დასრულებული

ტმკსც-ის ექსპედიციები

pankisi


ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა საექსპედიციო მუშაობა. დღემდე ცენტრის სპეციალისტების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით განხორციელებულია 13 ექსპედიცია (მათ შორის, 10 იუნესკოს  პროექტის  ფარგლებში), როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომელთა შედეგად ჯერ კიდევ ცოცხალი უხუცესებისაგან დაფიქსირებულ იქნა მეტად საინტერესო ნიმუშები. საიტზე განთავსებული მრავალრიცხოვანი საექსპედიციო მასალა მოიცავს ფოტო, აუდიო, ვიდეო ნიმუშებს, ჩაწერილს 2003-2015 წლებში შემდეგ რეგიონებში:

ექსპედიცია ინეგოლის რაიონში (თურქეთი)  მცხოვრებ ქართველებთან, 2015

ექსპედიცია პანკისის ხეობაში, 2013

ექსპედიცია სურებში (გურია) – ივნისი, 2006 წელი

ექსპედიცია შუახევის რაიონში (აჭარა) – იანვარი და მარტი, 2005 წელი

ექსპედიცია კახეთის რაიონში – ოქტომბერი, 2005 წელი

ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთში – ივლისი, 2005 წელი

ექსპედიცია საგარეჯოს რაიონში – აგვისტო, 2005 წელი

ექსპედიცია ხელვაჩაურის რაიონში (აჭარა) – აგვისტო-სექტემბერი, 2005 წელი

ექსპედიცია ზემო ალვანში (თუშეთი) – დეკემბერი, 2004 წელი

ექსპედიცია თელათგორში (ქართლი) – სექტემბერი, 2004 წელი

ექსპედიცია ლენტეხსა და ცაგერში (სვანეთი, ლეჩხუმი), 2004

ექსპედიცია ოზურგეთში (გურია) – აპრილი 2004

ექსპედიცია დმანისში, 2003

Share it on