პროექტები

Erkomaishvili - Copy


გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“  პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია   და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის  26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში,   საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  პატრონაჟითა და   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11   საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობდა.

Read More



მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულმა პროექტმა “ეთნომუსიკოლოგიის კვლევა: ოცდაცამეტი თემა და კონცეფცია” (ქართული თარგმანი, ავტორი: ბრუნო ნეტლი) მოიპოვა მაქსიმალური შეფასება და გახდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელი.

Read More



კრებული „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“ ამჯერად, აჭარული სიმღერების შესწავლას გთავაზობთ. წიგნი სერიის მეორე გამოცემაა. ესაა სანოტო კრებული სასწავლო მიზნით შესრულებული აუდიოჩანაწერების კომპაქტდისკით, გამოცემა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მუსიკოსებისათვის. სიმღერებს ასრულებენ ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლები, „მოყვარე“ და „ელესა“.

Read More



7-11 ოქტომბერს თბილისში Erasmus+-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „UNESCO-ს მიერ აღიარებული ფასეულობების ქსელური კავშირები“ მონაწილე ქვეყნების რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

Read More



 

    ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო აერთაშორისო სიმპოზიუმი

                            20-24 ოქტომბერი, 2020თბილისიქართველო

                                                გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდის­ციპლი­ნარული ბუნებითაა განპირობებული.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხ­სენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სრული ინფორმაცია (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრა­ვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის შესახებ, წინა სიმპოზიუმების ისტორია, ინფორმაცია მონაწილეებზე, სიმპოზიუმის მასალების ორენოვანი გამოცემა მოხსენე­ბების სრული ტექსტით) ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge

Read More



 

12-22 ივლისს აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ტარდება. ექსპედიცია ხორციელდება გერმანული სამწლიანი (2018-2021) პროექტის „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“-ს (Computational Analysis of Traditional Georgian Vocal Music) ფარგლებში, რომელსაც „გერმანული კვლევის ფონდი“ (German Research Foundation) აფინანსებს. პროექტის მთავარი მიზანი უნიკალური ქართული ტრადიციული სიმღერების ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებაა.

Read More



10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი-გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.

Read More



2019 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19 საათზე გაიმართება წიგნის – „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ – პრეზენტაცია.

ივეტ გრიმო არის ლეგენდად ქცეული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ქალი, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში კონსერვატორიის პროფესორებთან, შალვა ასლანიშვილსა და გრიგოლ ჩხიკვაძესთან 7 წლიანი მიწერ-მოწერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მოახერხა საბჭოთა სუკ-ის (კგბ) დიდი წინააღმდეგობის გადალახვა და საქართველოში ჩამოვიდა უნიკალური ხალხური სიმღერების ჩასაწერად.

Read More

Webp.net-compress-image-1-770x330


ტმკსც-ს მიერ გამოსაცემად მზადდება ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. მეხუთე სიმპოზიუმის შემდეგ, 2010 წლიდან, სამეცნიერო სტატიები ქვეყნდება აუდიო და ვიდეომაგალითებთან ერთად.