიანი მღერისადმი ძლიერი ლტოლვა დააფიქსირეს. პოლინეზიის კუნძულების მკვიდრთა კულტურაში მრავალხმიანობის დამადასტურებელი არაერთი მაგალითის არსებობის მიუხედავად ევროპელ პროფესიონალები მაინც არ ჩქარობდნენ მის აღიარებას. აი, იმ დროის ევროპელი მუსიკის ექსპერტების სიტყვები: “სრულებით წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ არაცივილიზებულმა ხალხმა შემთხვევით შესძლოს მუსიკის ხელოვნებაში სრულყოფის მიღწევა, რადგანაც ვთვლით, რომ ეს შეუძლებელია ანალიზის, სისტემისა და მუსიკის თეორიის დახმარების გარეშე. ასეთი რამ ფაქტიურად გამორიცხულია. ამას ნამდვილად ვერ შეძლებდნენ ნახევრადბარბაროსი ხალხები, რადგანაც ეს ვერ შესძლეს ბერძნებმა და რომაელებმა მთელი მათი სამუსიკო ხელოვნების განვითარების მიუხედავად, და ეს ვერ შეძლეს ჩინელებმა, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცივიზაციის გზა აქვთ გავლილი”.

Read More

თნომუსიკოლოგების პუბლიკაციებში ხშირად აღინიშნება, რომ სამხრეთ ამერიკის ინდიელთა სასიმღერო ტრადიციები ბევრად უფრო მრავალხმიანია ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკელებისა. “მიუხედავად იმისა რომ ჩრდილო ამერიკაში აღინიშნება მრავალხმიანობის ნაკლებობა, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ინდიელთა შორის ხშირად აღინიშნება რთული მრავალხმიანი სტილები.” (ნეტლი, 1961:354). ალან ლომაქსის თანახმად სამხრეთ ამერიკაში მრავალხმიანობა გავრცელებულია ანდების აღმოსავლეთ ფერდობების გასწვრივ. ლომაქსის სიტყვებით, ამ ოლქში შეიძლება შეგვხვდეს რბილი ხმოვანების სიმღერები. ასეთივე სტილის სიმღერებს ვხვდებით პერუს ტერიტორიაზე (ლომაქსი, 1985)

კ’ერო

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკალური ტრადიცია არის სამხრეთ ამერიკაში, რომელიც პატარა ტომს, კ’ეროს შემორჩა (დღეისათვის აქ არის მხოლოდ დაახლ. 400 ადამიანი), კ’ერო ლეგენდარულ კუსკოსთან ახლოს ცხოვრობს ანდების მთებში. ზოგიერთი თვლის, რომ კ’ერო გადარჩენილი ინკები არიან და შესაბამისად მათ ტრადიციას აგრძელებენ, თუმცა ძირითადად ითვლება, რომ კ’ეროს ტრადიციაბში კიდევ უფრო ადრეული ფენებია შემორჩენილი. ჩვენთვის მნიშვნეოვანია, რომ მათ საინტერესო და უნიკალური მრავალხმიანობის ტრადიცია აქვთ.

Read More

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკელ ინდიელებს ერთხმიანი სასიმღერო ტრადიციები გააჩნიათ. მიუხედავად ჯგუფური მღერის ძლიერი ტრადიციისა, ინდიელთა მუსიკა მონოდიურია (სოლო, უნისონი და თავისუფალი ჰეტეროფონია).

ბრუნო ნეტლის მოკლე, მაგრამ ინფორმაციულად დატვირთულ სტატია (1961) ამ საკითხის ირგვლივ ბევრ მონაცემებს გვაძლევს და გვაიძულებს შევიცვალოთ შეხედულება ამ საკითზე. კერძოდ, მაგალითად, ჩრდილი ამერიკის ტერიტორიის ორი ოლქი – ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ სანაპირო საკმაოდ მდიდარია ინფორმაციით ინდიელების მრავალხმიანობის შესახებ. ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ინდიელები (განსაკუთრებით ნუტკა და სელიშის ტომები) იცნობდნენ მრავალხმიან სიმღერას და ხშირად იყენებდნენ ბურდონულ მრავალხმიანობას. ამასთანავე, ბურდონი შეიძლება ყოფილიყო როგორც ზედა ასევე ქვედა ხმის როლში.

ჰელენ რობერტსის თანახმად, ნუტკას ტომში მამაკაცებსა და ქალებს ერთად მღერის ტრადიცია გააჩნდათ. ამ დროს მამაკაცებს მიჰყავდათ მელოდია, ქალები კი მიყვებოდნენ მათ კვარტით ან ოქტავით ზევით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნუტკას ტომში იცნობდნენ მრავალხმიან მღერას საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. ეს საკითხები განიხილებოდა აგრეთვე 1967 წლის “ეთნომუსიკოლოგთა საუკუნის სემინარზე” იდა ჰალპერნის მიერ. 

Read More

 იაპონია (აინები)

 მრავალხმიანი მღერის ყველაზე იზოლირებული ტრადიცია მსოფლიოში არსებობს აღმოსავლეთ აზიაში — ჩრდილოეთ იაპონიასა და კურილიის კუნძულებზე მცხოვრებ აინებს შორის.

აინების ეთნიკური, ლინგვისტური და რასობრივი მიკუთვნება არაერთხელ განხილულა მეცნიერებაში. თავდაპირველად ევროპელებმა ისინი ფინელებს მიამსგავსეს. ჩრდილოეთ იაპონიაში დღეისათვის დაახლოებით 20.000 აინი ცხოვრობს (ძირითადად კუნძულ ხოკაიდოზე). მათგან დაახლოებით ას ადამიანს შეუძლია მხოლოდ დღეს აინთა ენაზე საუბარი.

აინთა ტრადიციული მრავალხმიანობა მოკლე მუსიკალური ფრაზების კანონიკურ იმიტაციაზეა დაფუძვნებული. ტანიმოტო კაზუიუკის (1965, 1975) გამოკვლევის თანახმად, აინური მუსიკის 13 სხვასხვა ჟანრიდან ყველაზე მთავარია ორი:

1) უპოპო, ესაა წრეში მჯდარი მოხუცების მიერ ნამღერი კანონური მრავალხმიანობა, დa 2) რიმზე, ესაა წრიული ცეკვა, იშვიათად ნამღერი კანონითურთ.

Read More

ობერტონული სიმღერა

ცენტრალური აზიის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს უნიკალური მრავალხმიანი სტილი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით – ობერტონული სიმღერა (ანუ ყელისმიერი მღერა). შემსრულებელი ერთდროულად ორ სხვადასხვა ბგერას გამოსცემს (ბურდონულ ბანს და მსტვინავი ხმის მქონე მელოდიას).

ეს სასიმღერო სტილი შუა აზიის დიდ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის არის ტუვა, მონღოლეთის დასავლეთი ნაწილი და ალტაი-საიანის მთაგრეხილი. იური შეიკინის (იაკუტსკელი ეთნომუსიკოლოგის) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ რეგიონში არსებული ობერტონული სიმღერა რამდენიმა სხვადასხვა სტილისაა.

ობერტონული მღერა შუალედურია მრავალხმიან და მონოდიურ ტრადიციებს შორის. მუსიკალური თვალსაზრისით ობერტონული სიმღერა მრავალხმიანობას მიეკუთვნება, რადგანაც აქ ორი ფუნქციონალურად განსხვავებული ხმა – ბურდონი და პენტატონიკური მელოდია ჟღერს ერთდროულად. სოციალური თვალსაზრისით ეს სტილი მრავალხმიანობას არ წარმოადგენს, რადგან სოციალური ფაქტორის მიხედვით მრავალხმიანობაში აუცილებელია იყოს რამდენიმე ადამიანის ურთიერთობა. ობერტონული სიმღერის მიმართ ინტერესი ძალზე დიდია მსოფლიოში, და დღეს დასავლეთის ბევრი შემსრულებელი სწავლობს ბგერისწარმოების ამ უნიკალურ ტექნიკას.

Read More

ტერმინი “ახლო აღმოსავლეთი” აერთიანებს სამი კონტინენტის ნაწილებს: დასავლეთ და ცენტრალურ აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას და ევროპის პატარა ნაწილს (ესაა თურქეთის ევროპული ნაწილი). გარლანდის მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში ახლო აღმოსავლეთი მოიცავს ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთი აფრიკიდან (მაროკოდან) ყაზახსტანამდე და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთამდე. ესა ძირითადად მონოდიური ვოკალური მუსიკის მქონე რეგიონი, სადაც მრავალხმიანობას იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით.

მარგალიტის მაძიებლები სპარსეთის ყურედან

მარგალიტის მაძიებელ მყვინთავებს სპარსეთის ყურედან ამ უზარმაზარ რეგიონში (ახლო აღმოსავლეთში) ყველაზე მნიშვნელოვანი ვოკალური მრავალხმიანი ტრადიცია გააჩნია. ეს ტრადიცია ყველაზე მეტად ცოცხალია კუნძული ბახრეინზე. მყვინთავთა მრავალხმიან სიმღერებს ეწოდება “ნაჰმა”. მათ მღერიან, როდესაც ნავები გადიან ზღვაში და მყვინთავები იწყებენ მარგალიტისათვის ყვინთვას სპარსეთის ყურეში (რაც ზვიგენების გამო ფრიად საშიში საქმიანობაა). ამ სიმღერების ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა განსაკუთრებულად დაბალი ბურდონული ბანი – “ჰამ-ჰამა” (ორი ოქტავით დაბალი მთავარ მელოდიაზე), როდესაც ყველა ერთად მღერის.

Read More

იტალია შედგება ოთხი მთავარი ოლქისაგან: 1. ჩრდილოეთ იტალია, 2. ცენტრალური იტალია, 3. ხმელთაშუაზღვისიპრეთის სამხრეთი და სიცილია, და 4. სარდინია.

ვოკალური მრავალხმიანობა ფართოდაა გავრცელებული ამ ოთხიდან სამ ოლქში: ჩრდილოეთში, ცენტრალურ იტალიასა და სარდინიაში. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთი ნაწილი ძირითადად მონოდიურია, გეოგრაფიულად იზოლირებულ სიცილიაში (რომელიც სამხრეთ იტალიის ნაწილია) არის ვოკალური მრავალხმიანობის ტრადიციები. ჩრდილოეთ იტალიის (ალპების) სასიმღერო სტილი ღია და რბილია, რიტმი მკვეთრია. ისევე როგორც ბევრ სხვა მრავალხმიან კულტურაში, საგუნდო შესრულებაში მსმენელიც არის ჩათრეული. ალპიურ ზონაში საგუნდო ჯგუფების არსებობა მრავალხმიანი სიმღერის დამადასტურებელი საბუთია. 1973 წელს რობერტო ლეუდის მიერ გამოცემულ წიგნებში “იტალიური ხალხური სიმღერები” მოცემულია მრავალხმიანი სიმღერის უამრავი ნიმუში.

Read More

პორტუგალია

პორტუგალიის ვოკალური მრავალხმიანობა გვხვდება ერთმანეთისაგან იზოლირებულად ოტ რეგიონში – სამხრეთსა და ჩრდილოეთში. მრავალხმიანი ტრადიციები, ძირითადად დაკავშირებულია ევროპულ-ჰარმონიულ სისტემასთან. ორი, სამი და ოთხმიანობა პორტუგალიაში დაფუძნებულია ტრადიციულ ჰარმონიაზე და ტერციების პარალელიზმზე.

პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში იციან მელოდიების შემკობა მელიზმებით, რაც სრულიად უცხოა ჩრდილოეთის რეგიონალური სტილისათვის. ჩრდილო-პორტუგალიაში მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ ქალები, სამხრეთში კი (ალენტეჟუს რეგიონში) მრავალხმიანობა უმეტესად მამაკაცთა რეპერტუარში გვხვდება.

Read More

საფრანგეთი, ტრადიციული მრავალხმიანობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მონოდიური ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში. მრავალხმიან ელემენტებს ვხვდებით მხოლოდ პერიფერიებში, სადაც მოსახლეობისა და კულტურის ძველი ფენებია შემორჩენილი. ჰეტეროფონიის ელემენტები დაფიქსირებულია ბრეტონის საცეკვაო სიმღერებში.

ისტორიულ წყაროებში შემორჩენილია ინფორმაცია ბრეტონის წარმართული რიტუალების, სიმღერებისა და ცეკვების მუსიკალური ტრადიციების შესახებ. ასე მაგალითად: წმ. იოანეს დღესასწაულის წინ შესასრულებელი იყო რიტუალური ცეკვა (ცეცხლის გარშემო), რომელიც მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, მაინც შემორჩა ხალხის მეხსიერებაში. ბრეტონულ და მეზობელ რეგიონებში გავრცელებულია სასიმღერო სტილი “ტუილაჟი”, სადაც ორი ხმა (მომღერალი – “კანერი” და მისი მოპასუხე მომღერალი – “დისკანერი”) მღერიან მონაცვლეობით ან ერთდროულად.

Read More